პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგიკული "თაფლობისთვე" - საბერძნეთში ხანძარს ემსხვერპლა მამაკაცი, რომელიც მატიზე ახალშერთულ ცოლთან ერთად ისვენებდა
ტრაგიკული "თაფლობისთვე" - საბერძნეთში ხანძარს ემსხვერპლა მამაკაცი, რომელიც მატიზე ახალშერთულ ცოლთან ერთად ისვენებდა

ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ბერ­ძნე­თის მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რი ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ირ­ლან­დი­ე­ლი წყვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და - ხან­ძრის დროს სიძე და­ი­ღუ­პა. ირ­ლან­დი­ის ერთი მო­ქა­ლა­ქის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა სა­ბერ­ძნეთ­ში ირ­ლან­დი­ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ბრა­ი­ან ო კა­ლა­ჰან-ვესტრო­პი და ზო ჰო­ლო­ჰა­ნი სა­ბერ­ძნე­თის სა­კუ­რორ­ტო და­სახ­ლე­ბა მა­ტი­ზე ის­ვე­ნებ­დნენ. წყვილ­მა გა­სულ კვი­რას იქორ­წი­ნა და მა­ლე­ვე გა­ემ­გზავ­რა თაფ­ლო­ბის­თვის გა­სა­ტა­რებ­ლად სა­ბერ­ძნე­თის ცნო­ბილ ტუ­რის­ტულ ცენ­ტრში. თუმ­ცა, ძლი­ე­რი ხან­ძრის დროს ერ­თმა­ნე­თი და­კარ­გეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, წყვი­ლი მან­ქა­ნით მოგ­ზა­უ­რობ­და ხან­ძრის ზო­ნა­ში, როცა ცე­ცხლი გაძ­ლი­ერ­და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ. უც­ნო­ბია, რო­გორ და­კარ­გა წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ძლი­ერ კვამლში, თუმ­ცა ქალ­მა მო­ა­ხერ­ხა პლა­ჟამ­დე ჩა­ეღ­წია, სა­ი­და­ნაც ის შემ­დეგ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე ზო ჰო­ლო­ჰა­ნი ხე­ლებ­ზე და თავ­ზე ძლი­ე­რი დამ­წვრო­ბით ჯერ კი­დევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა და მას ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ.

ბრა­ი­ა­ნი მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და დუბ­ლინ­ში ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს უწევს სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას.

ტყის მას­შტა­ბურ ხან­ძრებს სა­ბერ­ძნეთ­ში 80-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 200-ზე მეტი კი და­შავ­და.

ტრაგიკული "თაფლობისთვე" - საბერძნეთში ხანძარს ემსხვერპლა მამაკაცი, რომელიც მატიზე ახალშერთულ ცოლთან ერთად ისვენებდა

ტრაგიკული "თაფლობისთვე" - საბერძნეთში ხანძარს ემსხვერპლა მამაკაცი, რომელიც მატიზე ახალშერთულ ცოლთან ერთად ისვენებდა

ტრაგიკული აღმოჩნდა საბერძნეთის მასშტაბური ხანძარი ახლადდაქორწინებული ირლანდიელი წყვილისთვის, რომელიც საბერძნეთში საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა - ხანძრის დროს სიძე დაიღუპა. ირლანდიის ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საბერძნეთში ირლანდიის საელჩოს წარმომადგენელმა.

ბრაიან ო კალაჰან-ვესტროპი და ზო ჰოლოჰანი საბერძნეთის საკურორტო დასახლება მატიზე ისვენებდნენ. წყვილმა გასულ კვირას იქორწინა და მალევე გაემგზავრა თაფლობისთვის გასატარებლად საბერძნეთის ცნობილ ტურისტულ ცენტრში. თუმცა, ძლიერი ხანძრის დროს ერთმანეთი დაკარგეს.

როგორც ცნობილი გახდა, წყვილი მანქანით მოგზაურობდა ხანძრის ზონაში, როცა ცეცხლი გაძლიერდა იძულებულები გახდნენ, გაქცეულიყვნენ. უცნობია, როგორ დაკარგა წყვილმა ერთმანეთი ძლიერ კვამლში, თუმცა ქალმა მოახერხა პლაჟამდე ჩაეღწია, საიდანაც ის შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გარდაცვლილის მეუღლე ზო ჰოლოჰანი ხელებზე და თავზე ძლიერი დამწვრობით ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება და მას ოპერაციას გაუკეთებენ.

ბრაიანი მოხალისედ მუშაობდა დუბლინში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ქალაქის საავადმყოფოებს უწევს სატრანსპორტო მომსახურებას.

ტყის მასშტაბურ ხანძრებს საბერძნეთში 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე