პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს - მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა ჩვენი ავტომობილი...
საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს - მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა ჩვენი ავტომობილი...

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ჭუ­ბერ­სა და ხა­იშ­ში სპეც­რაზ­მის მო­ბი­ლი­ზე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გზა გა­და­კე­ტა, ქვე­ბით და ხელ­ჯო­ხე­ბით და­ა­ზი­ა­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი და საფრ­თხე შე­უქ­მნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას.

ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა გი­ორ­გი ელ­გან­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

„სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად ატა­რე­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ხე-ტყის უკა­ნო­ნო მომ­პო­ვე­ბელ­თა, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხის მა­სა­ლის რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა და კა­ნონ­დარ­ღვე­ვით მოქ­მე­დი ხის სა­ხერ­ხი სა­ამ­ქრო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა-მხი­ლე­ბის მიზ­ნით. ბოლო პე­რი­ოდ­ში, გა­ი­ზარ­და ხე-ტყის უკა­ნო­ნოდ ჭრის შემ­თხვე­ვე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და. ა.წ 26 ივ­ლი­სი­დან, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყო იმე­რე­თის, აჭა­რის, კა­ხე­თის, გუ­რი­ის, რაჭა-ლე­ჩხუ­მის და ქვე­მო სვა­ნე­თის, შიდა ქარ­თლის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნებ­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ხე-მა­სა­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და რე­ა­ლი­ზა­ტო­რი სა­წარ­მო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა, ასე­ვე, რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე მოქ­მე­დი ხის სა­ხერ­ხი სა­ამ­ქრო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ანა­ლო­გი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო სოფ­ლებ­ში: ჭუ­ბერ­სა და ხა­იშ­ში, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა, რის გა­მოც, ხსე­ნე­ბულ სოფ­ლებ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ჭი­რო გახ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რომ­ლის კა­ნო­ნით და­კის­რე­ბუ­ლი უშუ­ა­ლო ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბაა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ სო­ფელ ჭუ­ბე­რი­სა და ხა­ი­შის ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გზა გა­და­კე­ტა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ხელ­შეშ­ლის მიზ­ნით, ქვე­ბით და ხელ­ჯო­ხე­ბით და­ა­ზი­ა­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი და საფრ­თხე შე­უქ­მნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ელ­გან­დაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბა ხე-ტყის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ 39 სა­წარ­მო­ში, ასე­ვე, და­მა­ტე­ბით გა­მოვ­ლე­ნილ იქნა რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე მოქ­მე­დი ხის სა­ხერ­ხი 20 სა­ამ­ქრო. ამო­ღე­ბუ­ლია ათე­უ­ლო­ბით კუ­ბუ­რი მეტ­რი ხის მა­სა­ლა. ამას­თან, ხე-ტყის მა­სა­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, ქა­ლა­ქებ­ში თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე ბაზ­რო­ბებ­ზე ხე-ტყით მო­ვაჭ­რე 150-ზე მეტ ობი­ექ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 210-ე, 192-ე, 287-ე პრი­მა და 303-ე მუხ­ლე­ბით.

„და ბო­ლოს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი კვლა­ვაც ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს გა­მო­ი­ყე­ნებს და შე­ას­რუ­ლებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და გა­მო­ავ­ლენს და აღ­კვეთს ხე-ტყის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებს. კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა ის პირი, ვინც ჩარ­თუ­ლია აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ან ხელს აფა­რებს ამ და­ნა­შა­ულს“, - დას­ძი­ნა გი­ორ­გი ელ­გან­დაშ­ვილ­მა.

სპეც­რაზ­მი ხა­იშ­ში დი­ლი­დან არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, არც და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­როს­მა ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ად­გილ­ზე შსს-ს და­ნა­ყო­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის­თვის ხდე­ბა.

„ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ახორ­ცი­ე­ლებს კა­ნო­ნი­ერ მოქ­მე­დე­ბებს, რო­მელ­საც ხელს უშ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი. სწო­რედ ამის გამო არის შსს-ს გარ­კვე­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი ად­გილ­ზე, რომ არ მოხ­დეს რა­ი­მე ექ­სცე­სი.

არა­ნა­ი­რი სპეც­რაზ­მი აქ დი­ლას არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ეს არის ცრუ ინ­ფორ­მა­ცია. არც და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ფე­რი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტროლს. გა­და­სუ­ლი ვართ მო­ლა­პა­რა­კე­ბის რე­ჟიმ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და ვთა­ვა­ზობთ, რომ ყვე­ლა უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ხე-ტყე გა­ვი­დეს ტე­რი­ტო­რი­ი­დან და ჩად­გეს პრო­ცე­სი კა­ლა­პოტ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუკი რა­ი­მე გა­დაც­დო­მა იყო რო­მე­ლი­მე მხრი­დან, გე­ნინ­სპექ­ცია მას­ზე მოკ­ვლე­ვას და­ი­წყებს და იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა.

„სახ­ლში არა­ვის შე­ვარ­დნი­ან. შე­ვიდ­ნენ უკა­ნო­ნოდ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბად სა­ხერ­ხებ­ში. უკა­ნო­ნოდ რო­მე­ლიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, იქ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­როს­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას, ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნაა, გა­იხ­სნას გზა და დამ­სვე­ნებ­ლებს ჰქონ­დეთ მი­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს - მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა ჩვენი ავტომობილი...

საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს - მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა ჩვენი ავტომობილი...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ელგანდაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით. ბოლო პერიოდში, გაიზარდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის შემთხვევები, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა. ა.წ 26 ივლისიდან, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რის გამოც, ხსენებულ სოფლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია-მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა გიორგი ელგანდაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე, დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ამასთან, ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე-ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

„და ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავაც ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და შეასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს და გამოავლენს და აღკვეთს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებს. კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ხელს აფარებს ამ დანაშაულს“, - დასძინა გიორგი ელგანდაშვილმა.

სპეცრაზმი ხაიშში დილიდან არ გამოჩენილა, არც დაშავებულები არიან, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ადგილზე შსს-ს დანაყოფების მობილიზება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის ხდება.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს კანონიერ მოქმედებებს, რომელსაც ხელს უშლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. სწორედ ამის გამო არის შსს-ს გარკვეული დანაყოფები ადგილზე, რომ არ მოხდეს რაიმე ექსცესი.

არანაირი სპეცრაზმი აქ დილას არ გამოჩენილა. ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც დაშავებულები არიან. ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს. გადასული ვართ მოლაპარაკების რეჟიმში მოსახლეობასთან და ვთავაზობთ, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გავიდეს ტერიტორიიდან და ჩადგეს პროცესი კალაპოტში“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი რაიმე გადაცდომა იყო რომელიმე მხრიდან, გენინსპექცია მასზე მოკვლევას დაიწყებს და იქნება სათანადო რეაგირება.

„სახლში არავის შევარდნიან. შევიდნენ უკანონოდ ფუნქციონირებად სახერხებში. უკანონოდ რომელიც ფუნქციონირებს, იქ განხორციელდება კანონის შესაბამისი მოქმედებები“, - აღნიშნა შსს-ს გენინსპექციის უფროსმა.

რაც შეეხება ადგილობრივებთან მოლაპარაკებას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა, გაიხსნას გზა და დამსვენებლებს ჰქონდეთ მიმოსვლის საშუალება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები