სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელს, რომელმაც ფოთში, ჩასარიცხი აპარატის ქურდობისას პირს ცეცხლი გაუხსნა, პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელს, რომელმაც ფოთში, ჩასარიცხი აპარატის ქურდობისას პირს ცეცხლი გაუხსნა, პატიმრობა შეეფარდა

ფოთ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ პო­ლი­ცი­ელს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. და­კა­ვე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ცოტა ხნის წინ დას­რულ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მოშ­ვე­ბის შე­სა­ხებ და­ა­ყე­ნა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე ნატ­რუ­ლი აკო­ბი­ამ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პრო­კუ­რო­რის, და­ვით პა­პა­ვას გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე მოწ­მე და ამო­ღე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბა იძ­ლე­ვა იმის სა­ფუძ­ველს, რომ მი­ე­მარ­თათ სა­სა­მარ­თლოს­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგო­ლო­ბით.

“მო­ცე­მულ ეტაპ­ზე არ­სე­ბობ­და ის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ ბრალ­დე­ბულს წარ­დგე­ნო­და ბრა­ლი 116-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლით. საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბე­ბი იძ­ლე­ვა იმის სა­ფუძ­ველს, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­ე­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს­თვის, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, მათი გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ არის ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. არა­ერ­თი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა არის საქ­მე­ში, ამო­ღე­ბუ­ლია სხვა ნივთმტკი­ცე­ბაც“, - გან­მარ­ტა და­ვით პა­პა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატს, იო­სებ ჯა­ნა­ში­ას, ის აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უსა­მარ­თლოს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლო არ აღ­მოჩ­ნდა გამ­ბე­და­ვი.

„პრო­ცეს­ზე არ გა­ნუ­ხი­ლავთ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. მოხ­და ისე, რომ სა­სა­მარ­თლომ ერ­თგვა­რი გა­უ­ბე­და­ვი როლი ითა­მა­შა. მა­შინ, რო­დე­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უარ­გუ­მენ­ტო თე­მე­ბი იქნა მოყ­ვა­ნი­ლი. იყო ერთ-ერთი არ­გუ­მენ­ტი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი არის აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი და ის შე­იძ­ლე­ბა მი­ი­მა­ლოს, თუმ­ცა სას­მარ­თლომ თა­ვის გან­მარ­ტე­ბა­ში გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, მო­მე­ტე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რეს­ზე. თემა გა­მარ­თლდა იმით, რომ თუ არის პირი გარ­დაც­ვლი­ლი და ის არის პო­ლი­ცი­ე­ლის ხე­ლით გარ­დაც­ვლი­ლი, არ გაჩ­ნდეს ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. პირი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ იქნა მო­თავ­სე­ბუ­ლი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი სხდო­მას არ ეს­წრე­ბო­და. რო­გორც ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, მას ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

ფოთ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ პო­ლი­ცი­ელს ბრა­ლი 116 -ე მუხ­ლით გუ­შინ გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 23 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 4 სა­ათ­ზე, ქა­ლაქ ფოთ­ში და­დი­ა­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნინო ჟვა­ნი­ას ქუ­ჩა­ზე, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ას­თან მდე­ბა­რე თან­ხის ჩა­სა­რი­ცხი აპა­რა­ტის ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე, და­კა­ვე­ბი­სას ფო­თის პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, ტა­ბე­ლუ­რი პის­ტო­ლე­ტი­დან გას­რო­ლით თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა ერთ პირს, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

პოლიციელს, რომელმაც ფოთში, ჩასარიცხი აპარატის ქურდობისას პირს ცეცხლი გაუხსნა, პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელს, რომელმაც ფოთში, ჩასარიცხი აპარატის ქურდობისას პირს ცეცხლი გაუხსნა, პატიმრობა შეეფარდა

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებულის უფლებადამცველმა შუამდგომლობა პოლიციელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვების შესახებ დააყენა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარის სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის, დავით პაპავას განმარტებით, საქმეში არსებული რამდენიმე მოწმე და ამოღებული ნივთმტკიცება იძლევა იმის საფუძველს, რომ მიემართათ სასამართლოსთვის აღნიშნული შუამდგოლობით.

“მოცემულ ეტაპზე არსებობდა ის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულს წარდგენოდა ბრალი 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით. საქმეში არსებული მტკიცებულებებები იძლევა იმის საფუძველს, რომ ბრალდების მხარეს მიემართა სასამართლოსთვის, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება მტკიცებულებას, მათი გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ. შემიძლია გითხრათ, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად, რომ ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი დანაშაული. არაერთი მოწმის ჩვენება არის საქმეში, ამოღებულია სხვა ნივთმტკიცებაც“, - განმარტა დავით პაპავამ.

რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, იოსებ ჯანაშიას, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა გამბედავი.

„პროცესზე არ განუხილავთ არანაირი მტკიცებულება. მოხდა ისე, რომ სასამართლომ ერთგვარი გაუბედავი როლი ითამაშა. მაშინ, როდესაც აბსოლუტურად უარგუმენტო თემები იქნა მოყვანილი. იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ბრალდებული არის აფხაზეთიდან დევნილი და ის შეიძლება მიიმალოს, თუმცა სასმართლომ თავის განმარტებაში გაამახვილა ყურადღება, მომეტებულ საზოგადოებრივ ინტერესზე. თემა გამართლდა იმით, რომ თუ არის პირი გარდაცვლილი და ის არის პოლიციელის ხელით გარდაცვლილი, არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები საზოგადოების მხრიდან. პირი აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მოთავსებული წინასწარ პატიმრობაში“, - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრებოდა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მას ტვინის შერყევა აქვს და მისი გადაადგილება არ არის რეკომენდებული.

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალი 116 -ე მუხლით გუშინ გადაუკვალიფიცირდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულის გამო პროკურატურამ პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს