პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ აბაზოვი - მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში
თემურ აბაზოვი - მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მარ­ნე­უ­ლის ყო­ფი­ლი მე­რის, თე­მურ აბა­ზო­ვის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­და­ხედ­ვა­ზე სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვს. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა კი წი­ნა­სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ვა­დის 20 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძე­ლე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ვადა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვით, 6 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­აგ­რძე­ლა.

სხდო­მას ეს­წრე­ბა თა­ვად თე­მურ აბა­ზო­ვიც, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც, პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მისი და­კა­ვე­ბა არას­წო­რი ნა­ბი­ჯი იყო, ის კრი­მი­ნა­ლი არ არის და მისი და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და.

"დროს წე­ლა­ვენ. ვინ უნ­დათ, რომ და­მა­ტე­ბით იპო­ვონ?! რა­ტომ წე­ლა­ვენ დროს?! იგი­ვე მეს­მის, რაც ორი თვის წინ. მე არ ვარ კრი­მი­ნა­ლი, რომ ამ­დე­ნი ხანი ვიჯ­დე ცი­ხე­ში. ორი თვის მერე ბა­ტო­ნი პრო­კუ­რო­რი ხელ­ცა­რი­ე­ლი მეჯ­დე­ბა წინ. ორი თვის წინ ჩვენ დაგ­ვცი­ნოდ­ნენ პრო­კუ­რო­რე­ბი, ად­ვო­კა­ტებ­საც, მაგ­რამ დღეს ხელ­ცა­რი­ე­ლი ზის. და­მა­ტე­ბი­თი ორი თვე რის­თვის უნდა ვიჯ­დე?! არას­წო­რი ნა­ბი­ჯი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან. უცებ აი­ტა­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ამ, მე­ლია-სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო, ამას და­ერ­თო აქ­ცი­ე­ბი. ვი­ნა­ი­დან ივა­ნიშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ვი­ყა­ვი, და­რე­კეს ზე­მო­დან, ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ. ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­მა­კა­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თე­მურ აბა­ზოვ­მა.

მარ­ნე­უ­ლის მერი თე­მურ აბა­ზო­ვი 13 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მისი და­კა­ვე­ბა მარ­ნე­უ­ლის მკვიდ­რის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

თემურ აბაზოვი - მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში

თემურ აბაზოვი - მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვს. სახელმწიფო ბრალდება კი წინასაგამოძიებო ვადის გაგრძელებას შუამდგომლობს. პროკურატურა ვადის 20 სექტემბრამდე გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ვადა დაახლოებით ერთი თვით, 6 სექტემბრამდე გააგრძელა.

სხდომას ესწრება თავად თემურ აბაზოვიც, რომლის განცხადებითაც, პროკურატურის მხრიდან მისი დაკავება არასწორი ნაბიჯი იყო, ის კრიმინალი არ არის და მისი დაკავება მხოლოდ ტელევიზიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

"დროს წელავენ. ვინ უნდათ, რომ დამატებით იპოვონ?! რატომ წელავენ დროს?! იგივე მესმის, რაც ორი თვის წინ. მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში. ორი თვის მერე ბატონი პროკურორი ხელცარიელი მეჯდება წინ. ორი თვის წინ ჩვენ დაგვცინოდნენ პროკურორები, ადვოკატებსაც, მაგრამ დღეს ხელცარიელი ზის. დამატებითი ორი თვე რისთვის უნდა ვიჯდე?! არასწორი ნაბიჯი იყო პროკურატურის მხრიდან. უცებ აიტაცა ტელევიზიამ, მელია-სააკაშვილი ჩაერთო, ამას დაერთო აქციები. ვინაიდან ივანიშვილის ახლობელი ვიყავი, დარეკეს ზემოდან, ქვეყნის პირველ პირებს ვგულისხმობ, რომლებიც შემდეგ წავიდნენ. ტელევიზიის ინფორმაციის საფუძველზე დამაკავეს“, - განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას თემურ აბაზოვმა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს ახალი ბრალი პოლიციელებზე თავდასხმისთვის წარედგინა

"დაზარალებული ამბობს, რომ ეს იყო ლუდი...ის ჩემზე განაწყენებული იყო და კადრები დადგა" - თემურ აბაზოვი

25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის