სტამბულში კომპლექს Esa Royal Park-ში ცნობილი ქართველი "კანონიერი ქურდის" ნიკოლოზ დგებუაძის ქორწილი გაიმართა.
ნიკა დგებუაძეს ქურდულ სამყაროში "ნიკა გაგრინსკის" სახელით იცნობენ. ე.წ. კანონიერი ქურდის ვიდეოს "პრაიმ კაიმი" ავრცელებს.
ქორწილს არაერთი გავლენიანი "კანონიერი ქურდი" ესწრებოდა, მათი უმრავლესობა კი ე.წ. მეგრულ კლანს წარმოადგენდა, რომლებიც "ქარდავა-მზარეულიას" დაჯგუფების სახელით არის ცნობილი.
დაგაინტერესებთ: აფხაზეთში "კანონიერი ქურდები" თარეშობენ - "როცა "ნიკა გაგრინსკი" რეგიონს სტუმრობს, ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს"
ქორწილში საპატიო სტუმრად იყო მიწვეული ნადირ სალიფოვი, იგივე "გული", რომელიც შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ ქურდული სამყაროს ბოსის სტატუსისთვის იბრძვის.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი სალიფოვი წარმოშობით გარდაბნიდან გახლავთ და საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს. ე.წ. კანონიერმა ქურდებმა და მათმა მეგობარმა გოგონებმა, ქორწილში "გულისთვის" პერსონალური სადღეგრძელოები შესვეს. თავად "გული" კი "ნიკა გაგრინსკის" ცოლთან ერთად იცეკვა.