საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიზეზები, რის გამოც საქართველოში ოჯახები ინგრევა - "როცა წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი აქვს, ღალატიც გადაულახავთ"
მიზეზები, რის გამოც საქართველოში ოჯახები ინგრევა - "როცა წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი აქვს, ღალატიც გადაულახავთ"

გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის რი­ცხვმა სა­გან­გა­შო ნიშ­ნულს მი­აღ­წია - ბოლო 5 წე­ლი­წად­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის 46 031 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბია და რე­ა­ლუ­რად მის უკან, შე­საძ­ლოა, ათა­სო­ბით დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხი იყოს, რომ­ლის აღ­რი­ცხვაც ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ­ყოფ­ნის გამო არ ხდე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, 2017 წელს გან­ქორ­წი­ნე­ბის 10 222 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მა­შინ როცა 2013 წელს ეს რი­ცხვი 8 039 იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ქორ­წი­ნე­ბას, ბოლო 5 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე ცოტა წყვი­ლი 2017 წელს და­ქორ­წინ­და - 23 684. აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2013 წელს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი იყო - მა­შინ 34 693 წყვილ­მა და­ა­რე­გის­ტრი­რა ქორ­წი­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი მო­დის.

ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გახ­ში­რე­ბუ­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის მი­ზე­ზი და კი­თხვე­ბით დე­მოგ­რაფ­სა და ფსი­ქო­ლო­გებს მივ­მარ­თეთ.

"გან­ქორ­წი­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა ნამ­დვი­ლად მზარ­დია. თუ ადრე ყო­ველ 49 ქორ­წი­ნე­ბა­ზე 1 გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­დი­ო­და, ახლა უკვე 2 ქორ­წი­ნე­ბა­ზე ერთი გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­დის. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით მთავ­რდე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი, ეს მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნებ­ზე და პლი­უს დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე. ამის მი­ზე­ზი კი ძა­ლი­ან ბევ­რია - ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის არ ეს­მით" - უთხრა AMBEBI.GE-ს დე­მოგ­რაფ­მა ან­ზორ თო­თა­ძემ.

ოჯა­ხის დან­გრე­ვის მთა­ვარ მი­ზე­ზად ფსი­ქო­ლო­გე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას და წინა პლან­ზე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის წა­მო­წე­ვას ასა­ხე­ლე­ბენ. ფსი­ქო­ლო­გი ნანა ჩა­ჩუა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­საც იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მის პრაქ­ტი­კა­ში მრავ­ლად არის.

„ოჯახ­ში პირ­ველ რიგ­ში არის ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა და ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვაა. მა­გა­ლი­თად, გოგო და ბიჭი ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ, კარ­გი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ ჩა­ა­ბა­რეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ერთ ჯგუფ­ში აღ­მოჩ­ნდნენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე იყ­ვნენ მე­გობ­რე­ბი. შემ­დეგ მო­უ­წი­ათ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სივ­რცის თვალ­საზ­რი­სით გან­ცალ­კევ­და. იგ­რძნეს გარ­კვე­უ­ლი მო­ნატ­რე­ბა, სი­ახ­ლო­ვის მეტი სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ და ამი­ტომ ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით და­აგ­ვირ­გვი­ნეს. ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სულ სხვა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, რა­საც ხში­რად ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ. შემ­დეგ ჩნდე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბიც...

მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენა არ ჰქონ­დათ. არ იცოდ­ნენ და­ლა­პა­რა­კე­ბა - რო­გორ გა­მო­ე­ხა­ტათ თა­ვი­ან­თი გან­ცდა. მა­გა­ლი­თად, სის­ტე­მა­ტი­უ­რად ეუბ­ნე­ბო­და ცოლი, რა­ტომ აგ­ვი­ა­ნებს და სად არის?! კაცი კი ისეთ სამ­სა­ხურ­ში იყო, რომ მო­ი­თხოვ­და და­მა­ტე­ბით ყოფ­ნას, როცა ცოლი ურე­კავ­და, ქმა­რი ბრაზ­დე­ბო­და. რო­დე­საც საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი ხარ და სის­ტე­მა­ტი­უ­რად გი­რე­კავს ტე­ლე­ფო­ნი, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ეს დის­კომ­ფორ­ტს გიქ­მნის. ამი­ტომ კაცი საყ­ვე­დუ­რობ­და, ხშირ-ხში­რად მი­რე­კა­ვო. რა­ტომ და­გაგ­ვი­ან­და, დღე­საც და­გაგ­ვი­ან­დე­ბა? არ აპი­რებ სახ­ლში მოს­ვლას? აი რო­გო­რი სა­უბ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს წყვილს შო­რის, არა­და ამ დროს სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ქმარ­მა წყნა­რად უთხრას.

კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი - ცოლ-ქმარს შო­რის მოხ­და უთან­ხმო­ე­ბა. ქმარ­მა ცოლს მი­უ­ტა­ნა ფილ­მის ბი­ლე­თე­ბი და უთხრა, დღეს კი­ნო­ში წა­ვი­დე­თო, ცოლი კი ეუბ­ნე­ბა, კი მაგ­რამ ეს სახ­ლი ურე­მონ­ტოდ რო­დემ­დე უნდა იყოს?! ამ დროს ურ­თი­ერ­თო­ბა შე­დის ჩიხ­ში. ქმარს შე­უძ­ლია ჩიხი გა­აღ­რმა­ვოს ან პი­რი­ქით. თუ ქმა­რი ეტყვის, რომ - აი, რა უმა­დუ­რი ხარ, ეს გა­ვა­კე­თე და შენ რე­ებს მე­ლა­პა­რა­კე­ბი - ურ­თი­ერ­თო­ბა ჩიხ­ში შევა, ხოლო თუ ქმა­რი ეტყვის, რომ შენ რო­გო­რი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ხარ და რო­გო­რი ოჯა­ხის ქალი ხარ, სულ რომ გახ­სოვს ეს სახ­ლი სა­რე­მონ­ტოა, ამით დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

ამ ყვე­ლაფ­რის მა­გა­ლით­ზე გე­უბ­ნე­ბით, რომ ჩვენ პირ­ველ რიგ­ში უნდა ვის­წავ­ლოთ ლა­პა­რა­კი. იმ სი­ტყვებ­ში, რო­მელ­საც ჩვენ წარ­მოვ­თქვამთ, აზ­როვ­ნე­ბის მიერ ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი აზრი დევს, მაგ­რამ ქვე­ტექ­სტი ინ­ტო­ნა­ცი­ა­ში, წი­ნა­და­დე­ბის წყო­ბა­ში დევს. ჩვენ არ ვი­ცით ლა­პა­რა­კი, ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბით ვე­სა­უბ­რე­ბით და ვერ ხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვი­ან­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლა­პა­რა­კით რას გად­მოგ­ცე­მენ“, - გვი­თხრა ფსი­ქო­ლოგ­მა ნანა ჩა­ჩუ­ამ.

ფსი­ქო­ლოგ ლელა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის თქმით კი, ოჯა­ხის დან­გრე­ვის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბაა. მისი თქმით, წლე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რესს კარ­გავს, შემ­დეგ კი იკარ­გე­ბა ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მაც.

"ოჯა­ხის დან­გრე­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი არის ის, რომ წყვი­ლი არ არის მზად თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ არი­ან მზად ოჯა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ასა­ღე­ბად. უჭირთ ერ­თმა­ნე­თის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა და ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა. გარ­და ამი­სა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი შვი­ლის აღ­ზრდის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი, რაც შემ­დეგ ერ­თვე­ბა - მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ არა­მა­ტე­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, არის ამის თან­მხლე­ბი.

ერთი წყვი­ლი მო­ვი­და ჩემ­თან, ძა­ლი­ან ადრე შექ­მნი­ლი ოჯა­ხი. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გეს. მარ­თა­ლია გან­ვი­თარ­დნენ, თუმ­ცა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი უკვე და­კარ­გუ­ლი ჰქონ­დათ. რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი იკარ­გე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­სა­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბა­ბი, თუნ­დაც სახ­ლში პრო­დუქ­ტე­ბის არ­მი­ტა­ნა ან არ­და­ლა­გე­ბა, ხდე­ბა ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი. რო­დე­საც წყვილს აქვს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და აქვთ ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა გა­და­უ­ლა­ხავთ მათ შო­რის, ღა­ლა­ტიც კი. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც წყვილ­მა ვერ გა­და­ლა­ხა. ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ და­კარ­გოს" - გა­ნა­ცხა­და გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის დან­გრე­ვის ერთ-ერთ ფაქ­ტო­რად ფსი­ქო­ლო­გი ლიკა თუ­შიშ­ვი­ლი არას­წორ არ­ჩე­ვანს ასა­ხე­ლებს.

"გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი ბევ­რი ფაქ­ტო­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში - ეს არის ის, რომ მე­უღ­ლე­ებს ერ­თმა­ნე­თის არ ეს­მით, ვერ უგე­ბენ და არც ცდი­ლო­ბენ რომ გა­უ­გონ და რო­მე­ლი­მე მხა­რე დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს. პი­როვ­ნუ­ლა­დაც არ იც­ნო­ბენ ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, არ აქვთ ამის დრო, ყვე­ლა თა­ვი­სი რუ­ტი­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. საქ­მე­ებ­ზე არი­ან გა­დარ­თუ­ლე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, სიღ­რმი­სე­უ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი კონ­ტაქ­ტის­თვის დრო არ რჩე­ბათ.

ასე­ვე ყვე­ლა­ზე ხში­რია არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი. ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს. მე­უღ­ლე­ებს შო­რის შე­უ­სა­ბა­მო­ბა არის გან­ქორ­წი­ნე­ბის ხში­რი ფაქ­ტო­რი. ბავ­შვებს სჭირ­დე­ბათ ჯან­სა­ღი ველი და სი­ტუ­ა­ცია. კონ­ფლიქ­ტე­ბი ძა­ლი­ან ცუდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვებ­ზე. ყვე­ლა­ზე კარ­გია, რომ მა­ნამ­დე გა­იც­ნონ ერ­თმა­ნე­თი და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რონ ერ­თმა­ნეთ­თან", - უთხრა AMBEBI.GE-ს თუ­შიშ­ვილ­მა.

ავტორი:

მიზეზები, რის გამოც საქართველოში ოჯახები ინგრევა - "როცა წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი აქვს, ღალატიც გადაულახავთ"

მიზეზები, რის გამოც საქართველოში ოჯახები ინგრევა - "როცა წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი აქვს, ღალატიც გადაულახავთ"

განქორწინებების რიცხვმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია - ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და რეალურად მის უკან, შესაძლოა, ათასობით დანგრეული ოჯახი იყოს, რომლის აღრიცხვაც ოფიციალურ ქორწინებაში არყოფნის გამო არ ხდება.

ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს განქორწინების 10 222 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2013 წელს ეს რიცხვი 8 039 იყო. რაც შეეხება ქორწინებას, ბოლო 5 წლის მონაცემებით, ყველაზე ცოტა წყვილი 2017 წელს დაქორწინდა - 23 684. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელს ყველაზე მაღალი იყო - მაშინ 34 693 წყვილმა დაარეგისტრირა ქორწინება.

აღსანიშნავია, რომ განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი მოდის.

ჩვენ დავინტერესდით, რა შეიძლება იყოს გახშირებული განქორწინებების მიზეზი და კითხვებით დემოგრაფსა და ფსიქოლოგებს მივმართეთ.

"განქორწინების სტატისტიკა ნამდვილად მზარდია. თუ ადრე ყოველ 49 ქორწინებაზე 1 განქორწინება მოდიოდა, ახლა უკვე 2 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. მაგალითად, თბილისში ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. ეს არის ძალიან ცუდი, ეს მოქმედებს ადამიანებზე და პლიუს დემოგრაფიაზე. ამის მიზეზი კი ძალიან ბევრია - ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით" - უთხრა AMBEBI.GE-ს დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ.

ოჯახის დანგრევის მთავარ მიზეზად ფსიქოლოგები ადამიანური ურთიერთობების გაუფასურებას და წინა პლანზე მატერიალური საკითხების წამოწევას ასახელებენ. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამასთან დაკავშირებით, კონკრეტულ შემთხვევებსაც იხსენებს, რომელიც მის პრაქტიკაში მრავლად არის.

„ოჯახში პირველ რიგში არის ურთიერთობის პრობლემა და ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა. მაგალითად, გოგო და ბიჭი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, კარგი მეგობრები იყვნენ, შემდეგ ჩააბარეს უნივერსიტეტში და ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ, უნივერსიტეტის დასრულებამდე იყვნენ მეგობრები. შემდეგ მოუწიათ სხვადასხვა სამსახურში მუშაობა. ეს ურთიერთობა სივრცის თვალსაზრისით განცალკევდა. იგრძნეს გარკვეული მონატრება, სიახლოვის მეტი სურვილი ჰქონდათ და ამიტომ ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს. ოჯახური ურთიერთობები სულ სხვა ტიპის ურთიერთობებია, რასაც ხშირად ვერ აცნობიერებენ. შემდეგ ჩნდება კონფლიქტებიც...

მოვიდნენ ჩემთან და აღმოჩნდა, რომ მათ საკომუნიკაციო ენა არ ჰქონდათ. არ იცოდნენ დალაპარაკება - როგორ გამოეხატათ თავიანთი განცდა. მაგალითად, სისტემატიურად ეუბნებოდა ცოლი, რატომ აგვიანებს და სად არის?! კაცი კი ისეთ სამსახურში იყო, რომ მოითხოვდა დამატებით ყოფნას, როცა ცოლი ურეკავდა, ქმარი ბრაზდებოდა. როდესაც საქმეში ჩართული ხარ და სისტემატიურად გირეკავს ტელეფონი, თავისთავად ცხადია, ეს დისკომფორტს გიქმნის. ამიტომ კაცი საყვედურობდა, ხშირ-ხშირად მირეკავო. რატომ დაგაგვიანდა, დღესაც დაგაგვიანდება? არ აპირებ სახლში მოსვლას? აი როგორი საუბრები მიმდინარეობს წყვილს შორის, არადა ამ დროს სრულიად საკმარისია ქმარმა წყნარად უთხრას.

კიდევ ერთი მაგალითი - ცოლ-ქმარს შორის მოხდა უთანხმოება. ქმარმა ცოლს მიუტანა ფილმის ბილეთები და უთხრა, დღეს კინოში წავიდეთო, ცოლი კი ეუბნება, კი მაგრამ ეს სახლი ურემონტოდ როდემდე უნდა იყოს?! ამ დროს ურთიერთობა შედის ჩიხში. ქმარს შეუძლია ჩიხი გააღრმავოს ან პირიქით. თუ ქმარი ეტყვის, რომ - აი, რა უმადური ხარ, ეს გავაკეთე და შენ რეებს მელაპარაკები - ურთიერთობა ჩიხში შევა, ხოლო თუ ქმარი ეტყვის, რომ შენ როგორი ყურადღებიანი ხარ და როგორი ოჯახის ქალი ხარ, სულ რომ გახსოვს ეს სახლი სარემონტოა, ამით დამთავრდება ყველაფერი.

ამ ყველაფრის მაგალითზე გეუბნებით, რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ლაპარაკი. იმ სიტყვებში, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვამთ, აზროვნების მიერ ფორმულირებული აზრი დევს, მაგრამ ქვეტექსტი ინტონაციაში, წინადადების წყობაში დევს. ჩვენ არ ვიცით ლაპარაკი, შინაგანი განწყობილებით ვესაუბრებით და ვერ ხვდებიან ადამიანები, თავიანთი ჩვეულებრივი ლაპარაკით რას გადმოგცემენ“, - გვითხრა ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ.

ფსიქოლოგ ლელა გაფრინდაშვილის თქმით კი, ოჯახის დანგრევის ძირითადი საფუძველი ადრეული ქორწინებაა. მისი თქმით, წლების შემდეგ წყვილი ერთმანეთის მიმართ ინტერესს კარგავს, შემდეგ კი იკარგება ერთმანეთის პატივისცემაც.

"ოჯახის დანგრევის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ წყვილი არ არის მზად თანაცხოვრებისთვის და ფსიქოლოგიურად არ არიან მზად ოჯახის პასუხისმგებლობის ასაღებად. უჭირთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა და ერთმანეთის პატივისცემა. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ აქვთ გააზრებული შვილის აღზრდის პასუხისმგებლობა. ყველაფერი კი, რაც შემდეგ ერთვება - მატერიალური თუ არამატერიული პრობლემები, არის ამის თანმხლები.

ერთი წყვილი მოვიდა ჩემთან, ძალიან ადრე შექმნილი ოჯახი. რამდენიმე წლის შემდეგ, ერთმანეთის მიმართ ინტერესი დაკარგეს. მართალია განვითარდნენ, თუმცა საერთო ინტერესი უკვე დაკარგული ჰქონდათ. როდესაც ერთმანეთის მიმართ ინტერესი იკარგება, ეს ყველაფერი აისახება ურთიერთობაზე და ნებისმიერი საბაბი, თუნდაც სახლში პროდუქტების არმიტანა ან არდალაგება, ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი. როდესაც წყვილს აქვს ერთმანეთის მიმართ ინტერესი და აქვთ ოჯახის გადარჩენის სურვილი, ყველანაირი პრობლემა გადაულახავთ მათ შორის, ღალატიც კი. ამ შემთხვევაში არ არსებობს პრობლემა, რომელიც წყვილმა ვერ გადალახა. ამიტომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა ერთმანეთის მიმართ ინტერესი არ დაკარგოს" - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

საქართველოში ოჯახის დანგრევის ერთ-ერთ ფაქტორად ფსიქოლოგი ლიკა თუშიშვილი არასწორ არჩევანს ასახელებს.

"განქორწინებები ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, პირველ რიგში - ეს არის ის, რომ მეუღლეებს ერთმანეთის არ ესმით, ვერ უგებენ და არც ცდილობენ რომ გაუგონ და რომელიმე მხარე დათმობაზე წავიდეს. პიროვნულადაც არ იცნობენ ისე, როგორც საჭიროა, არ აქვთ ამის დრო, ყველა თავისი რუტინული ცხოვრებით არის დაკავებული. საქმეებზე არიან გადართულები და ურთიერთობისთვის, სიღრმისეული, ჭეშმარიტი კონტაქტისთვის დრო არ რჩებათ.

ასევე ყველაზე ხშირია არასწორი არჩევანი. ოჯახის შექმნის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს. მეუღლეებს შორის შეუსაბამობა არის განქორწინების ხშირი ფაქტორი. ბავშვებს სჭირდებათ ჯანსაღი ველი და სიტუაცია. კონფლიქტები ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ბავშვებზე. ყველაზე კარგია, რომ მანამდე გაიცნონ ერთმანეთი და რაც შეიძლება მეტი კონტაქტი დაამყარონ ერთმანეთთან", - უთხრა AMBEBI.GE-ს თუშიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ