პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არალეგალი მიგრანტები ევროპაში მაფიოზური დაჯგუფების მსხვერპლნი ხდებიან - "ლიბიელი მოზარდები მონებად გაყიდეს..."
არალეგალი მიგრანტები ევროპაში მაფიოზური დაჯგუფების მსხვერპლნი ხდებიან - "ლიბიელი მოზარდები მონებად გაყიდეს..."

ფლო­რენ­ცი­ე­ლი პუბ­ლი­ცის­ტი რა­ფა­ე­ლო რო­ლე­ტო იმ არა­ლე­გალ მიგ­რან­ტებ­ზე წერს, რომ­ლე­ბიც იტა­ლი­ე­ლი და ნი­გე­რი­ე­ლი "ბო­სე­ბის" "დამ­სა­ხუ­რე­ბით", ადა­მი­ა­ნე­ბი­თა და ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში ჩა­ერ­თვნენ. ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მა და ქსე­ლი ტრან­ზი­ტულ ქვეყ­ნებ­ში - იტა­ლი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

"ცნო­ბის­თვის, ახლა უკვე ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხვდე­ბი­ან ის მიგ­რან­ტე­ბი, რო­მელ­თაც ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფომ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, თუმ­ცა, ასე­თი მხო­ლოდ 1%-ია, და­ნარ­ჩე­ნი, არა­ლე­გა­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან და მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში რჩე­ბი­ან, სა­დაც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად აბა­რე­ბენ დო­კუ­მენ­ტებს ლტოლ­ვი­ლის პას­პორ­ტის მი­სა­ღე­ბად, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, მათ მუ­შა­ო­ბა და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ეს პრო­ცე­სი კი რამ­დე­ნი­მე თვეს გრძელ­დე­ბა.

იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ლტოლ­ვი­ლებს შე­უძ­ლი­ათ ცენ­ტრი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, უფრო სწო­რად გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ით და­ტო­ვონ. იტა­ლი­ა­ში ამას "მა­ფი­ის სა­ჩუ­ქარს" უწო­დე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სა­დაც იყე­ნე­ბენ... "სწო­რედ ამ დროს, "თა­ვი­სუ­ფალ სა­ა­თებ­ში", ლტოლ­ვი­ლებ­თან მო­დი­ან "შუ­ა­მავ­ლე­ბი" და მათ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურს სთა­ვა­ზო­ბენ. თან­ხმო­ბის შემ­დეგ იწყე­ბა მათი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა - რამ­დე­ნად შეძ­ლებს ის ამა თუ იმ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბას. მერე კი სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის საქ­მე­ზე ანა­წი­ლე­ბენ. მა­გა­ლი­თად - მშე­ნებ­ლო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ნაკ­ლებს უხ­დი­ან.

ეს მე­თო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია სი­ცი­ლი­ა­ში, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნე­ბი, მათ მხო­ლოდ "იაფ მუშა ხე­ლად" კი არა, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მე­ებ­შიც იყე­ნე­ბენ. ლტოლ­ვი­ლებს დო­კუ­მენ­ტე­ბი არ აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად, მათი იდენ­ტი­ფი­კა­ცია რთულ­დე­ბა და "ბო­სებ­საც" ნაკ­ლე­ბი სა­დარ­დე­ბე­ლი აქვთ," - წერს ფლო­რენ­ცი­ე­ლი პუბ­ლი­ცის­ტი.

The Guardian-სა და Il Fatto Quotidiano-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად ნა­თე­ლი გახ­და, რომ სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით მძი­მე სცე­ნა­რით ვი­თარ­დე­ბა - იქ უკვე არ­სე­ბობს "ნი­გე­რი­უ­ლი მა­ფია", რო­მე­ლიც იტა­ლი­ე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არის და "თა­ვის საქ­მეს აკე­თებს."

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ სქე­მა, რომ­ლი­თაც ნი­გე­რი­უ­ლი მა­ფია მუ­შა­ობს, საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და გავ­ლე­ნი­ან პი­რებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ნი­გე­რი­ი­დან წა­მოყ­ვა­ნილ, ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შა­ოდ მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს ან ოჯა­ხებ­ზე ზე­წო­ლით ემუქ­რე­ბი­ან, იტა­ლი­ა­ში "პატ­რო­ნი" აძ­ლევს და­ახ­ლო­ე­ბით 50 ევ­როს ლი­ბი­ა­სა და ტუ­ნის­ში წა­სას­ვლე­ლად.

მათ ასე­ვე აძ­ლე­ვენ შუ­ა­მავ­ლის კო­ორ­დი­ნა­ტებ­სა და ტე­ლე­ფონს, თუმ­ცა, არ აქვთ არა­ვი­თა­რი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტი. ად­გილ­ზე ჩას­ვლის შემ­დეგ, რე­კა­ვენ შუ­ა­მავ­ლის ნო­მერ­ზე და იწყე­ბენ კონ­ტაქტს ად­გი­ლობ­რივ კონ­ტრა­ბან­დის­ტებ­თან. ეს სწო­რედ ის კა­ტე­გო­რი­აა, რომ­ლე­ბიც მიგ­რან­ტე­ბის გე­მებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბა­სა და უახ­ლო­ეს ქვეყ­ნებ­ში - იტა­ლი­ა­ში, მალ­ტა­სა და ზოგ­ჯერ ეს­პა­ნეთ­ში გა­მოშ­ვე­ბას კუ­რი­რე­ბენ და ძი­რი­თა­დად, ნარ­კო­ტი­კებ­ზე მუ­შა­ო­ბენ.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვა­დაც თან მოჰ­ყვე­ბი­ან, თუმ­ცა, შემ­დეგ, სა­ნა­პი­რო­დან, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მიგ­რან­ტთა ნა­წილს, პირ­და­პირ ზღვა­ში ყრი­ან, რათა სა­ნა­პი­როს დაც­ვას­თან პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­დან აი­რი­დონ და ვიდ­რე ისი­ნი მიგ­რან­ტე­ბის ამოყ­ვა­ნი­თა და გემ­ზე დარ­ჩე­ნი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბი უკვე სამ­შვი­დო­ბოს გა­დი­ან.

ისე­ვე, რო­გორც ნი­გე­რი­ე­ლი გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იტა­ლი­ა­ში მყო­ფი მათი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ბო­სე­ბის­გან იღე­ბენ ინ­სტრუქ­ცი­ებს. კონ­კრე­ტუ­ლად, მათი კარ­ნა­ხით, ყალ­ბი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით ავ­სე­ბენ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რო­მელ­საც შემ­დეგ სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­ში ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად აბა­რე­ბენ. საქ­მე ის არის, რომ იმავდრო­უ­ლად ისი­ნი სა­ე­მიგ­რა­ციო ცენ­ტრებ­ში სხვა ლტოლ­ვი­ლებ­ზეც მუ­შა­ო­ბენ, რათა "შე­სა­ბა­მი­სი კად­რე­ბი იპო­ვონ..."

გა­მო­ცე­მა parstoday.com აქ­ვეყ­ნებს Amnesty International-ის კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით ინფრო­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ასო­ბით შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც ლი­ბი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ზარ­დე­ბი მო­ნე­ბად გა­ყი­დეს.

The Guardian-ის ცნო­ბით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ა­თე­ბის" პე­რი­ოდ­ში, ნი­გე­რი­ელ "ბო­სებ­სა" და იტა­ლი­ელ მა­ფი­ო­ზებს ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად მო­ნო­ბა­ში ჰყავთ - იყე­ნე­ბენ პროს­ტი­ტუ­ცი­ა­სა და სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მე­ებ­ში.

მხო­ლოდ იტა­ლი­ა­ში ათა­სო­ბით ნი­გე­რი­ე­ლი სექს-მონა არ­სე­ბობს, რო­მელ­თა ნამ­დვი­ლი ვი­ნა­ო­ბაც კი არ არის ცნო­ბი­ლი და რომ­ლე­ბიც მუ­ქა­რის ქვეშ უამ­რავ სა­შიშ საქ­მე­ზე მი­დი­ან.

ავტორი:

არალეგალი მიგრანტები ევროპაში მაფიოზური დაჯგუფების მსხვერპლნი ხდებიან - "ლიბიელი მოზარდები მონებად გაყიდეს..."

არალეგალი მიგრანტები ევროპაში მაფიოზური დაჯგუფების მსხვერპლნი ხდებიან - "ლიბიელი მოზარდები მონებად გაყიდეს..."

ფლორენციელი პუბლიცისტი რაფაელო როლეტო იმ არალეგალ მიგრანტებზე წერს, რომლებიც იტალიელი და ნიგერიელი "ბოსების" "დამსახურებით", ადამიანებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩაერთვნენ. ეს დანაშაულებრივი სისტემა და ქსელი ტრანზიტულ ქვეყნებში - იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში ფართოდ არის გავრცელებული.

"ცნობისთვის, ახლა უკვე ევროპის ტერიტორიაზე ხვდებიან ის მიგრანტები, რომელთაც ევროპის რომელიმე სახელმწიფომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა, თუმცა, ასეთი მხოლოდ 1%-ია, დანარჩენი, არალეგალებად ითვლებიან და მიგრაციის ცენტრებში რჩებიან, სადაც ორგანიზებულად აბარებენ დოკუმენტებს ლტოლვილის პასპორტის მისაღებად, რომლის საფუძველზეც, მათ მუშაობა და შენგენის ზონაში გადაადგილება შეუძლიათ. ეს პროცესი კი რამდენიმე თვეს გრძელდება.

იქ ყოფნის პერიოდში, ლტოლვილებს შეუძლიათ ცენტრი რამდენიმე საათით, უფრო სწორად განსაზღვრული დროით დატოვონ. იტალიაში ამას "მაფიის საჩუქარს" უწოდებენ და შესაბამისადაც იყენებენ... "სწორედ ამ დროს, "თავისუფალ საათებში", ლტოლვილებთან მოდიან "შუამავლები" და მათ მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობენ. თანხმობის შემდეგ იწყება მათი ფიზიკური მდგომარეობის შემოწმება - რამდენად შეძლებს ის ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებას. მერე კი სხვადასხვა სიმძიმის საქმეზე ანაწილებენ. მაგალითად - მშენებლობა, სოფლის მეურნეობის სამუშაოები. თუმცა, ადგილობრივებზე რამდენჯერმე ნაკლებს უხდიან.

ეს მეთოდი განსაკუთრებით აქტუალურია სიცილიაში, სადაც ადგილობრივი მაფიოზური კლანები, მათ მხოლოდ "იაფ მუშა ხელად" კი არა, დანაშაულებრივ საქმეებშიც იყენებენ. ლტოლვილებს დოკუმენტები არ აქვთ, შესაბამისად, მათი იდენტიფიკაცია რთულდება და "ბოსებსაც" ნაკლები სადარდებელი აქვთ," - წერს ფლორენციელი პუბლიცისტი.

The Guardian-სა და Il Fatto Quotidiano-ის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ნათელი გახდა, რომ სამხრეთ იტალიაში ყველაფერი გაცილებით მძიმე სცენარით ვითარდება - იქ უკვე არსებობს "ნიგერიული მაფია", რომელიც იტალიელი კრიმინალების მფარველობის ქვეშ არის და "თავის საქმეს აკეთებს."

ჟურნალისტური გამოძიებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სამართალდამცავი უწყების მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ სქემა, რომლითაც ნიგერიული მაფია მუშაობს, საკმაოდ მრავალფეროვანია და გავლენიან პირებთან არის დაკავშირებული - ნიგერიიდან წამოყვანილ, ტრეფიკინგის მსხვერპლ გოგონებს, რომლებიც სამუშაოდ მოტყუებით წაიყვანეს ან ოჯახებზე ზეწოლით ემუქრებიან, იტალიაში "პატრონი" აძლევს დაახლოებით 50 ევროს ლიბიასა და ტუნისში წასასვლელად.

მათ ასევე აძლევენ შუამავლის კოორდინატებსა და ტელეფონს, თუმცა, არ აქვთ არავითარი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ადგილზე ჩასვლის შემდეგ, რეკავენ შუამავლის ნომერზე და იწყებენ კონტაქტს ადგილობრივ კონტრაბანდისტებთან. ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომლებიც მიგრანტების გემებზე გადანაწილებასა და უახლოეს ქვეყნებში - იტალიაში, მალტასა და ზოგჯერ ესპანეთში გამოშვებას კურირებენ და ძირითადად, ნარკოტიკებზე მუშაობენ.

უმეტეს შემთხვევაში, თავადაც თან მოჰყვებიან, თუმცა, შემდეგ, სანაპიროდან, დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მიგრანტთა ნაწილს, პირდაპირ ზღვაში ყრიან, რათა სანაპიროს დაცვასთან პრობლემები თავიდან აირიდონ და ვიდრე ისინი მიგრანტების ამოყვანითა და გემზე დარჩენილების გადანაწილებით არიან დაკავებული, კონტრაბანდისტები უკვე სამშვიდობოს გადიან.

ისევე, როგორც ნიგერიელი გოგონები, რომლებიც იტალიაში მყოფი მათი თანამემამულე ბოსებისგან იღებენ ინსტრუქციებს. კონკრეტულად, მათი კარნახით, ყალბი სახელითა და გვარით ავსებენ დოკუმენტაციას, რომელსაც შემდეგ საემიგრაციო სამსახურში ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად აბარებენ. საქმე ის არის, რომ იმავდროულად ისინი საემიგრაციო ცენტრებში სხვა ლტოლვილებზეც მუშაობენ, რათა "შესაბამისი კადრები იპოვონ..."

გამოცემა parstoday.com აქვეყნებს Amnesty International-ის კვლევაზე დაყრდნობით ინფრომაციას, რომლის თანახმადაც ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ლიბიელი ლტოლვილები, განსაკუთრებით მოზარდები მონებად გაყიდეს.

The Guardian-ის ცნობით, "თავისუფალი საათების" პერიოდში, ნიგერიელ "ბოსებსა" და იტალიელ მაფიოზებს ისინი პრაქტიკულად მონობაში ჰყავთ - იყენებენ პროსტიტუციასა და სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეებში.

მხოლოდ იტალიაში ათასობით ნიგერიელი სექს-მონა არსებობს, რომელთა ნამდვილი ვინაობაც კი არ არის ცნობილი და რომლებიც მუქარის ქვეშ უამრავ საშიშ საქმეზე მიდიან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე