პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა
ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა

ქარ­თვე­ლი მრეწ­ვე­ლე­ბი­სა და ქველ­მოქ­მე­დე­ბის - ძმე­ბი ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ვი თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რით საფ­რან­გე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გად­მო­ე­ცა. პეტ­რე ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის შთა­მო­მავ­ლებ­მა 114 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­ი­ცა­რი­ა­სა და შემ­დგომ საფ­რან­გეთ­ში, მათ სახ­ლში და­ცუ­ლი ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და ნივ­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს აჩუ­ქეს.

არ­ქი­ვი მო­ი­ცავს დი­მიტ­რი ერ­მა­კო­ვის რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­ალ­ბომს, სა­დაც თბი­ლი­სი, კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხი და ხე­დე­ბი, თბი­ლის­ში სა­ხალ­ხო სახ­ლი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მშე­ნებ­ლო­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი; ასე­ვე წიგ­ნებ­სა და ალ­ბო­მებს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, კავ­კა­სი­ის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ.

მუ­ზე­უ­მი­სათ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი პი­რა­დი არ­ქი­ვი­დან ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის ის­ტო­რი­ას­თან და მათ გა­წე­ულ ქველ­მოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბიც ირ­კვე­ვა. მა­სა­ლე­ბი მო­ი­ცავს ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის მიერ ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გა­ზეთ „ივე­რი­ი­სა“ და ჟურ­ნალ „ჯე­ჯი­ლის“ და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ შე­მო­ნა­ხულ კო­რეს­პონ­დენ­ცი­ას; ასე­ვე მათ მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბის ნუს­ხას, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც რუ­სეთ­სა და ევ­რო­პა­ში ისეთ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ: ალექ­სან­დრე ჯა­ნე­ლი­ძე, სარ­გის კა­კა­ბა­ძე, შალ­ვა ამი­რე­ჯი­ბი, გე­რონ­ტი ქი­ქო­ძე, ლეო ქი­ა­ჩე­ლი, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა და სხვე­ბი.

უნი­კა­ლურ არ­ქივ­ში მე­ცე­ნა­ტი­სა და ამას­თა­ნა­ვე კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის - ია­კობ (ჟაკ) ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე პი­რა­დი ნივ­თი და ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ცე­მაც ინა­ხე­ბა, რო­მე­ლიც მის მიერ საფ­რან­გე­თის მუ­ზე­უ­მე­ბი­სათ­ვის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მულ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს ეხე­ბა. ია­კობ ზუ­ბა­ლაშ­ვილ­მა ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი საფ­რან­გეთ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ჟაკ მი­შელ ზუ­ბა­ლო­ვად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. მისი უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია აერ­თი­ა­ნებ­და პი­კა­სოს, დე­გას, სე­ზა­ნის, მა­ტი­სის, მო­ნეს, ბო­ტი­ჩე­ლის, რო­დე­ნი­სა და სხვა­თა შე­დევ­რებს, ასე­ვე მარ­მა­რი­ლოს, ბრინ­ჯა­ოს, კე­რა­მი­კის, ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის ნა­კე­თო­ბებს. ამ უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ლუვრში - „ზუ­ბა­ლო­ვის დარ­ბაზ­შია“ გან­თავ­სე­ბუ­ლი. ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის გვა­რი კი ლუვ­რის კე­დელ­ზე, იმ პირ­თა შო­რი­საა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის სა­ხით ამ მუ­ზე­უ­მი­სათ­ვის დიდი შე­წი­რუ­ლო­ბა გა­ი­ღეს.

მრეწ­ვე­ლე­ბად და მე­ცე­ნა­ტე­ბად ცნო­ბი­ლი ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის გვა­რი ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტებ­ში XVII სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბი­დან ჩანს. ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის გვარს უკავ­შირ­დე­ბა მა­შინ­დე­ლი სა­ხალ­ხო სახ­ლის - ამ­ჟა­მინ­დე­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის, უნი­ვე­რის­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი­სა და თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის - დღე­ვან­დე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მშე­ნებ­ლო­ბა. ასე­ვე, თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი პე­დი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს, მო­ხუ­ცე­ბი­სათ­ვის უპო­ვარ­თა სახ­ლი­სა და კო­ჯრის გზა­ზე სა­სა­დი­ლო - „სა­მად­ლოს“ გახ­სნაც. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე პეტ­რე ზუ­ბა­ლაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის გამ­გე­ო­ბას სამ­ხედ­რო ლა­ზა­რე­თის­თვის ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი სას­ტურ­მო „ლონ­დო­ნი“ და 20 ათა­სი მა­ნე­თი გა­დას­ცა.

ძმე­ბი ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის არ­ქი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­მო­ვი­და. შეს­წავ­ლა-რეს­ტავ­რა­ცი­ის შემ­დეგ არ­ქი­ვის პრე­ზენ­ტა­ცია ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

R

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა

ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს გადმოეცა. პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ზუბალაშვილების ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს.

არქივი მოიცავს დიმიტრი ერმაკოვის რამდენიმე ფოტოალბომს, სადაც თბილისი, კავკასიელი ხალხი და ხედები, თბილისში სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის მშენებლობაა აღბეჭდილი; ასევე წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ.

მუზეუმისათვის გადაცემული პირადი არქივიდან ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებული დეტალებიც ირკვევა. მასალები მოიცავს ზუბალაშვილების მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, გაზეთ „ივერიისა“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დაფინანსების შესახებ შემონახულ კორესპონდენციას; ასევე მათ მიერ დაწესებული სტიპენდიების ნუსხას, რომელთა საშუალებითაც რუსეთსა და ევროპაში ისეთმა ახალგაზრდებმა მიიღეს განათლება, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები.

უნიკალურ არქივში მეცენატისა და ამასთანავე კოლექციონერის - იაკობ (ჟაკ) ზუბალაშვილის რამდენიმე პირადი ნივთი და ასევე სპეციალური გამოცემაც ინახება, რომელიც მის მიერ საფრანგეთის მუზეუმებისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ ხელოვნების ნიმუშებს ეხება. იაკობ ზუბალაშვილმა ცხოვრების მეორე ნახევარი საფრანგეთში გაატარა, სადაც ჟაკ მიშელ ზუბალოვად მოიხსენიებდნენ. მისი უნიკალური კოლექცია აერთიანებდა პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრებს, ასევე მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს. ამ უნიკალური კოლექციის ძირითადი ნაწილი ლუვრში - „ზუბალოვის დარბაზშია“ განთავსებული. ზუბალაშვილის გვარი კი ლუვრის კედელზე, იმ პირთა შორისაა მოხსენიებული, რომლებმაც ხელოვნების ნიმუშების სახით ამ მუზეუმისათვის დიდი შეწირულობა გაიღეს.

მრეწველებად და მეცენატებად ცნობილი ზუბალაშვილების გვარი ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩანს. ზუბალაშვილების გვარს უკავშირდება მაშინდელი სახალხო სახლის - ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრის, უნივერისტეტის პირველი კორპუსისა და თბილისის მუსიკალური სკოლის - დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ასევე, თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს, მოხუცებისათვის უპოვართა სახლისა და კოჯრის გზაზე სასადილო - „სამადლოს“ გახსნაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას სამხედრო ლაზარეთისთვის ოჯახის კუთვნილი სასტურმო „ლონდონი“ და 20 ათასი მანეთი გადასცა.

ძმები ზუბალაშვილების არქივი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ავიახაზების თანამონაწილეობით ჩამოვიდა. შესწავლა-რესტავრაციის შემდეგ არქივის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში სექტემბერში გაიმართება, რომელსაც საქართველოში სპეციალურად მოწვეული ზუბალაშვილების შთამომავლები დაესწრებიან.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი