პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაიროს ზოოპარკში ვირს ზებრის ზოლები დაახატეს - ვირმა კი საკუთარი თავი "გასცა"
კაიროს ზოოპარკში ვირს ზებრის ზოლები დაახატეს - ვირმა კი საკუთარი თავი "გასცა"

ეგ­ვიპ­ტე­ში, კა­ი­რო­ში მდე­ბა­რე ზო­ო­პარკში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვირს ზებ­რის ზო­ლე­ბი და­ა­ხა­ტეს, თუმ­ცა ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 წლის მაჰ­მუდ სარ­ჰა­ნი ცოტა ხნის წინ გახ­სნილ ზო­ო­ლო­გი­ურ პარკს სტუმ­რობ­და, რო­დე­საც ერთ-ერთ ცხო­ველს უც­ნა­უ­რი რამ შე­ნიშ­ნა. სარ­ჰა­ნის თქმით, ვირს, რო­მელ­საც ზებ­რის ზო­ლე­ბი და­ა­ხა­ტეს, სახე შავი სა­ღე­ბა­ვით ჰქონ­და მო­თხუპ­ნი­ლი, ყუ­რე­ბი კი სუ­ლაც არ ჰგავ­და ზებ­რი­სას.

ცხო­ვე­ლის სუ­რა­თი მაჰ­მუდ­მა „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­ა­ზი­ა­რა, სულ მალე კი მისი ფოტო უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი, მო­ჰა­მედ სულ­ტა­ნი კი ამ­ტკი­ცებს, რომ ზებ­რა ნამ­დვი­ლია და ვირი არ შე­უ­ღე­ბავთ. მი­სი­ვე თქმით, ცხო­ვე­ლებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ.

თუმ­ცა, ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფი PETA არ ეთან­ხმე­ბა მის გან­ცხა­დე­ბას ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლის შე­სა­ხებ. აქ­ტი­ვის­ტებ­მა ფო­ტოს ნახ­ვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვი­რის და­ჭე­რა და მისი სხე­უ­ლის მო­ხატ­ვა ქი­მი­უ­რი სა­ღე­ბა­ვით ცხო­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს. სა­ღე­ბავ­მა, შე­საძ­ლოა, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­აც გა­მო­იწ­ვი­ოს.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ზო­ო­პარ­კი ცდი­ლობს, ვი­ზი­ტო­რე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს. 2013 წელს ჩი­ნეთ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ზო­ო­პარ­კი გრძელ­ბეწ­ვი­ან ძაღლს ლო­მად ასა­ღებ­და, თა­ნაც იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ „ლომი“ მუდ­მი­ვად ყეფ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

კაიროს ზოოპარკში ვირს ზებრის ზოლები დაახატეს - ვირმა კი საკუთარი თავი "გასცა"

კაიროს ზოოპარკში ვირს ზებრის ზოლები დაახატეს - ვირმა კი საკუთარი თავი "გასცა"

ეგვიპტეში, კაიროში მდებარე ზოოპარკში, სავარაუდოდ, ვირს ზებრის ზოლები დაახატეს, თუმცა ზოოპარკის დირექტორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

CNN-ის ინფორმაციით, 18 წლის მაჰმუდ სარჰანი ცოტა ხნის წინ გახსნილ ზოოლოგიურ პარკს სტუმრობდა, როდესაც ერთ-ერთ ცხოველს უცნაური რამ შენიშნა. სარჰანის თქმით, ვირს, რომელსაც ზებრის ზოლები დაახატეს, სახე შავი საღებავით ჰქონდა მოთხუპნილი, ყურები კი სულაც არ ჰგავდა ზებრისას.

ცხოველის სურათი მაჰმუდმა „ფეისბუქზე“ გააზიარა, სულ მალე კი მისი ფოტო უამრავმა ადამიანმა ნახა.

ზოოპარკის დირექტორი, მოჰამედ სულტანი კი ამტკიცებს, რომ ზებრა ნამდვილია და ვირი არ შეუღებავთ. მისივე თქმით, ცხოველებს დიდ ყურადღებას აქცევენ.

თუმცა, ცხოველთა დამცველი ჯგუფი PETA არ ეთანხმება მის განცხადებას ცხოველების მოვლის შესახებ. აქტივისტებმა ფოტოს ნახვის შემდეგ განაცხადეს, რომ ვირის დაჭერა და მისი სხეულის მოხატვა ქიმიური საღებავით ცხოველებზე ზრუნვას სულაც არ ნიშნავს. საღებავმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოოპარკი ცდილობს, ვიზიტორები შეცდომაში შეიყვანოს. 2013 წელს ჩინეთში მდებარე ერთ-ერთი ზოოპარკი გრძელბეწვიან ძაღლს ლომად ასაღებდა, თანაც იმის მიუხედავად, რომ „ლომი“ მუდმივად ყეფდა.