პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ფემინისტმა თავი მოიკლა - "ტანსაცმლის კარადაში იპოვეს, გვერდზე წერილით"
პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ფემინისტმა თავი მოიკლა - "ტანსაცმლის კარადაში იპოვეს, გვერდზე წერილით"

უკ­რა­ი­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა Femen-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აქ­ტი­ვის­ტი ოქ­სა­ნა შა­ჩკო პა­რიზ­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან თავი მო­იკ­ლა. მა­ნამ­დე შა­ჩკომ თვით­მკვლე­ლო­ბა ორ­ჯერ სცა­და, თუმ­ცა მა­შინ მე­გობ­რებ­მა მი­უს­წრეს და გა­და­არ­ჩი­ნეს. მის ცხე­დარ­თან ერ­თად ბი­ნა­ში ინ­გლი­სუ­რად და­წე­რი­ლი ბა­რა­თიც იპო­ვეს - you are all fake (ყვე­ლა­ნი ყალ­ბე­ბი ხართ).

ეს სი­ტყვე­ბი შა­ჩკომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მი­სი­ვე მე­გობ­რე­ბის თქმით, გო­გო­ნას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო, რად­გან ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის მოკ­ვლა ორ­ჯერ სცა­და.

"რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და ის, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ფე­რი ცუ­და­დაა" - გა­ნუ­ცხა­და რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას Femen-ის ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ანა გუ­ცოლ­მა.

მოძ­რა­ო­ბა Femen-ი 2008 წელს და­არ­სდა და უკ­რა­ი­ნა­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში თა­ვი­სი აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სე­ბით ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის იბ­რძო­და. ასე­ვე, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ ქა­ლე­ბის დაც­ვას სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­გან და ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი გა­მოს­ვლე­ბიც ჰქონ­დათ. თა­ვად შა­ჩკო უკ­რა­ი­ა­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არა­ერ­თხელ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

"თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, ის იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლიც იყო და გარ­კვე­ულ­წი­ლად ხე­ლიც ჰქონ­და ჩაქ­ნე­უ­ლი, რად­გან გარ­შე­მო ბევ­რი ყალ­ბი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ დ არა - სა­ერ­თო საქ­მის­თვის", - წე­რენ მისი პა­რი­ზე­ლი მე­გობ­რე­ბი.

1987 წელს ხმელ­ნივკში და­ბა­დე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტი საფ­რან­გეთ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლად 2013 წელს გა­და­ვი­და და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას იქ გა­ნაგ­რძობ­და. გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო მან ორ­გა­ნი­ზა­ცია Femen-ი უკ­რა­ი­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ და­ტო­ვა და ძი­რი­თა­დად და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობ­და.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნიც, რომ­ლის რე­ჟი­მი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი­სა და რა­სიზ­მის გაღ­ვი­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

შა­ჩკოს მე­გობ­რის ანა გუ­ცო­ლის თქმით, ბო­ლოს მან ოქ­სა­ნა ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე ნახა, სა­ი­და­ნაც შინ სხვა მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვი­და... მას შემ­დეგ სამი დღე ცდი­ლობ­დნენ მას­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა ის კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დი­ო­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ მი­ვიდ­ნენ მის ბი­ნა­ში და კარი შე­ამ­ტვრი­ეს, სა­დაც 31 წლის გო­გო­ნა, ტან­საც­მლის კა­რა­და­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს, იქვე წე­რი­ლით იყო ...

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­საც ალ­კოჰო­ლით ებ­რძო­და და რო­მელ­ზეც შემ­დეგ და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და. ასე­ვე ჰქონ­და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ო­დი, თუმ­ცა მისი მე­გობ­რე­ბის თქმით, ესეც გა­და­ლა­ხა. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რო­მელ­საც ვერ გა­უძ­ლო.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის თქმით, ოქ­სა­ნა შა­ჩკოს შე­სა­ხებ სა­უ­ბარს თავს არი­დე­ბენ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. საქ­მე ის არის, რომ გო­გო­ნას მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ერ­თა­დერ­თი, ვინც ის ისე­თი მი­ი­ღო, რო­გო­რიც იყო, დედა იყო. მათ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და თით­ქმის არას­დროს კა­მა­თობ­დნენ. დედა ყო­ველ­თვის ამ­ხნე­ვებ­და მას.

"თვის და­სა­წყის­ში მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი არ ჰქონ­და, რა­ზეც დე­დამ თბი­ლი კო­მენ­ტა­რი და­უ­ტო­ვა, თუმ­ცა გო­გო­ნას მის­თვის არ უპა­სუ­ხია. შე­საძ­ლოა, ბოლო დროს ის დე­დას­თან არ იხ­სნე­ბო­და, რად­გან მან არ იცო­და შვი­ლის დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ის ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რს და უც­ნა­უ­რად ხა­ტავ­და და ძი­რი­თი­დად, ფრანგ ხე­ლო­ვან მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თობ­და. ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და ორი­გი­ნა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, რაც ბევ­რს არ მოს­წონ­და, ამი­ტო­მაც მის სიკ­ვდილს სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პოს­ტე­ბიც მოჰ­ყვა. მა­გა­ლი­თად, თქვეს, რომ აქამ­დეც უნდა მო­ეკ­ლა თავი... ეს იმი­ტომ, რომ ხა­ტავ­და თა­ვი­სე­ბუ­რად, თუნ­დაც ან­გე­ლო­ზე­ბი ია­რა­ღით, ღვთის­მშო­ბე­ლი ჩად­რით. ასე­ვე ბევ­რი ამ­ბობს, რომ ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. ოქ­სა­ნა ხში­რად ბი­ნის ქი­რა­საც ვერ იხ­დი­და და ტან­საც­მელ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად, ფულს არ ხარ­ჯავ­და, ძვე­ლი და და­ხე­უ­ლი ჯინ­სით და­დი­ო­და... ის მარ­ტო­სუ­ლი იყო" - ამ­ბობს მისი მე­გო­ბა­რი комсомольская правда-ს უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში.

ფო­ტო­ზე: ოქ­სა­ნა შა­ჩკოს ნა­ხა­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ფემინისტმა თავი მოიკლა - "ტანსაცმლის კარადაში იპოვეს, გვერდზე წერილით"

პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ფემინისტმა თავი მოიკლა - "ტანსაცმლის კარადაში იპოვეს, გვერდზე წერილით"

უკრაინული მოძრაობა Femen-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტივისტი ოქსანა შაჩკო პარიზში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. მანამდე შაჩკომ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა, თუმცა მაშინ მეგობრებმა მიუსწრეს და გადაარჩინეს. მის ცხედართან ერთად ბინაში ინგლისურად დაწერილი ბარათიც იპოვეს - you are all fake (ყველანი ყალბები ხართ).

ეს სიტყვები შაჩკომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. მისივე მეგობრების თქმით, გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში თავის მოკვლა ორჯერ სცადა.

"რამდენადაც ვიცი, ძალიან აწუხებდა ის, რომ მსოფლიოში ყველაფერი ცუდადაა" - განუცხადა რადიო თავისუფლებას Femen-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა გუცოლმა.

მოძრაობა Femen-ი 2008 წელს დაარსდა და უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში თავისი აქცია-პერფორმანსებით ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა. ასევე, ისინი ცდილობდნენ ქალების დაცვას სექსუალური ექსპლუატაციისგან და ძალიან ხმამაღალი გამოსვლებიც ჰქონდათ. თავად შაჩკო უკრაიანელ სამართალდამცავებს არაერთხელ დაუკავებიათ.

"თუმცა როგორც ირკვევა, ის იმედგაცრუებულიც იყო და გარკვეულწილად ხელიც ჰქონდა ჩაქნეული, რადგან გარშემო ბევრი ყალბი ადამიანი ჰყავდა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პრინციპებისთვის იბრძოდნენ დ არა - საერთო საქმისთვის", - წერენ მისი პარიზელი მეგობრები.

1987 წელს ხმელნივკში დაბადებული აქტივისტი საფრანგეთში საცხოვრებელად 2013 წელს გადავიდა და ქალთა უფლებების დასაცავად აქტიურ მუშაობას იქ განაგრძობდა. გარკვეული მიზეზების გამო მან ორგანიზაცია Femen-ი უკრაინიდან წასვლის შემდეგ დატოვა და ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობდა.

ორგანიზაციის თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომლის რეჟიმი ავტორიტარიზმისა და რასიზმის გაღვივებას ემსახურებოდა.

შაჩკოს მეგობრის ანა გუცოლის თქმით, ბოლოს მან ოქსანა ერთ-ერთ წვეულებაზე ნახა, საიდანაც შინ სხვა მეგობრებთან ერთად წავიდა... მას შემდეგ სამი დღე ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას, თუმცა ის კონტაქტზე არ გამოდიოდა. სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ მის ბინაში და კარი შეამტვრიეს, სადაც 31 წლის გოგონა, ტანსაცმლის კარადაში ჩამომხრჩვალი იპოვეს, იქვე წერილით იყო ...

ერთ-ერთი ვერსიით, ის ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდა, რომელსაც ალკოჰოლით ებრძოდა და რომელზეც შემდეგ დამოკიდებული გახდა. ასევე ჰქონდა ნარკოდამოკიდებულების პერიოდი, თუმცა მისი მეგობრების თქმით, ესეც გადალახა. კიდევ ერთი ვერსიით, მას პირად ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა, რომელსაც ვერ გაუძლო.

უკრაინული მედიის თქმით, ოქსანა შაჩკოს შესახებ საუბარს თავს არიდებენ მისი ოჯახის წევრები. საქმე ის არის, რომ გოგონას მათთან ურთიერთობაშიც პრობლემები ჰქონდა. ერთადერთი, ვინც ის ისეთი მიიღო, როგორიც იყო, დედა იყო. მათ ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და თითქმის არასდროს კამათობდნენ. დედა ყოველთვის ამხნევებდა მას.

"თვის დასაწყისში მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცხოვრების ხალისი არ ჰქონდა, რაზეც დედამ თბილი კომენტარი დაუტოვა, თუმცა გოგონას მისთვის არ უპასუხია. შესაძლოა, ბოლო დროს ის დედასთან არ იხსნებოდა, რადგან მან არ იცოდა შვილის დეპრესიული მდგომარეობის შესახებ. ის ბოლო დღეებში ძალიან ბევრს და უცნაურად ხატავდა და ძირითიდად, ფრანგ ხელოვან მეგობრებთან ურთიერთობდა. ყოველთვის ცდილობდა ორიგინალური ყოფილიყო, რაც ბევრს არ მოსწონდა, ამიტომაც მის სიკვდილს სრულიად არაადეკვატური პოსტებიც მოჰყვა. მაგალითად, თქვეს, რომ აქამდეც უნდა მოეკლა თავი... ეს იმიტომ, რომ ხატავდა თავისებურად, თუნდაც ანგელოზები იარაღით, ღვთისმშობელი ჩადრით. ასევე ბევრი ამბობს, რომ ბოჰემური ცხოვრება ჰქონდა. ოქსანა ხშირად ბინის ქირასაც ვერ იხდიდა და ტანსაცმელში პრაქტიკულად, ფულს არ ხარჯავდა, ძველი და დახეული ჯინსით დადიოდა... ის მარტოსული იყო" - ამბობს მისი მეგობარი комсомольская правда-ს უკრაინულ გამოცემასთან საუბარში.

ფოტოზე: ოქსანა შაჩკოს ნახატი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე