მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა ნებადართული გახდეს
სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა ნებადართული გახდეს

ჯან­დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ეზო­ებ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ ად­გი­ლებ­ში, ნე­ბა­დარ­თუ­ლი გახ­დეს მო­წე­ვა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ცი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აკა­კი ზო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხია ამ კა­ნონ­ში, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ღია სივ­რცე­ებ­ში, გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში 1-ელი მა­ი­სი­დან აკ­რძა­ლუ­ლია მო­წე­ვა, ესაა - სა­მე­დი­ცი­ნო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ეზო­ე­ბი. აკა­კი ზო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მსგავს ად­გი­ლებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის მი­ხედ­ვით, გარ­კვე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა მო­წე­ვის აკ­რძალ­ვა.

მი­სი­ვე თქმით, ამ სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მათ შო­რის, "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სიც" ამ­ბობს, რომ ამ კუ­თხით არის პრობ­ლე­მა.

"კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა იმას, რომ გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში, ეზო­ებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ ად­გი­ლებ­ში და­იშ­ვას მო­წე­ვა. სექ­ტემ­ბერ­ში ინი­ცი­რე­ბას გა­ვა­კე­თებთ და იმე­დია, პარ­ლა­მენტს და­ვარ­წმუ­ნებთ", - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეს არ ეხე­ბა სკო­ლებს, იქ მო­წე­ვა აკ­რძა­ლუ­ლი დარ­ჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­დი­ო­ნებს, სა­დაც მო­წე­ვა 2020 წლი­დან უნდა აიკ­რძა­ლოს, ეს ძა­ლა­ში იქ­ნე­ბა.

აკა­კი ზო­ი­ძემ ასე­ვე თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებ­ში თამ­ბა­ქოს გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­ჟი­სო­რის და­სა­ბუ­თე­ბაა სა­ჭი­რო. "რე­ჟი­სორ­მა უნდა და­ა­სა­ბუ­თოს, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია მხატ­ვრუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის­თვის", - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა ნებადართული გახდეს

სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა ნებადართული გახდეს

ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, ნებადართული გახდეს მოწევა, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე საკითხია ამ კანონში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ღია სივრცეებში, გარკვეულ პირობებში 1-ელი მაისიდან აკრძალულია მოწევა, ესაა - სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოები. აკაკი ზოიძის განცხადებით, მსგავს ადგილებში მონიტორინგის მიხედვით, გარკვეული კონფლიქტების მიზეზი ხდება მოწევის აკრძალვა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები მათ შორის, "თამბაქოს კონტროლის ალიანსიც" ამბობს, რომ ამ კუთხით არის პრობლემა.

"კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ გარკვეულ ადგილებში, ეზოებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დაიშვას მოწევა. სექტემბერში ინიცირებას გავაკეთებთ და იმედია, პარლამენტს დავარწმუნებთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ეს არ ეხება სკოლებს, იქ მოწევა აკრძალული დარჩება. რაც შეეხება სტადიონებს, სადაც მოწევა 2020 წლიდან უნდა აიკრძალოს, ეს ძალაში იქნება.

აკაკი ზოიძემ ასევე თეატრალურ წარმოდგენებში თამბაქოს გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში რეჟისორის დასაბუთებაა საჭირო. "რეჟისორმა უნდა დაასაბუთოს, რომ ეს აუცილებელია მხატვრული ჩანაფიქრისთვის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ