საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემაშფოთებელი მონაცემები - 2 თვეში ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემაშფოთებელი მონაცემები - 2 თვეში ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სი­სა და ივ­ნი­სის თვე­ებ­ში სა­ვა­რა­უ­დო ინ­ფექ­ცი­უ­რი წარ­მო­შო­ბის დი­ა­რე­ის 2 463 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ლე­ვან ბა­ი­დოშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ინ­ფექ­ცი­უ­რი წარ­მო­შო­ბის დი­ა­რე­ის რი­ცხვი იზ­რდე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სი­სა და ივ­ნი­სის თვე­ებ­ში გა­სუ­ლი წლის ამა­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით დი­ა­რე­ის რი­ცხვი შემ­ცირ­და, თუმ­ცა არა მკვეთ­რად. კერ­ძოდ, 2018 წლის მა­ის­ში დი­ა­რე­ის 1005 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, როცა გა­სუ­ლი წლის ამა­ვე პე­რი­ოდ­ში 1083 შემ­თხვე­ვის აღ­რი­ცხვა მოხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ივ­ნი­სის თვეს, წელს 1179 შემ­თხვე­ვა აღი­რი­ცხა, ხოლო გა­სუ­ლი წლის ამა­ვე პე­რი­ოდ­ში 1284.

რო­გორც ლე­ვან ბა­ი­დოშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დი­ა­რე­ის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა, ოქ­ტომ­ბრი­დან კი შემ­ცი­რე­ბა.

„ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში შვე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არ­და­გე­გე­ბის, და­სას­ვე­ნებ­ლად გას­ვლი­სა და მგზავ­რო­ბე­ბის გამო, რო­გორც წესი, დი­ა­რე­ის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ვა­რა­უ­დო საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი წარ­მო­შო­ბის დი­ა­რე­ის და­ახ­ლო­ე­ბით 18 000-მდე შემ­თხვე­ვა გვაქვს და და­ახ­ლო­ე­ბით 8000 ან 9000 გა­ზა­ფხულ-ზა­ფხუ­ლის 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ 8 000 შემ­თხვე­ვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 60-65% 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი არი­ან, რაც ნორ­მა­ლუ­რია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბავ­შვე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში ეზო­ში ძა­ლი­ან ბევ­რს თა­მა­შო­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლე­ბი­თაც ხში­რად მი­ირ­თმე­ვენ გა­უ­რე­ცხავ ხილ­სა და ბოსტნე­ულს. წელ­საც იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა, იქ­ნე­ბა, რაც შარ­შან იყო, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს კლი­მა­ტუ­რი გა­რე­მო და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის სწო­რედ ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რდე­ბა დი­ა­რე­ის შემ­თხვე­ვე­ბი სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­ში და ეს ძი­რი­თა­დად არის შა­ვი­ზღვის­პი­რა სა­კუ­რორ­ტო ზონა,“ - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ბა­დოშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მწე­რე­ბის მიერ გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სა­კითხს, ლე­ვან ბა­ი­დოშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა რო­გორც წესი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფლე­ბო­ტო­მუ­სის მწე­რის მიერ ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის გა­და­ტა­ნის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

„ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა ისე­თი მწე­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რო­მელ­თაც ლე­იშ­მა­ნი­ო­ზი გა­და­აქვთ, თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზა­ფხულ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და და­ინ­ვა­ზი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და­ახ­ლო­ე­ბით სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან - ოქ­ტომ­ბრის თვი­დან ვე­ლო­დე­ბით. კო­ღო­ე­ბის­გან გა­და­ტა­ნი­ლი მა­ლა­რია ან ფლე­ბო­ტო­მუ­სე­ბი­დან გა­ტა­ნი­ლი ლე­იშ­მა­ნი­ო­ზი ამ ეტაპ­ზე, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე, და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე პა­ცი­ენ­ტი გვი­ან შე­მოდ­გო­მით ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა, იმი­ტომ რომ წლე­ბის დი­ნა­მი­კა და­ახ­ლო­ე­ბით ასე გვიჩ­ვე­ნებს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ლე­ვან ბა­ი­დოშ­ვილ­მა ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ 2013 წლი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ლა­რი­ის შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემაშფოთებელი მონაცემები - 2 თვეში ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემაშფოთებელი მონაცემები - 2 თვეში ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის თვეებში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამმართველოს უფროსი, ლევან ბაიდოშვილი განმარტავს, ზაფხულის სეზონზე ინფექციური წარმოშობის დიარეის რიცხვი იზრდება. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის თვეებში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დიარეის რიცხვი შემცირდა, თუმცა არა მკვეთრად. კერძოდ, 2018 წლის მაისში დიარეის 1005 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 1083 შემთხვევის აღრიცხვა მოხდა. რაც შეეხება ივნისის თვეს, წელს 1179 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 1284.

როგორც ლევან ბაიდოშვილი აღნიშნავს, ივლისსა და აგვისტოში მოსალოდნელია დიარეის შემთხვევების ზრდა, ოქტომბრიდან კი შემცირება.

„ზაფხულის პერიოდში შვებულებებისა და არდაგეგების, დასასვენებლად გასვლისა და მგზავრობების გამო, როგორც წესი, დიარეის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. როგორც ისტორიული მონაცემები გვიჩვენებს, ყოველწლიურად სავარაუდო საკვებისმიერი ინფექციური წარმოშობის დიარეის დაახლოებით 18 000-მდე შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 8000 ან 9000 გაზაფხულ-ზაფხულის 4 თვის განმავლობაში აღინიშნება. ამ 8 000 შემთხვევაში დაახლოებით 60-65% 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, რაც ნორმალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ამ პერიოდში ეზოში ძალიან ბევრს თამაშობენ და შესაბამისად, დაუბანელი ხელებითაც ხშირად მიირთმევენ გაურეცხავ ხილსა და ბოსტნეულს. წელსაც იგივე ვითარებაა, იქნება, რაც შარშან იყო, რადგან საქართველოს კლიმატური გარემო და გეოგრაფიული მდებარეობა ამ დაავადებების სწორედ ზაფხულის განმავლობაში გავრცელებას განაპირობებს. განსაკუთრებით იზრდება დიარეის შემთხვევები საკურორტო ზონებში და ეს ძირითადად არის შავიზღვისპირა საკურორტო ზონა,“ - აღნიშნა ლევან ბადოშვილმა.

რაც შეეხება მწერების მიერ გადატანილი ინფექციების საკითხს, ლევან ბაიდოშვილის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ასეთი დაავადება არ დაფიქსირებულა, თუმცა როგორც წესი, საქართველოში ფლებოტომუსის მწერის მიერ ლეიშმანიოზის გადატანის საფრთხე არსებობს.

„ზაფხულის პერიოდში აღინიშნება ისეთი მწერების გააქტიურება, რომელთაც ლეიშმანიოზი გადააქვთ, თუმცა დაავადებისთვის დამახასიათებელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდიდან გამომდინარე, ზაფხულში დაინფიცირებული და დაინვაზირებული პაციენტების გამოვლენას დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან - ოქტომბრის თვიდან ველოდებით. კოღოებისგან გადატანილი მალარია ან ფლებოტომუსებიდან გატანილი ლეიშმანიოზი ამ ეტაპზე, ზაფხულის პერიოდში ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში რამდენიმე, დაახლოებით 10-მდე პაციენტი გვიან შემოდგომით ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლინდება, იმიტომ რომ წლების დინამიკა დაახლოებით ასე გვიჩვენებს“, - აღნიშნა მან.

ლევან ბაიდოშვილმა ასევე განმარტა, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველოში მალარიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი