მსოფლიოს მასშტაბით არა ერთი წარმატებული ქართველი ცხოვრობს, რომელთა შესახებ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არავინ იცის. „რეიტინგი“ ამჯერად გაგაცნობთ ახალგაზრდა მუსიკოსს, წარმატებულ დიჯეის, რომელიც იბიცაზე ცხოვრობს. გიორგი ქადარია საქართველოდან რამდენიმე წლის წინ წავიდა და უცხო ქვეყანაში ისეთ წარმატებას მიაღწია, ხვალ მსოფლიოს ნომერ პირველ მუსიკალურ ფესტივალზე Tomorrowland დაუკრავს.
- დიჯეობამ სკოლის ასაკში გამიტაცა. ბოლო კლასებში ვუკრავდი კიდეც, მაგრამ ეს უფრო რადიოს დონეზე იყო, ერთი სიმღერა რომ მორჩება და მეორეს გაუშვებ დაახლოებით ასე. 1999 წელს თბილისში ქულიო ჩამოვიდა, მინდოდა მის კონცერტზე დასწრება, მაგრამ ბილეთი არ მქონდა. მაინც წავედი, ვიფიქრე, იქნებ როგორმე შესვლა მოვახერხო-მეთქი.
ფილარმონიას სამ რიგად ჰქონდა „ალყა შემორტყმული“, შემთხვევით შემხვდა დათო ფორჩხიძე, მომიკითხა და როცა გაიგო შესვლა მინდოდა, მოსაწვევი მომცა. კონცერტის მსვლელობისას ქულიომ იკითხა, გარეპვა ვის შეუძლიაო და მე, კაბუ და კიდევ ერთი ბიჭი აღმოვჩნდით მასთან სცენაზე. პირველად მაშინ ვნახე სცენაზე გაღვივებული დიჯეობა.
- როდის წახვედი საქართველოდან?
- პირველად 2007 წელს წავედი თურქეთში, დაახლოებით ორი წელი იქ ვიმუშავე. თურქეთში გავიცანი ჩემი ცხოვრების სიყვარული, რომელიც ბელგიიდან იყო ჩამოსული და რადგან ის ვერ გადმოვიდოდა ჩვენთან საცხოვრებლად, მე წავედი ბელგიაში. ბელგიაში ჩასვლიდან 8 თვეში ვიშოვე ჩემი პროფესიით სამსახური და პროფესიონალურ დონეზე სწორედ აქედან დავიწყე დიჯეობა.
შემდეგ გადავედი ლონდონში, სადაც ლონდონის წამყვან კლუბებში ვუკრავდი. ლონდონიდან კი ბელგიაში დავბრუნდი და ჯორჯო არმანისთან დავიწყე მუშაობა. განაგრძეთ კითხვა