სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედი სტუდენტი გოგონა, რომელმაც ავღანელი მამაკაცი "ჯოჯოხეთში" დეპორტაციას გადაარჩინა
შვედი სტუდენტი გოგონა, რომელმაც ავღანელი მამაკაცი "ჯოჯოხეთში" დეპორტაციას გადაარჩინა

ელინ ერ­სო­ნი 21 წლი­საა, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კია და 50 წლის მა­მა­კა­ცი შვე­დე­თი­დან "ჯო­ჯო­ხეთ­ში" დე­პორ­ტი­რე­ბის­გან გა­და­არ­ჩი­ნა.

"იმე­დი მაქვს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­წყე­ბენ კი­თხვე­ბის დას­მას, თუ რო­გორ ექ­ცე­ვა მათი ქვე­ყა­ნა ლტოლ­ვი­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ელინ ერ­სონ­მა Guardian-თან სა­უბ­რი­სას, - "ჩვენ უნდა და­ვი­წყოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნახ­ვა, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა ჩვენ­მა სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კამ გა­ა­ნად­გუ­რა".

გე­ტე­ბორ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა, ელინ ერ­სონ­მა ორ­შა­ბათ დი­ლით თურ­ქეთ­ში გა­საფ­რე­ნად ბი­ლე­თე­ბი შე­ი­ძი­ნა, მას შემ­დეგ, რაც მან და კი­დევ ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა შე­ი­ტყვეს, რომ ამ თვითმფრი­ნა­ვით ახალ­გაზ­რდა ავ­ღა­ნე­ლი მა­მა­კა­ცის დე­პორ­ტი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი თურ­ქე­თის ორ­შა­ბა­თი დი­ლის რე­ის­ზე არ აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა თვითმფრი­ნავ­ში ასულ­მა ელინ­მა სხვა 50 წლის ავ­ღა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­საც ასე­ვე თა­ვის სამ­შობ­ლო­ში ადე­პორ­ტებ­დნენ.

თვითმფრი­ნავ­ში ას­ვლის­თა­ნა­ვე ერ­სონ­მა პირ­და­პი­რი ეთე­რი ჩარ­თო და გა­ნა­ცხა­და, რომ იქამ­დე არ და­ი­კა­ვებ­და თა­ვის ად­გილს, სა­ნამ ავ­ღა­ნელ მა­მა­კაცს თვითმფრი­ნა­ვი­დან არ ჩა­უშ­ვებ­დნენ. ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და და უკვე სამ­შა­ბა­თის­თვის მას 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა ჰქონ­და.

ვი­დე­ო­ზე კარ­გად ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­ვისტს, რომ­ლის პრო­ტეს­ტმაც და­ნარ­ჩე­ნი მგზავ­რე­ბის მხრი­დან რო­გორც თა­ნაგ­რძნო­ბა, ასე­ვე მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა, ძა­ლი­ან უჭირს გულ­გრი­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, - "მე არ მსურს, რომ ადა­მი­ა­ნი გა­მო­ე­თხო­ვოს თა­ვის სი­ცო­ცხლეს მხო­ლოდ იმის გამო, რომ რე­ი­სის გაც­დე­ნა არ გსურთ", - მი­მარ­თა მან მგზავ­რებს, - "იქამ­დე არ დავ­ჯდე­ბი, სა­ნამ ეს მა­მა­კა­ცი თვითმფრი­ნავს არ და­ტო­ვებს".

ბორტგამ­ცი­ლებ­ლის მრავ­ლო­ბით თხოვ­ნა­ზე, შე­ე­წყვი­ტა გა­და­ღე­ბა, ერ­სონ­მა უპა­სუ­ხა, რომ ის აკე­თებს იმას, რაც შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

"იქამ­დე სა­ნამ მგზავ­რი ფეხ­ზე დგას პი­ლოტს აფ­რე­ნა არ შე­უძ­ლია. ერ­თა­დერ­თი რაც მსურს, რომ ამ ადა­მი­ა­ნის დე­პორ­ტა­ცია შე­ვა­ჩე­რო, ამის შემ­დეგ თქვენს ნე­ბის­მი­ერ წესს და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად ლე­გა­ლუ­რია და და­ნა­შა­ულს არ ჩავ­დი­ვარ", - გან­მარ­ტა თა­ვი­სი პო­ზი­ცია ელინ ერ­სონ­მა და პრო­ტეს­ტის თა­ვი­სი ფორ­მის ერ­თგუ­ლი დარ­ჩა, გაბ­რა­ზე­ბულ მგზავრს, კი რო­მე­ლიც ინ­გლი­სე­ლი აღ­მოჩ­ნდა და რო­მელ­საც აქ­ტი­ვის­ტის­თვის ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვა სურ­და, ერ­სონ­მა კი­თხვით მი­მარ­თა: "რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე თუ შენი დრო? მე მინ­და, რომ ის თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­ვი­დეს, რად­გან ის ავ­ღა­ნეთ­ში უსაფრ­თხოდ არ იქ­ნე­ბა. მე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი იმ წე­სე­ბის შეც­ვლას ვცდი­ლობ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან არ მომ­წონს. სწო­რი არ არის ადა­მი­ა­ნე­ბი ჯო­ჯო­ხეთ­ში გაგ­ზავ­ნო". გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შვედი სტუდენტი გოგონა, რომელმაც ავღანელი მამაკაცი "ჯოჯოხეთში" დეპორტაციას გადაარჩინა

შვედი სტუდენტი გოგონა, რომელმაც ავღანელი მამაკაცი "ჯოჯოხეთში" დეპორტაციას გადაარჩინა

ელინ ერსონი 21 წლისაა, სოციალური მუშაკია და 50 წლის მამაკაცი შვედეთიდან "ჯოჯოხეთში" დეპორტირებისგან გადაარჩინა.

"იმედი მაქვს, რომ ადამიანები დაიწყებენ კითხვების დასმას, თუ როგორ ექცევა მათი ქვეყანა ლტოლვილებს", - განაცხადა ელინ ერსონმა Guardian-თან საუბრისას, - "ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ ადამიანების დანახვა, რომელთა ცხოვრება ჩვენმა საიმიგრაციო პოლიტიკამ გაანადგურა".

გეტებორგის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ელინ ერსონმა ორშაბათ დილით თურქეთში გასაფრენად ბილეთები შეიძინა, მას შემდეგ, რაც მან და კიდევ ერთმა აქტივისტმა შეიტყვეს, რომ ამ თვითმფრინავით ახალგაზრდა ავღანელი მამაკაცის დეპორტირებას განახორციელებდნენ. ის ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთის ორშაბათი დილის რეისზე არ აღმოჩნდა, თუმცა თვითმფრინავში ასულმა ელინმა სხვა 50 წლის ავღანელი მამაკაცი აღმოაჩინა, რომელსაც ასევე თავის სამშობლოში ადეპორტებდნენ.

თვითმფრინავში ასვლისთანავე ერსონმა პირდაპირი ეთერი ჩართო და განაცხადა, რომ იქამდე არ დაიკავებდა თავის ადგილს, სანამ ავღანელ მამაკაცს თვითმფრინავიდან არ ჩაუშვებდნენ. ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და უკვე სამშაბათისთვის მას 4 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა აქტივისტს, რომლის პროტესტმაც დანარჩენი მგზავრების მხრიდან როგორც თანაგრძნობა, ასევე მტრული დამოკიდებულებაც დაიმსახურა, ძალიან უჭირს გულგრილობის შენარჩუნება, - "მე არ მსურს, რომ ადამიანი გამოეთხოვოს თავის სიცოცხლეს მხოლოდ იმის გამო, რომ რეისის გაცდენა არ გსურთ", - მიმართა მან მგზავრებს, - "იქამდე არ დავჯდები, სანამ ეს მამაკაცი თვითმფრინავს არ დატოვებს".

ბორტგამცილებლის მრავლობით თხოვნაზე, შეეწყვიტა გადაღება, ერსონმა უპასუხა, რომ ის აკეთებს იმას, რაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

"იქამდე სანამ მგზავრი ფეხზე დგას პილოტს აფრენა არ შეუძლია. ერთადერთი რაც მსურს, რომ ამ ადამიანის დეპორტაცია შევაჩერო, ამის შემდეგ თქვენს ნებისმიერ წესს დავემორჩილები. ეს ყველაფერი იდეალურად ლეგალურია და დანაშაულს არ ჩავდივარ", - განმარტა თავისი პოზიცია ელინ ერსონმა და პროტესტის თავისი ფორმის ერთგული დარჩა, გაბრაზებულ მგზავრს, კი რომელიც ინგლისელი აღმოჩნდა და რომელსაც აქტივისტისთვის ტელეფონის წართმევა სურდა, ერსონმა კითხვით მიმართა: "რა უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანის სიცოცხლე თუ შენი დრო? მე მინდა, რომ ის თვითმფრინავიდან ჩავიდეს, რადგან ის ავღანეთში უსაფრთხოდ არ იქნება. მე ჩემს ქვეყანაში არსებული იმ წესების შეცვლას ვცდილობ, რომლებიც ძალიან არ მომწონს. სწორი არ არის ადამიანები ჯოჯოხეთში გაგზავნო". განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე