პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
27 ივლისს მთვარის ტოტალური დაბნელებაა - ასტროლოგის რეკომენდაციები მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით
27 ივლისს მთვარის ტოტალური დაბნელებაა - ასტროლოგის რეკომენდაციები მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 27 ივ­ლისს მო­სა­ლოდ­ნე­ლი მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს მო­სა­ლოდ­ნელ ას­ტრო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს:

"27 ივ­ლისს, თბი­ლი­სის დრო­ით 21:14 წუთ­ზე და­ი­წყე­ბა მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა, რომ­ლის პიკი იქ­ნე­ბა 00:21 წუთ­ზე უკვე 28 ივ­ლისს, დას­რულ­დე­ბა 03:28 წუთ­ზე. დაბ­ნე­ლე­ბა მერ­წყუ­ლი-ლო­მის ღერძზე ხდე­ბა. მისი და­ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც.

ეს იქ­ნე­ბა მთვა­რის ტო­ტა­ლუ­რი, ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც მარ­სი მი­უ­ახ­ლოვბდე­ბა დე­და­მი­წას, რო­გორც 30-34 000 წლის წინ. დაბ­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბა მერ­წყუ­ლის მე-4 გრა­დუს­ზე. ვი­ნა­ი­დან ეს იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა, მისი გავ­ლე­ნაც ასე­ვე, დიდი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი.

რო­გორც ვი­ცით მთვა­რე ინ­ტუ­ი­ცი­ის, ემო­ცი­უ­რი სხე­უ­ლი­სა და ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­თხის მმარ­თვე­ლად ით­ვლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დაბ­ნე­ლე­ბა სწო­რედ ამ სფე­რო­ებ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

დაბ­ნე­ლე­ბის ეფექტს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბენ ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი, ვინც და­ი­ბად­ნენ 1 დან 10 გრა­დუ­სის ჩათ­ვლით მერ­წყუ­ლის, ლო­მის, მო­რი­ე­ლი­სა და კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში, ან ვი­საც პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი (მთვა­რე, მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა, მარ­სი) ჰყავს ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბის ამ გრა­დუ­სებ­ზე 1 დან 10 ის ჩათ­ვლით, ანუ რო­გორც იტყვი­ან, პირ­ველ დე­კა­და­ში. დაბ­ნე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აი­სა­ხე­ბა ასე­ვე მათ­ზე, ვი­საც მთვა­რის კვან­ძე­ბი ამა­ვე ნიშ­ნე­ბის 1 დან 10 გრა­დუს­ზე ჰყავთ პი­რად რუ­ქა­ში.

ემო­ცი­უ­რის გარ­და დაბ­ნე­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­საძ­ლოა აი­სა­ხოს აგ­რეთ­ვე მთვა­რის სხვა გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­ში: სახ­ლი, ოჯა­ხი, ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი, მშობ­ლე­ბი, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი, ასე­ვე მერ­წყუ­ლით მარ­თულ სფე­რო­ებ­ზეც: მე­გობ­რე­ბი, კო­ლექ­ტი­ვი, ჯგუ­ფუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნა.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს პი­რად რუ­კა­ზე რო­მელ სახ­ლში ხდე­ბა დაბ­ნე­ლე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით იმ სახ­ლით მარ­თუ­ლი სფე­რო­ე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა მთვა­რის მომ­დევ­ნო დაბ­ნე­ლე­ბამ­დე.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: - და­ა­სუფ­თა­ვეთ სახ­ლი, მო­ი­შო­რე­ოთ ყვე­ლა ძველ­მა­ნი და უსარ­გებ­ლო ნივ­თი, აგ­რეთ­ვე, ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი, არ გა­უგ­ზავ­ნოთ ცუდი სურ­ვი­ლე­ბი და ცუდი ფიქ­რე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებს;

- ყუ­რა­დღე­ბა მო­აქ­ცი­ეთ რას ჭამთ, თუ გა­მო­ი­ჩენთ ნე­ბის­ყო­ფას გა­და­დით ჯან­საღ კვე­ბა­ზე, მო­ე­რი­დეთ ყვე­ლა­ნა­ირ ალ­კოჰოლ­სა და არა­ჯან­საღ საკ­ვებს;

- ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ბავ­შვებს; მათ ჰი­გი­ე­ნა­სა და საკ­ვებს;

- თუ გსურთ გა­ნი­კურ­ნოთ, გა­ი­სუფ­თა­ვეთ ემო­ცი­უ­რი სხე­უ­ლი წყე­ნის­გან, სევ­დი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დარ­დის­გან; ილო­ცეთ, ითხო­ვეთ პა­ტი­ე­ბა თუ ვინ­მეს აწყე­ნი­ნეთ და მი­უ­ტე­ვეთ თა­ვად თქვენც;

- ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ნუ და­ი­წყებთ ახალ საქ­მეს, და­კავ­დით მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბით - მო­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას, მით უფრო ისი­ნი, ვი­საც გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს.

ეს დაბ­ნე­ლე­ბა მარ­სის გავ­ლე­ნით მოხ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოთ მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე და მე­გობ­რუ­ლი სხვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ამი­ტომ - მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­ას. ნუ იქ­ნე­ბით კონ­ფლიქ­ტუ­რე­ბი ან/და კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი;

- სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ გზებ­ზე, მით უფრო რომ მერ­კუ­რიც რეტ­რო­მოძ­რა­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა და დაბ­ნე­უ­ლო­ბის, ტექ­ნი­კის გა­უ­მარ­თა­ო­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

გახ­სოვ­დეთ, რომ დაბ­ნე­ლე­ბის დროს დე­და­მი­წა­ზე გროვ­დე­ბა უდი­დე­სი ენერ­გია, რის­კენ მი­მარ­თავთ ამ ენერ­გი­ას, შე­ნე­ბი­სა თუ ნგრე­ვის­კენ - თქვენს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მერ­წყუ­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას, მო­უხ­მეთ გო­ნი­ე­რე­ბას და გან­სა­ჯეთ, ღირს კი არ­სე­ბულ დოგ­მა­ტურ აზ­როვ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, თუ სჯობს ახა­ლი მო­მავ­ლის შე­ნე­ბა ფარ­თო ჰო­რი­ზონ­ტი­თა და ახა­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბით.

- და­ი­წყეთ ახა­ლი ცოდ­ნის და უნა­რე­ბის შე­ძე­ნა;

- გა­ი­ფარ­თო­ვეთ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა და უფრო გლო­ბა­ლუ­რად შე­ხე­დეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს;

- გა­ნა­ვი­თა­რეთ ინ­ტუ­ი­ცია და ენ­დეთ მის ხმას. ეცა­დეთ, გა­აც­ნო­ბი­ე­როთ ყვე­ლა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და არ­ჩე­ვა­ნი. - რაც ხელს გიშ­ლით პროგ­რეს­ში - ყვე­ლა­ფერს და­ემ­შვი­დო­ბეთ! და­უ­ნა­ნებ­ლად და­ტო­ვეთ წარ­სულ­ში!

- ეცა­დეთ აგ­რე­სი­ის ენერ­გია შე­მოქ­მე­დე­ბით ენერ­გი­ად გარ­და­სა­ხოთ - ხა­ტეთ, წე­რეთ, შექ­მე­ნით რისი შექ­მნაც შე­გიძ­ლი­ათ, სუ­ლაც მცი­რე რე­მონ­ტი წა­მო­ი­წყეთ სალ­ხში. ანუ სხვა სიბ­რტყე­ში "გა­და­ა­თა­მა­შეთ" მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი.

კლი­მა­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქა­რის და ცე­ცხლის სტი­ქი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, ფრთხი­ლი ამ სტი­ქი­ე­ბის მი­მართ, ნუ და­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ ღია ცე­ცხლს, ან კო­ცონს ტყე­ში. წა­მოს­ვლი­სას დარ­წმუნ­დით, რომ ბო­ლომ­დე ჩა­აქ­რეთ ცე­ცხლის კერა. ზო­გა­დად ცე­ცხლს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე (!!!), რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ხან­ძრის გა­ჩე­ნის საფრ­თხე­ე­ბი.

გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია მსოფ­ლი­ო­ში სამ­ხედ­რო თუ დიპ­ლო­მა­ტი­ურ სა­კი­თხებ­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს ეხე­ბა მით უფრო იმ ქვეყ­ნებს, სა­დაც დაბ­ნე­ლე­ბის გრა­დუ­სე­ბი რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას ქმნის ქვეყ­ნის ნა­თა­ლურ რუ­ქას­თან.

უნდა გვეს­მო­დეს, რომ მრა­ვა­ლი მოვ­ლე­ნა რაც სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ მუ­შა­ობს კო­ლექ­ტი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა. ამი­ტომ, ყვე­ლა ვართ პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბილ­ნი და მზად ვართ ახა­ლი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის! 

გა­ით­ვალსწი­ნეთ ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

27 ივლისს მთვარის ტოტალური დაბნელებაა - ასტროლოგის რეკომენდაციები მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით

27 ივლისს მთვარის ტოტალური დაბნელებაა - ასტროლოგის რეკომენდაციები მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 27 ივლისს მოსალოდნელი მთვარის სრული დაბნელების შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს მოსალოდნელ ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს:

"27 ივლისს, თბილისის დროით 21:14 წუთზე დაიწყება მთვარის დაბნელება, რომლის პიკი იქნება 00:21 წუთზე უკვე 28 ივლისს, დასრულდება 03:28 წუთზე. დაბნელება მერწყული-ლომის ღერძზე ხდება. მისი დანახვა შესაძლებელი იქნება საქართველოდანაც.

ეს იქნება მთვარის ტოტალური, ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება, რომლის დროსაც მარსი მიუახლოვბდება დედამიწას, როგორც 30-34 000 წლის წინ. დაბნელება მოხდება მერწყულის მე-4 გრადუსზე. ვინაიდან ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი დაბნელება, მისი გავლენაც ასევე, დიდი პერიოდის მანძილზე იქნება შესამჩნევი.

როგორც ვიცით მთვარე ინტუიციის, ემოციური სხეულისა და ყველანაირი სითხის მმართველად ითვლება, შესაბამისად, დაბნელება სწორედ ამ სფეროებზე მოახდენს გავლენას.

დაბნელების ეფექტს განსაკუთრებით იგრძნობენ ფიქსირებული ნიშნები, ვინც დაიბადნენ 1 დან 10 გრადუსის ჩათვლით მერწყულის, ლომის, მორიელისა და კუროს ზოდიაქოში, ან ვისაც პირადი პლანეტები (მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი) ჰყავს ფიქსირებული ნიშნების ამ გრადუსებზე 1 დან 10 ის ჩათვლით, ანუ როგორც იტყვიან, პირველ დეკადაში. დაბნელება განსაკუთრებით აისახება ასევე მათზე, ვისაც მთვარის კვანძები ამავე ნიშნების 1 დან 10 გრადუსზე ჰყავთ პირად რუქაში.

ემოციურის გარდა დაბნელების ზემოქმედება შესაძლოა აისახოს აგრეთვე მთვარის სხვა გავლენის სფეროებში: სახლი, ოჯახი, ახლო ნათესავები, მშობლები, ბებია-ბაბუები, ასევე მერწყულით მართულ სფეროებზეც: მეგობრები, კოლექტივი, ჯგუფური საქმიანობა, ცნობიერების გაფართოება, ახალი ცოდნის შეძენა.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს პირად რუკაზე რომელ სახლში ხდება დაბნელება, დიდი ალბათობით იმ სახლით მართული სფეროები გააქტიურდება მთვარის მომდევნო დაბნელებამდე.

რეკომენდაციები: - დაასუფთავეთ სახლი, მოიშორეოთ ყველა ძველმანი და უსარგებლო ნივთი, აგრეთვე, ნეგატიური ემოციები, არ გაუგზავნოთ ცუდი სურვილები და ცუდი ფიქრები სხვა ადამიანებს;

- ყურადღება მოაქციეთ რას ჭამთ, თუ გამოიჩენთ ნებისყოფას გადადით ჯანსაღ კვებაზე, მოერიდეთ ყველანაირ ალკოჰოლსა და არაჯანსაღ საკვებს;

- ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს; მათ ჰიგიენასა და საკვებს;

- თუ გსურთ განიკურნოთ, გაისუფთავეთ ემოციური სხეული წყენისგან, სევდისა და ნებისმიერი სახის დარდისგან; ილოცეთ, ითხოვეთ პატიება თუ ვინმეს აწყენინეთ და მიუტევეთ თავად თქვენც;

- ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, დაკავდით მიმდინარე საქმეებით - მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მით უფრო ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები აწუხებს.

ეს დაბნელება მარსის გავლენით მოხდება. მნიშვნელოვანია იყოთ მშვიდობისმოყვარე და მეგობრული სხვებთან მიმართებაში, ამიტომ - მოერიდეთ აგრესიას. ნუ იქნებით კონფლიქტურები ან/და კონფლიქტის მიზეზი;

- სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მით უფრო რომ მერკურიც რეტრომოძრაობაში იქნება და დაბნეულობის, ტექნიკის გაუმართაობის მაღალი ალბათობაა მოსალოდნელი.

გახსოვდეთ, რომ დაბნელების დროს დედამიწაზე გროვდება უდიდესი ენერგია, რისკენ მიმართავთ ამ ენერგიას, შენებისა თუ ნგრევისკენ - თქვენს გაცნობიერებულ არჩევანზეა დამოკიდებული.

მერწყული განასახიერებს თავისუფალ ნებას, მოუხმეთ გონიერებას და განსაჯეთ, ღირს კი არსებულ დოგმატურ აზროვნებაში ცხოვრება, თუ სჯობს ახალი მომავლის შენება ფართო ჰორიზონტითა და ახალი უნარ-ჩვევებით.

- დაიწყეთ ახალი ცოდნის და უნარების შეძენა;

- გაიფართოვეთ მსოფლმხედველობა და უფრო გლობალურად შეხედეთ მნიშვნელოვან საკითხებს;

- განავითარეთ ინტუიცია და ენდეთ მის ხმას. ეცადეთ, გააცნობიეროთ ყველა თქვენი ურთიერთობა და არჩევანი. - რაც ხელს გიშლით პროგრესში - ყველაფერს დაემშვიდობეთ! დაუნანებლად დატოვეთ წარსულში!

- ეცადეთ აგრესიის ენერგია შემოქმედებით ენერგიად გარდასახოთ - ხატეთ, წერეთ, შექმენით რისი შექმნაც შეგიძლიათ, სულაც მცირე რემონტი წამოიწყეთ სალხში. ანუ სხვა სიბრტყეში "გადაათამაშეთ" მოსალოდნელი ტენდენციები.

კლიმატური თვალსაზრისით მოსალოდნელია ქარის და ცეცხლის სტიქიის გააქტიურება. იყავით დაკვირვებული, ფრთხილი ამ სტიქიების მიმართ, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ღია ცეცხლს, ან კოცონს ტყეში. წამოსვლისას დარწმუნდით, რომ ბოლომდე ჩააქრეთ ცეცხლის კერა. ზოგადად ცეცხლს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება რამდენიმე თვე (!!!), რათა თავიდან ავიცილოთ ხანძრის გაჩენის საფრთხეები.

გლობალურ დონეზე მოსალოდნელია მსოფლიოში სამხედრო თუ დიპლომატიურ საკითხებში დიდი ცვლილებები. ეს ეხება მით უფრო იმ ქვეყნებს, სადაც დაბნელების გრადუსები რაიმე მნიშვნელოვან კონფიგურაციას ქმნის ქვეყნის ნათალურ რუქასთან.

უნდა გვესმოდეს, რომ მრავალი მოვლენა რაც სამყაროში ხდება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობს კოლექტიური ცნობიერება. ამიტომ, ყველა ვართ პოზიტიურად განწყობილნი და მზად ვართ ახალი სასიკეთო ცვლილებებისთვის! 

გაითვალსწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის!".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ