კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე მოელაპარაკა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს
რაზე მოელაპარაკა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ჰქონ­და.

პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბა­ზე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვილს ჯერ კი­დევ მა­შინ ესა­უბ­რა, ვიდ­რე ის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ დაბ­რუნ­დე­ბო­და. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა სწო­რედ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მისი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბა იყო. პარ­ლა­მენ­ტში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ამ მხრივ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ მონ­დო­მე­ბუ­ლია და ბევ­რი იაქ­ტი­უ­რა.

ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩევ­ნებ­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტის არ­წარ­დგე­ნას და ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტის მხარ­და­ჭე­რას პარ­ტი­ა­ში ბევ­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. თა­ვად პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ღიად უკვე და­ა­ფიქ­სი­რა, როცა გა­ნა­ცხა­და, რომ პი­რა­დად მისი აზ­რით, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გუნ­დი­დან არ უნდა და­სა­ხელ­დეს და “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მხა­რი და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს და­უ­ჭი­როს, “ხოლო თუ ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტი არ იქ­ნე­ბა, ეს ინ­სტი­ტუ­ტი ოპო­ზი­ცი­ამ წა­ი­ღოს“.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხზე “ინ­ტერპრე­ნი­უს­მა“ ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, თუმ­ცა ის კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან ამ დრომ­დე თავს იკა­ვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რაზე მოელაპარაკა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს

რაზე მოელაპარაკა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს

საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის საკითხზე სალომე ზურაბიშვილს მოლაპარაკებები პირადად ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა.

პოლიტიკურ კულუარებში არსებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერის მიღებაზე ზურაბიშვილი ივანიშვილს ჯერ კიდევ მაშინ ესაუბრა, ვიდრე ის საჯარო პოლიტიკაში პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდებოდა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილისადმი ზურაბიშვილის შეთავაზება სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა და “ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერის მიღება იყო. პარლამენტში იმასაც ამბობენ, რომ ამ მხრივ, ზურაბიშვილი საკმაოდ მონდომებულია და ბევრი იაქტიურა.

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე “ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არსებული ინფორმაციით, არჩევნებში საკუთარი კანდიდატის არწარდგენას და ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას პარტიაში ბევრი ეწინააღმდეგება. თავად პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად უკვე დააფიქსირა, როცა განაცხადა, რომ პირადად მისი აზრით, საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ უნდა დასახელდეს და “ქართულმა ოცნებამ“ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს, “ხოლო თუ ღირსეული კანდიდატი არ იქნება, ეს ინსტიტუტი ოპოზიციამ წაიღოს“.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე “ინტერპრენიუსმა“ ზურაბიშვილთან საუბარი რამდენჯერმე სცადა, თუმცა ის კომენტარის გაკეთებისგან ამ დრომდე თავს იკავებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები