მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია..." - ვის ადებს ხელს აფგან მუხთარლი?
"ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია..." - ვის ადებს ხელს აფგან მუხთარლი?

ჩემს გა­ტა­ცე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია, სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის და ლა­გო­დე­ხის სა­ბა­ჟო-გამ­ტა­რი პუნ­ქტის უფ­რო­სი, რად­გან ჩემი გა­ტა­ცე­ბის შემ­დეგ ლა­გო­დე­ხის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის გავ­ლის შემ­დეგ ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მა­ბა­რეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს, - ამის შე­სა­ხებ აფგან მუხ­თარ­ლის მიერ და­წე­რილ ჩვე­ნე­ბა­შია სა­უ­ბა­რი. დაც­ვის მხა­რემ აფგან მუხ­თარ­ლის ჩვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცა.

ჩვე­ნე­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს 2017 წლის 29 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებს, რო­დე­საც ის სა­კუ­თარ სახ­ლთან გა­უ­ჩი­ნარ­და. აფგან მუხ­თარ­ლი ამ­ბობს, რომ მომ­ხდარს სა­კუ­თარ ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებს. მი­სი­ვე თქმით, მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­დამ თვალს ადევ­ნებ­დნენ.

რო­გორც აფგან მუხ­თარ­ლი ამ­ბობს, რომ „გა­ტა­ცე­ბის დროს რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მო­იც­ვა­ლეს“.

„მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩერ­და თბი­ლი­სის ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის წინ მდე­ბა­რე ბა­ღის წინ. ბა­ღის უკა­ნა ქუ­ჩი­დან გა­და­ვე­დი ნი­აღ­ვრის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მე ვცხოვ­რობ. გზის მარ­ჯვე­ნა მხა­რე­ზე მდე­ბა­რე ეზოს შე­სას­ვლელ კა­რებ­თან გა­ჩერ­და „ოპე­ლის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი. უკ­ნი­დან ორი პირი თავს და­მეს­ხა. მძღო­ლიც მათ ეხ­მა­რე­ბო­და და მცემ­დნენ. მათ ეც­ვათ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა. ძა­ლით ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში, რის შემ­დე­გაც ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­მოთ ჩა­ვი­და და მარ­ცხნივ შებ­რუნ­და. მან­ქა­ნა­ში მცე­მეს. უმე­ტე­სად თა­ვის არე­ში, ჯერ მარ­ჯვე­ნა, შემ­დეგ მარ­ცხე­ნა ხელი შე­მიკ­რეს პლას­ტი­კუ­რი ხა­მუ­თით. მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ხა­მუ­თე­ბი მე­სა­მე ხა­მუ­თით შეკ­რეს. ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც და­მა­კა­ვეს, ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რობ­დნენ. შემ­დეგ თავი და­მახ­რე­ვი­ნეს და სა­ვარ­ძლის უკა­ნა მხა­რეს ჩამ­სვეს. მან­ქა­ნა ამოძ­რავ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 5 წუ­თის შემ­დეგ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მი­ვე­დით. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის­კენ წა­ვე­დით. შემ­დეგ გა­ვი­ა­რეთ მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი „ავ­ლა­ბა­რი“ და „300 არაგ­ვე­ლი“, გა­ვე­დით აე­რო­პორ­ტის გზატ­კე­ცილ­ზე. აე­რო­პორ­ტის­კენ თავ­ზე ტო­მა­რა ჩა­მო­მაც­ვეს. ტომ­რის ნახ­ვრე­ტი­დან გზას ვხე­დავ­დი. მან­ქა­ნა სა­გა­რე­ჯოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­და. მინ­და აღ­ვნიშ­ნო რომ ლა­გო­დეხ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას იგი­ვე გზა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვი­ა­რე. და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხევ­რის შემ­დეგ მან­ქა­ნა გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს შებ­რუნ­და. 500-600 მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ მან­ქა­ნა გა­ჩერ­და. ჩა­მომ­სვეს მან­ქა­ნი­დან და ტო­მა­რა მომხსნეს თა­ვი­დან. ვიმ­ყო­ფე­ბო­დი იმ ად­გი­ლას, სა­დაც სა­გა­რე­ჯოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­ე­ბი, თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი სა­თე­სი ფარ­თე­ბი იყო. იმ ად­გი­ლას თვა­ლე­ბი მა­ი­სუ­რით და­მი­ფა­რეს, მა­ი­სუ­რი სკო­ჩით, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა თვა­ლე­ბის ქვეშ სვე­ლი ტა­ლა­ხი წა­მის­ვა. შემ­დეგ ისევ მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს. და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თის შემ­დეგ სხვა მან­ქა­ნა­ში გა­დამ­სვეს. მაგ­რამ ჩემს გვერ­დით მსხდო­მი პი­რე­ბი არ შეც­ვლი­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის შემ­დეგ მან­ქა­ნა გა­ჩერ­და. ჩა­მომ­სვეს მან­ქა­ნი­დან და სხვა მან­ქა­ნა­ში გა­დამ­სვეს. მინ­და აღ­ვნიშ­ნო რომ ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მი­ტა­ცეს ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. ტე­ლე­ფო­ნით ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­დნენ. უკა­ნას­კნელ მან­ქა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად სა­უბ­რობ­დნენ.

მცი­რე მან­ძი­ლის გავ­ლეს შემ­დეგ მან­ქა­ნა გა­ჩერ­და. ვი­ღა­ცამ მო­ი­თხო­ვა კა­რე­ბის გახ­სნა და მან­ქა­ნა­ში ჩა­ხედ­ვა. იმ პირ­მა, რო­მელ­მაც წა­მიყ­ვა­ნა ასე თქვა - ალი, მოდი ნახე. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ მან­ქა­ნი­დან ჩა­მომ­სვეს. ერთ შე­ნო­ბა­ში წა­მიყ­ვა­ნეს. რო­დე­საც თვა­ლე­ბი გა­მისხნეს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის სა­გუ­შა­გო­ში. ერთ-ერთი მათ­გა­ნი რო­მელ­მაც მო­მიყ­ვა­ნა იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ელ­ჩინ გუ­ლი­ე­ვის თა­ნა­შემ­წე აზერ ში­რი­ნო­ვი, მე­ო­რე კი ჯე­იჰუნ გუ­ლა­მო­ვი“, - წერს აფგან მუხ­თარ­ლი სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი თბი­ლის­ში გა­სუ­ლი წლის 29 მა­ისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში იმ­ყო­ფე­ბა. აფგან მუხ­თარ­ლის ბრა­ლი სამი მუხ­ლით - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის, კონ­ტრა­ბან­დის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ან ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლე­ბით ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

2018 წლის 12 იან­ვარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ აფგან მუხ­თარ­ლის 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია..." - ვის ადებს ხელს აფგან მუხთარლი?

"ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია..." - ვის ადებს ხელს აფგან მუხთარლი?

ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობა, კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხის საბაჟო-გამტარი პუნქტის უფროსი, რადგან ჩემი გატაცების შემდეგ ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტის გავლის შემდეგ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩამაბარეს აზერბაიჯანულ მხარეს, - ამის შესახებ აფგან მუხთარლის მიერ დაწერილ ჩვენებაშია საუბარი. დაცვის მხარემ აფგან მუხთარლის ჩვენება საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა.

ჩვენებაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დეტალურად იხსენებს 2017 წლის 29 მაისის მოვლენებს, როდესაც ის საკუთარ სახლთან გაუჩინარდა. აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მომხდარს საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, მას აზერბაიჯანის და საქართველოს უშიშროების თანამშრომლები მუდამ თვალს ადევნებდნენ.

როგორც აფგან მუხთარლი ამბობს, რომ „გატაცების დროს რამდენიმე ავტომობილი გამოიცვალეს“.

„მიკროავტობუსი გაჩერდა თბილისის ფუნიკულიორის წინ მდებარე ბაღის წინ. ბაღის უკანა ქუჩიდან გადავედი ნიაღვრის ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ. გზის მარჯვენა მხარეზე მდებარე ეზოს შესასვლელ კარებთან გაჩერდა „ოპელის“ მარკის ავტომობილი. უკნიდან ორი პირი თავს დამესხა. მძღოლიც მათ ეხმარებოდა და მცემდნენ. მათ ეცვათ კრიმინალური პოლიციის სპეციალური ფორმა. ძალით ჩამსვეს მანქანაში, რის შემდეგაც ავტომანქანა ქვემოთ ჩავიდა და მარცხნივ შებრუნდა. მანქანაში მცემეს. უმეტესად თავის არეში, ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ხელი შემიკრეს პლასტიკური ხამუთით. მარჯვენა და მარცხენა ხელზე არსებული ხამუთები მესამე ხამუთით შეკრეს. ის პირები, რომლებმაც დამაკავეს, ტელეფონით საუბრობდნენ. შემდეგ თავი დამახრევინეს და სავარძლის უკანა მხარეს ჩამსვეს. მანქანა ამოძრავდა, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მივედით. თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ წავედით. შემდეგ გავიარეთ მეტროსადგურები „ავლაბარი“ და „300 არაგველი“, გავედით აეროპორტის გზატკეცილზე. აეროპორტისკენ თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ტომრის ნახვრეტიდან გზას ვხედავდი. მანქანა საგარეჯოს მიმართულებით მოძრაობდა. მინდა აღვნიშნო რომ ლაგოდეხში მოგზაურობისას იგივე გზა რამდენჯერმე გავიარე. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მანქანა გზის მარცხენა მხარეს შებრუნდა. 500-600 მეტრის გავლის შემდეგ მანქანა გაჩერდა. ჩამომსვეს მანქანიდან და ტომარა მომხსნეს თავიდან. ვიმყოფებოდი იმ ადგილას, სადაც საგარეჯოს მიმართულებით ხეები, თბილისის მიმართულებით კი სათესი ფართები იყო. იმ ადგილას თვალები მაისურით დამიფარეს, მაისური სკოჩით, ერთ-ერთმა მათგანმა თვალების ქვეშ სველი ტალახი წამისვა. შემდეგ ისევ მანქანაში ჩამსვეს. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ სხვა მანქანაში გადამსვეს. მაგრამ ჩემს გვერდით მსხდომი პირები არ შეცვლილა. დაახლოებით 2 საათის შემდეგ მანქანა გაჩერდა. ჩამომსვეს მანქანიდან და სხვა მანქანაში გადამსვეს. მინდა აღვნიშნო რომ ის პირები, რომლებმაც საქართველოში გამიტაცეს ქართველები იყვნენ. ტელეფონით ქართულად საუბრობდნენ. უკანასკნელ მანქანაში არსებული პირები კი აზერბაიჯანულად საუბრობდნენ.

მცირე მანძილის გავლეს შემდეგ მანქანა გაჩერდა. ვიღაცამ მოითხოვა კარების გახსნა და მანქანაში ჩახედვა. იმ პირმა, რომელმაც წამიყვანა ასე თქვა - ალი, მოდი ნახე. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მანქანიდან ჩამომსვეს. ერთ შენობაში წამიყვანეს. როდესაც თვალები გამისხნეს ვიმყოფებოდი აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის საგუშაგოში. ერთ-ერთი მათგანი რომელმაც მომიყვანა იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევის თანაშემწე აზერ შირინოვი, მეორე კი ჯეიჰუნ გულამოვი“, - წერს აფგან მუხთარლი საკუთარ ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რას წერს ილჰამ ალიევი "ფეისბუქზე" ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ?

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "აქტუალური თემა"