სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - ნიკა ფაიქრიძის სულისშემძვრელი წერილი ემიგრანტ დედას
"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - ნიკა ფაიქრიძის სულისშემძვრელი წერილი ემიგრანტ დედას

მსა­ხი­ო­ბი და პო­ე­ტი ნიკა ფა­იქ­რი­ძე, რომ­ლის წე­რილ­მაც შვი­ლი­სად­მი ჩვენს სა­იტ­ზე დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, mshoblebi.ge-ს თხოვ­ნით, პრო­ზა­შიც ცდის ძა­ლებს - მისი გულ­წრფე­ლი და ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლე­ბი-ჩა­ნა­ხა­ტე­ბი მკი­თხვე­ლის გან­სჯის საგ­ნად იქ­ცე­ვა (იხი­ლეთ ნი­კას წე­რი­ლი შვილს). ამ­ჯე­რად მსა­ხი­ობ­მა დე­დას მი­უ­ძღვნა სა­ო­ცა­რი წე­რი­ლი - არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ დე­დას, არა­მედ ყვე­ლა იმ დე­დას, რო­მე­ლიც ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და და ყვე­ლა იმ შვილს, რო­მე­ლიც აქ დარ­ჩა და ნი­კას მსგავ­სად გა­ნიც­დის ამ მარ­თლაც უდი­დეს ტრა­გე­დი­ას, ქვეყ­ნი­სა და ერი­სათ­ვის.

უძღე­ბი შვი­ლის აღ­სა­რე­ბა

წე­რილ არს - პირ­ვე­ლად იყო სი­ტყვა... გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და გე­ტყვით, თუ­ვინ­მეს ჩემი აზრი აინ­ტე­რებს, ვფიქ­რობ, რომ სი­ტყვამ­დე იყო ქმე­დე­ბა, სულ უბ­რა­ლო, სულ არაფ­რის მთქმე­ლი, მაგ­რამ მა­ინც ქმე­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა ვთქვათ, სუნ­თქვის აღე­ბა, ნერ­ვის შე­ტო­კე­ბა და ასე შემ­დეგ... აი ახ­ლაც, სა­ნამ ეს ყო­ვე­ლი­ვე ვთქვი და დავ­წე­რე - ნერ­ვი­უ­ლად და­ვიმ­ტვრიე თი­თე­ბი... რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მინ­და - დე­და­ზე გი­ამ­ბოთ... ვნერ­ვი­უ­ლობ... ასო­ბით და ათა­სო­ბით სი­ტყვა არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე, ზოგი ბრა­ლი­ა­ნი, ზოგი უბ­რა­ლო, ზოგი მსუ­ბუ­ქი და ზო­გიც კი­დევ ისე­თი, რომ სა­ნამ წარ­მოთ­ქვამ, ოფლში იწუ­რე­ბი, ისე­თი ღრმაა, ისე­თი დიდი და ნა­თე­ლი...

ახლა თავი და­ნაღ­მულ მდე­ლო­ზე მგო­ნია და ყვე­ლა სი­ტყვას ათას­ჯერ ვზო­მავ და ვწო­ნი... არ მინ­და რამე შე­მე­შა­ლოს, რამე ზედ­მე­ტი ვთქვა, არც ის მინ­და, ვინ­მეს პა­თე­ტი­უ­რი ეჩ­ვე­ნოს ეს ჩემი აღ­სა­რე­ბა, რად­გან ყვე­ლას თა­ვი­სი დედა ჰყავს და ყვე­ლა დედა მა­გა­რია და რო­გორც ვი­ტყვით, მჯობ­ნის მჯობნს რა და­ლევ­სო... ამი­ტომ ვფრ­თხი­ლობ, არ მინ­და ერ­თმა არას­წორ­მა სი­ტყვამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­უ­ფე­რუ­ლოს, გა­ა­ბა­ნა­ლუ­როს და უინ­ტე­რე­სო გა­ხა­დოს... ამი­ტომ უკეთ რომ გა­მი­გოთ და და­მი­ჯე­როთ - წარ­მო­იდ­გი­ნეთ ნა­ხევ­რად დაც­ლი­ლი ოთა­ხი, ერთი ხის სკა­მი, სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის ბიჭი, ნერ­ვი­უ­ლი სუნ­თქვა, თი­თე­ბის მტვრე­ვა და თვა­ლე­ბი, ცოტა გი­ჟის, ცოტა ჭკვი­ა­ნის და ცო­ტაც სუ­ლე­ლის... მოკ­ლედ ეს ბიჭი მე ვარ ...და მე მინ­და დე­და­ზე გი­ამ­ბოთ...

დე­დას ლალი ჰქვია... სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნა­უ­რია, დე­დას ეს სა­ხე­ლი ბა­ბუ­ამ და­არ­ქვა, თა­ვი­სი უიღ­ბლო სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლი... ხოო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მა­გა­რი ბა­ბუა მყავ­და, ადგა და თა­ვი­სი და­კარ­გუ­ლი, წა­სუ­ლი თუ უბ­რა­ლოდ არ­შემ­დგა­რი სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლი თა­ვის პირ­ველ შვილს და­არ­ქვა... მაგ­რამ ეს არა­ფე­რია, კი­დევ უფრო მა­გა­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ბე­ბი­ამ ეს ყვე­ლა­ფე­რი იცო­და და გა­უ­გო...ლა­ლის მერე კი­დევ სამი შვი­ლი გაჩ­ნდა ოჯახ­ში და მერ­წმუ­ნეთ, ოჯახს არ მო­უ­წყე­ნია, თუმ­ცა ამა­ზე სხვა დროს... დღეს მთა­ვა­რი გმი­რი ლა­ლია... ყვე­ლას ლალი, ში­ნა­უ­რის, გა­რე­უ­ლის, გა­დამ­თი­ე­ლის, უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბის, უც­ნო­ბის, მო­სის­ხლე მტრის, მო­კე­თის და ვინ იცის კი­დევ ვისი...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - ნიკა ფაიქრიძის სულისშემძვრელი წერილი ემიგრანტ დედას

"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - ნიკა ფაიქრიძის სულისშემძვრელი წერილი ემიგრანტ დედას

მსახიობი და პოეტი ნიკა ფაიქრიძე, რომლის წერილმაც შვილისადმი ჩვენს საიტზე დიდი მოწონება დაიმსახურა, mshoblebi.ge-ს თხოვნით, პროზაშიც ცდის ძალებს - მისი გულწრფელი და ემოციური წერილები-ჩანახატები მკითხველის განსჯის საგნად იქცევა (იხილეთ ნიკას წერილი შვილს). ამჯერად მსახიობმა დედას მიუძღვნა საოცარი წერილი - არა მხოლოდ საკუთარ დედას, არამედ ყველა იმ დედას, რომელიც ემიგრაციაში წავიდა და ყველა იმ შვილს, რომელიც აქ დარჩა და ნიკას მსგავსად განიცდის ამ მართლაც უდიდეს ტრაგედიას, ქვეყნისა და ერისათვის.

უძღები შვილის აღსარება

წერილ არს - პირველად იყო სიტყვა... გავკადნიერდები და გეტყვით, თუვინმეს ჩემი აზრი აინტერებს, ვფიქრობ, რომ სიტყვამდე იყო ქმედება, სულ უბრალო, სულ არაფრის მთქმელი, მაგრამ მაინც ქმედება, როგორიცაა ვთქვათ, სუნთქვის აღება, ნერვის შეტოკება და ასე შემდეგ... აი ახლაც, სანამ ეს ყოველივე ვთქვი და დავწერე - ნერვიულად დავიმტვრიე თითები... რატომ? იმიტომ, რომ მინდა - დედაზე გიამბოთ... ვნერვიულობ... ასობით და ათასობით სიტყვა არსებობს დედამიწაზე, ზოგი ბრალიანი, ზოგი უბრალო, ზოგი მსუბუქი და ზოგიც კიდევ ისეთი, რომ სანამ წარმოთქვამ, ოფლში იწურები, ისეთი ღრმაა, ისეთი დიდი და ნათელი...

ახლა თავი დანაღმულ მდელოზე მგონია და ყველა სიტყვას ათასჯერ ვზომავ და ვწონი... არ მინდა რამე შემეშალოს, რამე ზედმეტი ვთქვა, არც ის მინდა, ვინმეს პათეტიური ეჩვენოს ეს ჩემი აღსარება, რადგან ყველას თავისი დედა ჰყავს და ყველა დედა მაგარია და როგორც ვიტყვით, მჯობნის მჯობნს რა დალევსო... ამიტომ ვფრთხილობ, არ მინდა ერთმა არასწორმა სიტყვამ ყველაფერი გააუფერულოს, გააბანალუროს და უინტერესო გახადოს... ამიტომ უკეთ რომ გამიგოთ და დამიჯეროთ - წარმოიდგინეთ ნახევრად დაცლილი ოთახი, ერთი ხის სკამი, საშუალო სიმაღლის ბიჭი, ნერვიული სუნთქვა, თითების მტვრევა და თვალები, ცოტა გიჟის, ცოტა ჭკვიანის და ცოტაც სულელის... მოკლედ ეს ბიჭი მე ვარ ...და მე მინდა დედაზე გიამბოთ...

დედას ლალი ჰქვია... საინტერესო და უცნაურია, დედას ეს სახელი ბაბუამ დაარქვა, თავისი უიღბლო სიყვარულის სახელი... ხოო, წარმოიდგინეთ, რა მაგარი ბაბუა მყავდა, ადგა და თავისი დაკარგული, წასული თუ უბრალოდ არშემდგარი სიყვარულის სახელი თავის პირველ შვილს დაარქვა... მაგრამ ეს არაფერია, კიდევ უფრო მაგარი და საინტერესო ის არის, რომ ბებიამ ეს ყველაფერი იცოდა და გაუგო...ლალის მერე კიდევ სამი შვილი გაჩნდა ოჯახში და მერწმუნეთ, ოჯახს არ მოუწყენია, თუმცა ამაზე სხვა დროს... დღეს მთავარი გმირი ლალია... ყველას ლალი, შინაურის, გარეულის, გადამთიელის, უბრალო ნაცნობის, უცნობის, მოსისხლე მტრის, მოკეთის და ვინ იცის კიდევ ვისი...

განაგრძეთ კითხვა

"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ

პაატა იმნაძე - ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები?

შვიდი წლის ბავშვს, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა