პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში წარმატებული ქართველი მოდელისა და "სუხიშვილების" მოცეკვავის სიყვარულის ამბავი - "ქორწილს გურიაში ვგეგმავთ"
აშშ-ში წარმატებული ქართველი მოდელისა და "სუხიშვილების" მოცეკვავის სიყვარულის ამბავი - "ქორწილს გურიაში ვგეგმავთ"

ვიქ­ტო­რია პლე­შა­კო­ვა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნო, თუმ­ცა მო­დის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ის მა­ნამ­დეც კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი. ვიქ­ტო­რია მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც ამე­რი­კის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. წლე­ბია, შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. ის ახ­ლა­ხან "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვე­ზე - გუგა თო­ი­ძე­ზე და­ქორ­წინ­და.

- ჩემი ქვე­ყა­ნა, იქ, სა­დაც და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე­ბა და ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა გა­ვა­ტა­რე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან­ვე გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან და ასე­თი პა­ტა­რა გოგო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის იმე­დით გა­მო­ვე­შუ­რე უცხო ქვე­ყა­ნა­ში... ჩა­მოს­ვლის დღი­დან­ვე და­ი­წყო თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა... იყო უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა წამ­ყვა­ნი მო­დის სახ­ლე­ბი­დან, უამ­რა­ვი გა­და­ღე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის. თით­ქოს ზღა­პა­რი­ვით აე­წყო ჩემი ცხოვ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს კი ჩემი არ­სე­ბო­ბა პრო­ექ­ტმა - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­ახ­სე­ნა. იმ ზა­ფხულს, როცა ეს პრო­ექ­ტი იწყე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მელ­მაც გა­მა­ხა­რა და რო­გორც იცით, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდი კი­დეც.

- ისევ აქ­ტი­უ­რად ხარ ჩარ­თუ­ლი სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, არა? რთუ­ლი იყო გზა თბი­ლი­სი­დან შტა­ტე­ბამ­დე?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია ამე­რი­კა­ში მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას. აქ ხომ უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია თავ­მოყ­რი­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მე ეს შევ­ძე­ლი და ამით ამა­ყი ვარ. ძა­ლი­ან რთუ­ლი და დაბ­რკო­ლე­ბე­ბით სავ­სე გზა წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თან თა­ვის­თა­ვად არ მო­სუ­ლა, ეს იყო დიდი შრო­მი­სა და მონ­დო­მე­ბის შე­დე­გი. სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო "მა­გა­რი" გეგ­მე­ბი მაქვს.

- რო­გო­რია შენი ერთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე?

- დი­ლით ადრე ვდგე­ბი და ვვარ­ჯი­შობ, შემ­დეგ სა­ცუ­რა­ოდ მივ­დი­ვარ. მერე იწყე­ბა დღის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი - უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ღე­ბა, გა­მოს­ვლა... სა­ღა­მოს უკვე მე და ჩემი მე­უღ­ლე გავ­დი­ვართ გა­სარ­თო­ბად, სა­სე­ირ­ნოდ.

- ოდეს­მე გი­ნა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვე და უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვი­ტე ცხოვ­რე­ბის, კა­რი­ე­რის აწყო­ბა?

- თა­ვი­დან ჩემი აქ ყოფ­ნა რთუ­ლი იყო, აქა­უ­რო­ბას­თან შეჩ­ვე­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ახლა უკვე კარ­გად ვგრძნობ თავს. არას­დროს მი­ნა­ნია წა­მოს­ვლა, რად­გან ვთვლი, რომ ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას სხვა­ნა­ი­რად ვერ მი­ვაღ­წევ­დი. მიღ­წე­უ­ლით არას­დროს ვკმა­ყო­ფილ­დე­ბი, სულ სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­ში ვარ. მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობ სა­კუ­თარ თავ­ზე, არ ვდუნ­დე­ბი და არ ვფიქ­რობ, რომ ამ სფე­რო­ში მა­ღალ მწვერ­ვა­ლებ­ზე ავე­დი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი აღა­რა­ფე­რი მაქვს-მეთ­ქი.

- შენი პრო­ფე­სია გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი იყო?

- კი, ამე­რი­კა ყვე­ლას აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად კარ­გად იყოს. თუ შენი საქ­მის კე­თე­ბა არ გე­ზა­რე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი. რთუ­ლია საქ­მის აწყო­ბა, თუმ­ცა ეს ქვე­ყა­ნა გი­ფა­სებს ნი­ჭ­სა და შრო­მას...

- შე­გიძ­ლია შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც მოგ­ვიყ­ვე? ვინ არის შენი მე­უღ­ლე და სად გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი? რამ­დე­ნი ხანი იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი?

- მე და ჩემ­მა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვეა და ერ­თად მოგ­ვი­წია ცეკ­ვამ, შემ­დეგ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" გას­ტრო­ლით ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ და აქ ისევ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს - ზუს­ტად 4 წლის შემ­დეგ. ძა­ლი­ან თბი­ლად მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი, გა­ვიხ­სე­ნეთ პრო­ექ­ტის ამ­ბე­ბი და სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. გავცვა­ლეთ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, ვხვდე­ბო­დით, დავ­დი­ო­დით ბარ­ში, მუ­ზე­უმ­ში, ვსე­ირ­ნობ­დით მა­ნ­ჰე­ტე­ნის ქუ­ჩებ­ში... ბო­ლოს მივ­ხვდით, რომ შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, წინ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მა გვაქვს. შე­საძ­ლე­ბე­ლია გუ­გამ ჩემს სფე­რო­შიც გა­აგ­რძე­ლოს კა­რი­ე­რა, რად­გან სა­ა­გენ­ტო­ში და­ინ­ტე­რეს­დნენ მი­სით...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

აშშ-ში წარმატებული ქართველი მოდელისა და "სუხიშვილების" მოცეკვავის სიყვარულის ამბავი - "ქორწილს გურიაში ვგეგმავთ"

აშშ-ში წარმატებული ქართველი მოდელისა და "სუხიშვილების" მოცეკვავის სიყვარულის ამბავი - "ქორწილს გურიაში ვგეგმავთ"

ვიქტორია პლეშაკოვა ფართო საზოგადოებამ პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო, თუმცა მოდის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ის მანამდეც კარგად იყო ცნობილი. ვიქტორია მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ამერიკის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. წლებია, შტატებში ცხოვრობს. ის ახლახან "სუხიშვილების" მოცეკვავეზე - გუგა თოიძეზე დაქორწინდა.

- ჩემი ქვეყანა, იქ, სადაც დავიბადე, გავიზარდება და ბედნიერი ბავშვობა გავატარე, ძალიან მიყვარს. 15 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩატარებულ სილამაზის კონკურსში გავიმარჯვე, შემდეგ საქართველოდანვე გავაფორმე კონტრაქტი ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან და ასეთი პატარა გოგო, წარმატებული მომავლის იმედით გამოვეშურე უცხო ქვეყანაში... ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა... იყო უამრავი საინტერესო შემოთავაზება წამყვანი მოდის სახლებიდან, უამრავი გადაღება პოპულარული ჟურნალებისთვის. თითქოს ზღაპარივით აეწყო ჩემი ცხოვრება. საქართველოს კი ჩემი არსებობა პროექტმა - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაახსენა. იმ ზაფხულს, როცა ეს პროექტი იწყებოდა, საქართველოში ვიყავი დასასვენებლად ჩასული. მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება, რომელმაც გამახარა და როგორც იცით, შემოთავაზებას დავთანხმდი კიდეც.

- ისევ აქტიურად ხარ ჩართული სამოდელო საქმიანობაში, არა? რთული იყო გზა თბილისიდან შტატებამდე?

- ძალიან რთულია ამერიკაში მიაღწიო წარმატებას. აქ ხომ უამრავი ნიჭიერი ადამიანია თავმოყრილი სხვადასხვა ქვეყნიდან, ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა, ვფიქრობ, მე ეს შევძელი და ამით ამაყი ვარ. ძალიან რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა წარმატებით გავიარე. ფაქტობრივად, ყველა ოცნება ავიხდინე. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემთან თავისთავად არ მოსულა, ეს იყო დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. სამომავლოდ კიდევ უფრო "მაგარი" გეგმები მაქვს.

- როგორია შენი ერთ ჩვეულებრივი სამუშაო დღე?

- დილით ადრე ვდგები და ვვარჯიშობ, შემდეგ საცურაოდ მივდივარ. მერე იწყება დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - უამრავი საინტერესო გადაღება, გამოსვლა... საღამოს უკვე მე და ჩემი მეუღლე გავდივართ გასართობად, სასეირნოდ.

- ოდესმე გინანია, რომ საქართველო დატოვე და უცხო ქვეყანაში გადაწყვიტე ცხოვრების, კარიერის აწყობა?

- თავიდან ჩემი აქ ყოფნა რთული იყო, აქაურობასთან შეჩვევა ძალიან გამიჭირდა, ახლა უკვე კარგად ვგრძნობ თავს. არასდროს მინანია წამოსვლა, რადგან ვთვლი, რომ ამხელა წარმატებას სხვანაირად ვერ მივაღწევდი. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები, სულ სიახლეების ძიებაში ვარ. მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, არ ვდუნდები და არ ვფიქრობ, რომ ამ სფეროში მაღალ მწვერვალებზე ავედი და გასაკეთებელი აღარაფერი მაქვს-მეთქი.

- შენი პროფესია გაძლევს საშუალებას, რომ მატერიალურად ძლიერი იყო?

- კი, ამერიკა ყველას აძლევს შესაძლებლობას, რომ მატერიალურად კარგად იყოს. თუ შენი საქმის კეთება არ გეზარება, აუცილებლად იქნები მატერიალურად ძლიერი. რთულია საქმის აწყობა, თუმცა ეს ქვეყანა გიფასებს ნიჭსა და შრომას...

- შეგიძლია შენს პირად ცხოვრებაზეც მოგვიყვე? ვინ არის შენი მეუღლე და სად გაიცანით ერთმანეთი? რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავიცანით ერთმანეთი. ის "სუხიშვილების" მოცეკვავეა და ერთად მოგვიწია ცეკვამ, შემდეგ "სუხიშვილები" გასტროლით ამერიკაში ჩამოვიდნენ და აქ ისევ შევხვდით ერთმანეთს - ზუსტად 4 წლის შემდეგ. ძალიან თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, გავიხსენეთ პროექტის ამბები და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, ვხვდებოდით, დავდიოდით ბარში, მუზეუმში, ვსეირნობდით მანჰეტენის ქუჩებში... ბოლოს მივხვდით, რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. შესაძლებელია გუგამ ჩემს სფეროშიც გააგრძელოს კარიერა, რადგან სააგენტოში დაინტერესდნენ მისით...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ