პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს 7 ახალი ბრალი წაუყენეს - ერთ-ერთი გაუპატიურების მუხლია
ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს 7 ახალი ბრალი წაუყენეს - ერთ-ერთი გაუპატიურების მუხლია

ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის გარ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი კი­დევ შვიდ ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა.

ვე­ფხია ბაქ­რა­ძეს გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ ორი ბრალ­დე­ბა აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 6 სხვა­დას­ხვა მუხ­ლით კი გა­მო­ძი­ე­ბამ მას ბრა­ლი მოკ­ლუ­ლის დე­დის, ნა­თე­ლა გო­ბა­ძის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო წა­უ­ყე­ნა. ამას­თან, ბრალ­დე­ბის ყვე­ლა ეპი­ზოდს ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბებს, ვე­ფხია ბაქ­რა­ძეს ჯამ­ში 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას, და­მამ­ცი­რე­ბელ ან არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, მუ­ქა­რას, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბას ედა­ვე­ბა.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა უკვე ჩა­ტარ­და და საქ­მე სა­სა­მარ­თლოს არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის­თვის გა­და­ე­ცა. ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის არც ერთ ეპი­ზოდს არ აღი­ა­რებს და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას ითხოვს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე იმ პო­ზი­ცი­ა­ზეა, რაც და­კა­ვე­ბი­სას ჰქონ­და. კერ­ძოდ, ბაქ­რა­ძე მხო­ლოდ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს. სხვა ბრალ­დე­ბებს, მათ შო­რის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ბრალ­დე­ბუ­ლი არ ეთან­ხმე­ბა.

საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი არ­სე­ბი­თი სხდო­მა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 2 აგ­ვის­ტოს ჩა­ტარ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ, ყელი გა­მოჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ 14 აპ­რილს, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბა და­კა­ვე­ბულს ედა­ვე­ბა, 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი პირი თე­მურ ბაქ­რა­ძე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 15 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს 7 ახალი ბრალი წაუყენეს - ერთ-ერთი გაუპატიურების მუხლია

ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს 7 ახალი ბრალი წაუყენეს - ერთ-ერთი გაუპატიურების მუხლია

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გარდა, პროკურატურამ ბრალი კიდევ შვიდ ეპიზოდთან დაკავშირებით, მათ შორის გაუპატიურების მუხლით წაუყენა.

ვეფხია ბაქრაძეს გამრეკელაშვილის მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით მხოლოდ ორი ბრალდება აქვს წაყენებული. სისხლის სამართლის კოდექსის 6 სხვადასხვა მუხლით კი გამოძიებამ მას ბრალი მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო წაუყენა. ამასთან, ბრალდების ყველა ეპიზოდს ოჯახური დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა.

რაც შეეხება ბრალდებებს, ვეფხია ბაქრაძეს ჯამში 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა და საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ბრალდებული ბრალდების არც ერთ ეპიზოდს არ აღიარებს და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“, ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განუცხადა, ვეფხია ბაქრაძე იმ პოზიციაზეა, რაც დაკავებისას ჰქონდა. კერძოდ, ბაქრაძე მხოლოდ განზრახ მკვლელობას აღიარებს. სხვა ბრალდებებს, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ბრალდებული არ ეთანხმება.

საქმეზე პირველი არსებითი სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

დანაშაული, რომელსაც გამოძიება დაკავებულს ედავება, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს