საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის გარეშე დღეს თითქმის აღარ ვმღერი..." - ნანი ბრეგვაძის ისტორიული კონცერტი "ბლექ სი არენაზე"
"მის გარეშე დღეს თითქმის აღარ ვმღერი..." - ნანი ბრეგვაძის ისტორიული კონცერტი "ბლექ სი არენაზე"

16 აგ­ვის­ტოს "Check in Georgia" და "ბლექ სი არე­ნა" ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ნანი ბრეგ­ვა­ძის ის­ტო­რი­ულ კონ­ცერ­ტზე გვიწ­ვევს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­საყ­ვი­რე, "გრე­მის" მფლო­ბე­ლი, მუ­სი­კო­სი კრის ბოტი წარ­დგე­ბა. ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, სო­ლის­ტებ­თან ერ­თად, ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ და საყ­ვა­რელ მე­ლო­დი­ებ­ზე ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის მიერ შექ­მნილ ორი­გი­ნა­ლურ სა­ორ­კესტრო ვერ­სი­ებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს.

კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ბა­თუ­მის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის სა­ხელ­მწი­ფო კა­პე­ლა. შეს­რულ­დე­ბა შე­დევ­რე­ბი, რო­მელ­თაც ნანი ბრეგ­ვა­ძეს XX სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი უძღვნიდ­ნენ. ქარ­თუ­ლი სცე­ნის დე­დოფ­ლის­თვის სა­სიმ­ღე­რო ტექ­სტებს ქმნიდ­ნენ მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლი, პეტ­რე გრუ­ზინ­სკი.

16 აგ­ვის­ტოს ნანი ბრეგ­ვა­ძის ცხოვ­რე­ბის გზას ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან, ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან, ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­თან და კრის ბო­ტის­თან ერ­თად გა­ივ­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი...

ნანი ბრეგ­ვა­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ნიკა რაჭ­ველ­თან პარტნი­ო­რო­ბი­სა და მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა:

"ნი­კას გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­დის... წლე­ბის წინ კი ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო: ჩემ­თან მო­ვი­და ადა­მი­ა­ნი და მი­თხრა, რომ არის პა­ტა­რა, 14 წლის ბიჭი, რო­მელ­საც შენი გაც­ნო­ბა უნდა. ამ­ბობს, ნე­ტავ, ოდეს­მე მე­ღირ­სე­ბა, აკომ­პო­ნი­მენ­ტი გა­ვუ­კე­თო ნანი ბრეგ­ვა­ძე­სო... მოკ­ლედ, მო­მიყ­ვა­ნეს ბიჭი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა, დაჯ­და და და­უკ­რა, ნამ­დვი­ლად მო­მე­წო­ნა...

მოკ­ლედ, ისე მო­მე­წო­ნა, რომ მის გა­რე­შე დღეს თით­ქმის აღარ ვმღე­რი, ანუ სა­დაც ნიკა არ უკ­რავს და არ დი­რი­ჟო­რობს, მე იქ არ ვარ. სა­ო­ცა­რია, ისე უკ­რავს, რომ მას მივ­ყვე­ბი და ყო­ველ ჯერ­ზე ახა­ლი სიმ­ღე­რა­სა­ვით გა­მო­დის. ნიკა ჩემ­თვის დიდი მუ­სი­კო­სია! ამ კონ­ცერ­ტის წინ კი ძა­ლი­ან ვღე­ლავ, ამ­ხე­ლა არე­ნა­ზე არას­დროს გა­მოვ­სულ­ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 5000-იანი დარ­ბა­ზე­ბის სცე­ნა­ზე ვყო­ფილ­ვარ. ამი­ტომ, ყვე­ლა­ნი ერ­თად, დიდი მონ­დო­მე­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვემ­ზა­დე­ბით მა­ყუ­რე­ბელ­თან შე­სახ­ვედ­რად.

ანი კავ­ლე­ლიშ­ვი­ლი, "ბლექ სი არე­ნას" დი­რექ­ტი­რი:

"მე­სა­მე წე­ლია, "Check in Georgia"-ს ფარ­გლებ­ში "ბლექ სი არე­ნას" დიდი სურ­ვი­ლი გვქონ­და, ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს სინ­თე­ზუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი ეხი­ლა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი უცხო­ელ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად დად­გე­ბოდ­ნენ სცე­ნა­ზე. ამი­ტომ, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქალ­ბა­ტონ ნა­ნის თხოვ­ნით მივ­მარ­თავ­დით, ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი სტუ­მა­რი და ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა შემ­დგა­რი­ყო. წელს ჩვენ შო­რის ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა, რაც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ვე­ლო­დე­ბით სპე­ცი­ა­ლურ სტუ­მარს, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნის­თვის, ამე­რი­კი­დან ჩა­მოფ­რინ­დე­ბა - კრის ბოტი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ამე­რი­კე­ლი მე­საყ­ვი­რე. დიდი იმე­დი მაქვს, რომ სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­ზე ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც და მათ სა­კუ­რორ­ტო გან­წყო­ბას მთლი­ა­ნად შეც­ვლის".

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"ჩემ­თვის ყო­ველ­თვის და ყველ­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც ნანი ბრეგ­ვა­ძეს აკომ­პო­ნი­მენტს ვუ­კე­თებ. თით­ქოს ამ დროს სა­კუ­თარ თავ­ში იმ მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ნას­ტი­ის გამ­გრძე­ლე­ბელს ვგრძნობ, რომ­ლის წევ­რე­ბი იყ­ვნენ ისე­თი დიდი მოღ­ვა­წე­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: არ­ჩილ კე­რე­სე­ლი­ძე, რე­ვაზ ლა­ღი­ძე, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე, გია ყან­ჩე­ლი, ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი, გოგი ცა­ბა­ძე, მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლი, ნუნუ გა­ბუ­ნია... ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ქარ­თულ სა­სიმ­ღე­რო მუ­სი­კის ის­ტო­რი­ა­ში შე­დევ­რე­ბი შექ­მნეს. შე­დევ­რის შექ­მნას მხო­ლოდ ნიჭი არ შვე­ლის, მას მუზა სჭირ­დე­ბა. ამ გე­ნი­ო­სე­ბის­თვის ნანი ბრეგ­ვა­ძე იყო მუზა!

ამი­ტომ ნანი ბრეგ­ვა­ძის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა მარ­ტო მისი უმაღ­ლე­სი რან­გის სიმ­ღე­რაა, არა­მედ ის, რომ კომ­პო­ზი­ტო­რებს შთა­გო­ნე­ბას აძ­ლევ­და, და­ე­წე­რათ ბრწყინ­ვა­ლე ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი... ჩვე­ნი კონ­ცერ­ტი კი სწო­რედ მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვაა, იმ დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და არა მარ­ტო კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის, ბრწყინ­ვა­ლე პო­ე­ზი­ის ავ­ტო­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ამ სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტებს ქმნიდ­ნენ. მათ­გან ბევ­რი ცო­ცხა­ლი აღარ არის. კონ­ცერ­ტზე ყვე­ლას სა­ხე­ლი და მუ­სი­კა ახ­ლე­ბუ­რი არან­ჟი­რე­ბით, გა­ორ­კესტრე­ბით, ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, ფრა­ზე­ბით, ხა­სი­ა­თე­ბით გა­იჟ­ღე­რებს.

კონ­ცერ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი კრის ბო­ტია, რო­მელ­თა­ნაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პარტნი­ო­რო­ბა მოხ­და, ინი­ცი­ა­ტი­ვა მის­გან მო­დი­ო­და, ის ნანი ბრეგ­ვა­ძის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია, იც­ნობს მის შე­მოქ­მე­დე­ბას და რაც მთა­ვა­რია, მის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე ქალ­ბა­ტო­ნი ნანი ბრეგ­ვა­ძის სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­დის. ერთი წუ­თი­თაც არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე დაგ­ვთან­ხმდა. ასე რომ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­სი­ა­მოვ­ნო და და­უ­ვი­წყა­რი კონ­ცერ­ტის სამ­ზა­დის­ში ვართ".

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

"მინ­და, გა­ვიხ­სე­ნო სა­ღა­მო, რო­დე­საც კრის ბოტი ნანი ბრეგ­ვა­ძით და­ინ­ტე­რეს­და... 2014 წელს მთაწ­მინ­და­ზე ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნიმ შე­ას­რუ­ლა სიმ­ღე­რა, რომ­ლის მოს­მე­ნის შემ­დეგ, ბო­ტიმ დაგ­ვი­ძა­ხა და გვკი­თხა - ეს ქალი ვინ არის? ვუ­თხა­რით, რომ ჩვე­ნი ლე­გენ­და და ღირ­სე­ბა - ნანი ბრეგ­ვა­ძეა. არა­ფე­რი მინ­და, გარ­და იმის, რომ ვი­ცო­დე, მაქვს თუ არა შან­სი, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ჩემ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე იდ­გე­სო. შემ­დეგ თვი­თონ მი­ვი­და და სთხო­ვა, ნანი და­ი­თან­ხმა და ბო­ტიც მთე­ლი ღამე, სოლო კონ­ცერ­ტის წინ, რე­პე­ტი­ცი­ობ­და, გოგი ცა­ბა­ძის ნა­წარ­მო­ებს სწავ­ლობ­და.

ჩვე­ნი კონ­ცერ­ტის სლო­გა­ნია - "ნანი სცე­ნის დე­დო­ფა­ლი, დიდი ავ­ტო­რე­ბის შთა­გო­ნე­ბა". ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დიდი და კარ­გი გუნ­დი მუ­შა­ობს. ეს იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი სა­ღა­მო.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

"მინ­და ნიკა რაჭ­ვე­ლი­სა და ნა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის და­სა­წყი­სი გა­ვიხ­სე­ნო: სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა, ბევ­რი წლის წინ ხელი მო­კი­და და გა­ა­კე­თა ნა­ნის კონ­ცერ­ტი, ეს იყო ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა, რაც გა­მოვ­ტყდე­ბი, ჩემი ავან­ტი­უ­რა იყო. აქე­დან და­ი­წყო ალ­ბათ ნი­კას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ნა­ნის­თან. ნანი პირ­ვე­ლი­ვე ნა­ბი­ჯე­ბი­დან ენდო და აჰ­ყვა სრუ­ლი­ად პა­ტა­რა, 20 წლის ბიჭს. მას მერე ბევ­რმა კონ­ცერ­ტმა ჩა­ი­ა­რა და არ მახ­სოვს, ერთი კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც წი­ნას გავ­დეს, რისი თავი და თავი ნა­ნია! საკ­მა­რი­სია, სრუ­ლად ახა­ლი იდეა შევ­თა­ვა­ზოთ, ისე აი­ტა­ცებს, ისე წა­მოგ­ყვე­ბა, გა­გა­ო­ცებს. სა­ერ­თოდ, ასე­თი ტან­დე­მი რო­გო­რიც ნიკა და ნა­ნია, მე­ო­რე არ მი­ნა­ხავს..."

ფო­ტო­ე­ბი: ილია ბა­ბუ­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მის გარეშე დღეს თითქმის აღარ ვმღერი..." - ნანი ბრეგვაძის ისტორიული კონცერტი "ბლექ სი არენაზე"

"მის გარეშე დღეს თითქმის აღარ ვმღერი..." - ნანი ბრეგვაძის ისტორიული კონცერტი "ბლექ სი არენაზე"

16 აგვისტოს "Check in Georgia" და "ბლექ სი არენა" ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის ისტორიულ კონცერტზე გვიწვევს.

სპეციალური სტუმრის სტატუსით მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, "გრემის" მფლობელი, მუსიკოსი კრის ბოტი წარდგება. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტებთან ერთად, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ საორკესტრო ვერსიებს შემოგვთავაზებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა. შესრულდება შედევრები, რომელთაც ნანი ბრეგვაძეს XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები უძღვნიდნენ. ქართული სცენის დედოფლისთვის სასიმღერო ტექსტებს ქმნიდნენ მორის ფოცხიშვილი, პეტრე გრუზინსკი.

16 აგვისტოს ნანი ბრეგვაძის ცხოვრების გზას ეკა მამალაძესთან, ნატალია ქუთათელაძესთან, ნინო ქათამაძესთან, სტეფანე მღებრიშვილთან და კრის ბოტისთან ერთად გაივლის მაყურებელი...

ნანი ბრეგვაძემ ჩვენთან საუბარში ნიკა რაჭველთან პარტნიორობისა და მათი პირველი შეხვედრის ისტორია გაიხსენა:

"ნიკას გარეშე არაფერი გამოდის... წლების წინ კი ყველაფერი ასე დაიწყო: ჩემთან მოვიდა ადამიანი და მითხრა, რომ არის პატარა, 14 წლის ბიჭი, რომელსაც შენი გაცნობა უნდა. ამბობს, ნეტავ, ოდესმე მეღირსება, აკომპონიმენტი გავუკეთო ნანი ბრეგვაძესო... მოკლედ, მომიყვანეს ბიჭი, რომელიც ძალიან საყვარელი აღმოჩნდა, დაჯდა და დაუკრა, ნამდვილად მომეწონა...

მოკლედ, ისე მომეწონა, რომ მის გარეშე დღეს თითქმის აღარ ვმღერი, ანუ სადაც ნიკა არ უკრავს და არ დირიჟორობს, მე იქ არ ვარ. საოცარია, ისე უკრავს, რომ მას მივყვები და ყოველ ჯერზე ახალი სიმღერასავით გამოდის. ნიკა ჩემთვის დიდი მუსიკოსია! ამ კონცერტის წინ კი ძალიან ვღელავ, ამხელა არენაზე არასდროს გამოვსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ 5000-იანი დარბაზების სცენაზე ვყოფილვარ. ამიტომ, ყველანი ერთად, დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით ვემზადებით მაყურებელთან შესახვედრად.

ანი კავლელიშვილი, "ბლექ სი არენას" დირექტირი:

"მესამე წელია, "Check in Georgia"-ს ფარგლებში "ბლექ სი არენას" დიდი სურვილი გვქონდა, ჩვენს მაყურებელს სინთეზური კონცერტები ეხილა, სადაც ქართველი ვარსკვლავები უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად დადგებოდნენ სცენაზე. ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში, ქალბატონ ნანის თხოვნით მივმართავდით, ყოფილიყო ჩვენი სტუმარი და ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შემდგარიყო. წელს ჩვენ შორის ეს მოლაპარაკება შედგა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ველოდებით სპეციალურ სტუმარს, რომელიც ქალბატონი ნანისთვის, ამერიკიდან ჩამოფრინდება - კრის ბოტი, ყველასთვის საყვარელი ამერიკელი მესაყვირე. დიდი იმედი მაქვს, რომ საკურორტო სეზონზე ეს ღონისძიება დაუვიწყარი იქნება ტურისტებისთვისაც და მათ საკურორტო განწყობას მთლიანად შეცვლის".

ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი:

"ჩემთვის ყოველთვის და ყველგან მნიშვნელოვანია, როდესაც ნანი ბრეგვაძეს აკომპონიმენტს ვუკეთებ. თითქოს ამ დროს საკუთარ თავში იმ მუსიკალური დინასტიის გამგრძელებელს ვგრძნობ, რომლის წევრები იყვნენ ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორებიც არიან: არჩილ კერესელიძე, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, გოგი ცაბაძე, მარიკა კვალიაშვილი, ნუნუ გაბუნია... ადამიანები, რომლებმაც ქართულ სასიმღერო მუსიკის ისტორიაში შედევრები შექმნეს. შედევრის შექმნას მხოლოდ ნიჭი არ შველის, მას მუზა სჭირდება. ამ გენიოსებისთვის ნანი ბრეგვაძე იყო მუზა!

ამიტომ ნანი ბრეგვაძის ისტორიული მნიშვნელობა არა მარტო მისი უმაღლესი რანგის სიმღერაა, არამედ ის, რომ კომპოზიტორებს შთაგონებას აძლევდა, დაეწერათ ბრწყინვალე ნაწარმოებები... ჩვენი კონცერტი კი სწორედ მადლიერების გამოხატვაა, იმ დიდი ადამიანების მიმართ და არა მარტო კომპოზიტორების, ბრწყინვალე პოეზიის ავტორების მიმართ, რომლებიც ამ სიმღერების ტექსტებს ქმნიდნენ. მათგან ბევრი ცოცხალი აღარ არის. კონცერტზე ყველას სახელი და მუსიკა ახლებური არანჟირებით, გაორკესტრებით, ინტერპრეტაციით, ფრაზებით, ხასიათებით გაიჟღერებს.

კონცერტის მნიშვნელოვანი ნაწილი კრის ბოტია, რომელთანაც შემოქმედებითი პარტნიორობა მოხდა, ინიციატივა მისგან მოდიოდა, ის ნანი ბრეგვაძის დიდი თაყვანისმცემელია, იცნობს მის შემოქმედებას და რაც მთავარია, მის შემოქმედებით საღამოზე ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სამშობლოში ჩამოდის. ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, ისე დაგვთანხმდა. ასე რომ, მრავალფეროვანი, სასიამოვნო და დაუვიწყარი კონცერტის სამზადისში ვართ".

თეონა ჯორბენაძე, პროდიუსერი:

"მინდა, გავიხსენო საღამო, როდესაც კრის ბოტი ნანი ბრეგვაძით დაინტერესდა... 2014 წელს მთაწმინდაზე ქალბატონმა ნანიმ შეასრულა სიმღერა, რომლის მოსმენის შემდეგ, ბოტიმ დაგვიძახა და გვკითხა - ეს ქალი ვინ არის? ვუთხარით, რომ ჩვენი ლეგენდა და ღირსება - ნანი ბრეგვაძეა. არაფერი მინდა, გარდა იმის, რომ ვიცოდე, მაქვს თუ არა შანსი, ეს ქალბატონი ჩემთან ერთად სცენაზე იდგესო. შემდეგ თვითონ მივიდა და სთხოვა, ნანი დაითანხმა და ბოტიც მთელი ღამე, სოლო კონცერტის წინ, რეპეტიციობდა, გოგი ცაბაძის ნაწარმოებს სწავლობდა.

ჩვენი კონცერტის სლოგანია - "ნანი სცენის დედოფალი, დიდი ავტორების შთაგონება". ამ ყველაფერზე დიდი და კარგი გუნდი მუშაობს. ეს იქნება ისტორიული საღამო.

მარინა ბერიძე, პროდიუსერი:

"მინდა ნიკა რაჭველისა და ნანის შემოქმედებითი კავშირის დასაწყისი გავიხსენო: სრულიად ახალგაზრდა ბიჭმა, ბევრი წლის წინ ხელი მოკიდა და გააკეთა ნანის კონცერტი, ეს იყო ვარსკვლავის გახსნა, რაც გამოვტყდები, ჩემი ავანტიურა იყო. აქედან დაიწყო ალბათ ნიკას შემოქმედებითი ურთიერთობა ნანისთან. ნანი პირველივე ნაბიჯებიდან ენდო და აჰყვა სრულიად პატარა, 20 წლის ბიჭს. მას მერე ბევრმა კონცერტმა ჩაიარა და არ მახსოვს, ერთი კონცერტი, რომელიც წინას გავდეს, რისი თავი და თავი ნანია! საკმარისია, სრულად ახალი იდეა შევთავაზოთ, ისე აიტაცებს, ისე წამოგყვება, გაგაოცებს. საერთოდ, ასეთი ტანდემი როგორიც ნიკა და ნანია, მეორე არ მინახავს..."

ფოტოები: ილია ბაბურაშვილი

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"