პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებას უნდა ევროპული ტაქსები, რაც ცუდი არ არის, თუმცა, არ უნდა მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია და სამსახური"
"ხელისუფლებას უნდა ევროპული ტაქსები, რაც ცუდი არ არის, თუმცა, არ უნდა მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია და სამსახური"

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე თბი­ლის­ში ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის წესი გა­ნი­ხი­ლეს და საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე გა­სა­ტა­ნად მხა­რი და­უ­ჭი­რეს. საკ­რე­ბუ­ლოს კო­მი­სი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბულ სხდო­მა­ზე სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ მაია ბი­თა­ძემ გა­მო­ი­ტა­ნა.

კო­მი­სი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სხდო­მის და­წყე­ბამ­დე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ევ­რო­პუ­ლი ტაქ­სე­ბი, რაც ცუდი არ არის, თუმ­ცა, არ უნდა მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­დეს ევ­რო­პუ­ლი პენ­სია, ევ­რო­პუ­ლი სამ­სა­ხუ­რი და ევ­რო­პუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

„პირ­და­პირ ტაქ­სე­ბი­დან და­ი­წყეს ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზის გამო, რომ ამ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯი­ბე­ში ჩა­ყონ ხელი. ამით და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას მო­ახ­დე­ნენ ერთი მხრივ და მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­შა­ნია აღ­ნიშ­ნულ წეს­ში, რომ მოხ­დეს ამ სფე­როს მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა და შემ­დეგ კონ­კრე­ტუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მო­ით­ბო­ბენ ხელს“, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის მძღო­ლებს მო­უ­წევთ გარ­კვე­უ­ლი მო­საკ­რებ­ლის გა­დახ­და, 100 ლარი ჩვე­უ­ლებ­რივ მან­ქა­ნებ­ზე, 50 ლარი - ჰიბ­რი­დებ­ზე, ხოლო ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის­თვის წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი უფა­სოა. რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა მო­საკ­რე­ბე­ლი ერთი წლის შემ­დეგ, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რად­გან ამ­ჟა­მად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წესი ერთი წლის შემ­დეგ გა­და­ი­ხე­დე­ბა. ნა­დი­რა­ძის თქმით, ტაქ­სის მძღო­ლებ­მა უნდა შე­ავ­სონ სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა, ექ­ნე­ბათ მი­ნა­ზე გა­მოკ­რუ­ლი სა­კუ­თა­რი ფო­ტო­სუ­რა­თი, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ზე და­სად­გმე­ლი ტაქ­სის ნი­შა­ნი. აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს დე­პუ­ტა­ტე­ბი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ხელისუფლებას უნდა ევროპული ტაქსები, რაც ცუდი არ არის, თუმცა, არ უნდა მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია და სამსახური"

"ხელისუფლებას უნდა ევროპული ტაქსები, რაც ცუდი არ არის, თუმცა, არ უნდა მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია და სამსახური"

თბილისის საკრებულოში რამდენიმე კომისიის სხდომაზე თბილისში ტაქსების რეგულაციის წესი განიხილეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს. საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე საკითხი განსახილველად თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ გამოიტანა.

კომისიების გაფართოებული სხდომის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ევროპული ტაქსები, რაც ცუდი არ არის, თუმცა, არ უნდა მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია, ევროპული სამსახური და ევროპული ინფრასტრუქტურა.

„პირდაპირ ტაქსებიდან დაიწყეს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ამ გაუბედურებული ადამიანების ჯიბეში ჩაყონ ხელი. ამით დამატებითი თანხების მობილიზებას მოახდენენ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ძალიან ბევრი ნიშანია აღნიშნულ წესში, რომ მოხდეს ამ სფეროს მონოპოლიზება და შემდეგ კონკრეტული მაღალჩინოსნები მოითბობენ ხელს“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა, 100 ლარი ჩვეულებრივ მანქანებზე, 50 ლარი - ჰიბრიდებზე, ხოლო ელექტრომობილებისთვის წლიური გადასახადი უფასოა. რამდენი იქნება მოსაკრებელი ერთი წლის შემდეგ, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ამჟამად შემუშავებული წესი ერთი წლის შემდეგ გადაიხედება. ნადირაძის თქმით, ტაქსის მძღოლებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, ექნებათ მინაზე გამოკრული საკუთარი ფოტოსურათი, ასევე ავტომობილზე დასადგმელი ტაქსის ნიშანი. აღნიშნულ საკითხს დეპუტატები თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო