პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შენობა ტაძრის ნანგრევებსა და იუნკერთა საფლავებზე - როგორ აშენდა პარლამენტი და მთავრობის სასახლე
შენობა ტაძრის ნანგრევებსა და იუნკერთა საფლავებზე - როგორ აშენდა პარლამენტი და მთავრობის სასახლე

სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი გამ­ზი­რი, რო­მე­ლიც შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელს ატა­რებს, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ხში­რად გამ­ხდა­რა სხვა­დას­ხვა ტი­პის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვი­სა და მო­მი­ტინ­გე­თა შეკ­რე­ბის ად­გი­ლი. აქვე აღი­ნიშ­ნე­ბა სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც. სხვა უბ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე მე­ტად ვზრუ­ნავთ მის გა­რეგ­ნულ მხა­რე­ზე, რად­გან ვა­სე­ირ­ნებთ ტუ­რის­ტებს და თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი ამ გამ­ზირ­ზე ერთხელ მა­ინც ხვდე­ბა.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოა გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც ქვეყ­ნის­თვის არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი წყდე­ბო­და და დღე­საც წყდე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ად­გი­ლას ადრე ტა­ძა­რი იდგა. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი კავ­კა­სი­ის ომში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მთი­ელ ხალ­ხთან რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად აღი­მარ­თა და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რუსი წმინ­და­ნის ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის სა­ხელს ატა­რებ­და.

მშე­ნებ­ლო­ბა 1871 წელს და­ი­წყო, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო მა­ლე­ვე შე­ჩერ­და. მშე­ნებ­ლო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნახ­ლდა და 1897 წელს უკვე მზა ტა­ძა­რი სა­ზე­ი­მოდ ეკურ­თხა. ტა­ძა­რი არა­ერ­თი წელი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და მუდ­მი­ვი მრევ­ლიც ჰყავ­და. 1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში ტაძ­რის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო სკო­ლის სტუ­დენ­ტე­ბი, ე. წ. იუნ­კე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წი­თელ მე-11 არ­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში და­ი­ღუპ­ნენ.

როცა საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის აგე­ბა გა­და­წყდა, მის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბად ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი მა­გის­ტრა­ლი, ნე­ვე­ლის ტაძ­რის შე­ნო­ბის ად­გი­ლი შე­ირ­ჩა და 1930 წლის 7 თე­ბერ­ვალს საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბამ ტაძ­რის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო.

მას შემ­დეგ, დღე­საც, თბი­ლი­სელ­თა ნა­წი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბი­სა და სის­ხლის ღვრის მი­ზე­ზი, რაც ამ ად­გი­ლას მომ­ხდა­რა, შე­ნო­ბის სა­ძირ­კველ­ში მოქ­ცე­უ­ლი ტაძ­რის ნაშ­თე­ბია. ალ­ბათ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც სმე­ნია ფრა­ზე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ტაძ­რის ად­გი­ლას აგე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი შე­ნო­ბის ბედი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი, და რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა და მის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რია და­წყევ­ლი­ლია.

მა­შინ­ვე გვახ­სენ­დე­ბა 1989 წლის 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დია, 1991-1992 წლის ე. წ. "სა­მო­ქა­ლა­ქო" ომი, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ქარ­თვე­ლის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, კი­დევ უფრო ცხა­დად გვახ­სოვს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის სის­ხლი­ა­ნი და­სას­რუ­ლი და უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი არა­ერ­თი სხვა ავ­ბე­დი­თი დღე.

ას­ტრო­ლო­გებ­სა და პა­რაფ­სი­ქო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი, ან უწინ სა­საფ­ლა­ო­ე­ბი იყო, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის, კორ­პუ­სე­ბის ან სხვა ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აგე­ბა. ად­გილს, რო­მე­ლიც ერთ დროს ეკ­ლე­სი­ას ეკა­ვა და სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­თა გამო და­ზი­ან­და ან და­ა­ინ­გრი­ეს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უბ­რუნ­დეს პირ­ვან­დე­ლი ფუნ­ქცია. ამის მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავთ ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ბოლო ათწლე­უ­ლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­გვა­რი ტი­პის ვნე­ბა­თა­ღელ­ვის ეპი­ცენ­ტრი ხდე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც 1930 წელს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის აგე­ბის იდეა გაჩ­ნდა, 1932 წლის დად­გე­ნი­ლე­ბით, შე­იქ­მნა მშე­ნებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი და მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის პრო­ექ­ტზე კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და. პრო­ექ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა წა­რად­გი­ნეს და სა­ბო­ლო­ოდ, მოს­კო­ვუ­რი ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მელ­საც იმ პე­რი­ო­დის ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ, გა­ი­მარ­ჯვა ვიქ­ტორ კო­კო­რი­ნი­სა და გი­ორ­გი ლეჟა­ვას პრო­ექ­ტმა.

1933 წლის 17 სექ­ტემ­ბერს მშე­ნებ­ლო­ბას სა­ფუძ­ვე­ლი სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ე­ყა­რა და მას მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ეს­წრნენ. მშე­ნებ­ლო­ბის უფ­რო­სად არ­ქი­ტექ­ტუ­რის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი სიკო ფი­ცხე­ლა­უ­რი და­ნიშ­ნეს.

მშე­ნებ­ლო­ბა ორ ეტა­პად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და: 1933-1938 და 1946-1953 წლებ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად აშენ­და შე­ნო­ბის უკა­ნა, ანუ ბ კორ­პუ­სი, შემ­დგომ წინა, ა მთა­ვა­რი კორ­პუ­სი, სა­დაც უნდა გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი ორ­გა­ნო­ე­ბი - უმაღ­ლე­სი საბ­ჭო და მი­ნის­ტრთა საბ­ჭო. ნა­გე­ბო­ბა რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი­დან (ასე ერ­ქვა მას და არა გამ­ზი­რი) 13 მეტ­რით სიღ­რმე­ში იყო შე­სუ­ლი, რაც მის აღ­ქმას აად­ვი­ლებ­და და უკეთ აჩენ­და ნა­გე­ბო­ბის მას­შტა­ბებს.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის ბო­ლოს რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე აი­ყა­რა ტრამ­ვა­ის ლი­ან­და­გი, და­ი­გო ას­ფალ­ტი და მას­ზე ტრო­ლე­ი­ბუ­სე­ბის მი­მოს­ვლა გა­ჩაღ­და. მშე­ნებ­ლო­ბის მე­ო­რე ეტაპ­ზე კო­კო­რი­ნი­სა და ლეჟა­ვას პრო­ექ­ტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და თა­ვი­სი შეს­წო­რე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა არ­ქი­ტექ­ტორ­მა ვლა­დი­მერ ინა­სა­რი­ძემ. სა­ბო­ლო­ოდ მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის შე­ნო­ბის აგე­ბა ამ სამი არ­ქი­ტექ­ტო­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1965 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მხა­რეს, შე­ნო­ბის კი­ბის წინ, კვარ­ცხლბეკ­ზე და­იდ­გა ორი მო­ნუ­მენ­ტუ­რი კომ­პო­ზი­ცია. აქვე გა­ამ­წვა­ნეს ტე­რა­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ­ში შად­რევ­ნებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. ამ მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ პე­რი­ო­დუ­ლი პრე­სი­სა და სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის ძებ­ნი­სას კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სი­ტყვებს გა­და­ვა­წყდით:

"...თბი­ლი­სის სი­ა­მა­ყეა მთავ­რო­ბის ახა­ლი სა­სახ­ლე. როცა ამ ახა­ლი სა­სახ­ლის ფა­სადს კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, უთუ­ოდ დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ნამ­დვი­ლი ხუ­როთ­მო­ძღვა­რი ახერ­ხებს, ქვაც აა­მე­ტყვე­ლოს. სადა, მაგ­რამ გრან­დი­ო­ზუ­ლი, დარ­ბა­ის­ლუ­რი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბა მჟღავ­ნდე­ბა თვა­ლის­მოკ­ვრის უმალ­ვე ამ შე­ნო­ბის პირ­ველ ფა­სად­ზე...

სი­დარ­ბა­ის­ლე, სი­დი­ა­დე და სი­სა­და­ვე მო­ცე­მუ­ლია კლა­სი­კურ მკაცრ პრო­პორ­ცი­ებ­ში. მზის­ფე­რი ბოლ­ნი­სუ­რი ტუფი მალე უფრო და უფრო ფერს გა­ა­ღებს. სა­დარ­ბა­ზო ვეს­ტი­ბი­ულ­ში შეს­ვლი­სუ­მალ­ვე ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პორ­ტა­ლია, ეკ­ლა­რის ქვა­ზე ამოკ­ვე­თი­ლი ჩუ­ქურ­თმე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბით.

მათი მო­ტი­ვე­ბი ბექა ოპი­ზა­რის ჭე­დუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბი­დან უსეს­ხე­ბი­ათ ამ სა­სახ­ლის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს - აკად. ვიქ­ტორ კო­კო­რინ­სა და არქ. გი­ორ­გი ლეჟა­ვას. ასე­თი ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ მო­უხ­დე­ნია არც ერთ ჩუ­ქურ­თმას. ამ სა­სახ­ლის გვერ­დით ჩავ­ლი­სას, თით­ქმის ყო­ველ­თვის აღ­მეძ­ვრე­ბო­და ხოლ­მე სურ­ვი­ლი, ისევ შე­ვი­დე იმ ვეს­ტი­ბი­ულ­ში, კი­დევ და კი­დევ მო­ვავ­ლო იმ ჩუ­ქურ­თმას თვა­ლი.

დიდ ქმნი­ლე­ბებს სჩ­ვე­ვია აგრე, სუ­ლერ­თია, წიგ­ნი იქ­ნე­ბა იგი თუ რო­მე­ლი­მე ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი დე­ტა­ლი, კი­დევ და კი­დევ გინ­და წა­ი­კი­თხო, ისევ და ისევ მო­ავ­ლო თვა­ლი. რა უნდა ით­ქვას ასე­თი ქმნი­ლე­ბის გამო: ერ­თა­დერ­თი სი­ტყვა: ბრწყინ­ვა­ლეა"!.. - ასე აფა­სებ­და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ამ შე­ნო­ბას და მის მო­საზ­რე­ბას ბევ­რი ეთან­ხმე­ბა.

მთავ­რო­ბის სა­სახ­ლედ წო­დე­ბუ­ლი შე­ნო­ბა მარ­თლაც ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­გე­ბო­ბაა ჩვენს ქა­ლაქ­ში. ალ­ბათ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია მა­შინ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ წლე­ბის შემ­დეგ მისი შვი­ლი, ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის ორ წე­ლი­წადს სწო­რედ ამ შე­ნო­ბის კედ­ლებ­ში გა­ა­ტა­რებ­და...

ანა კა­ლან­და­ძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
0

შეიძლება შენობა განსაკუთრებული არქიტექტურით არ გამოირჩევა, მაგრამ მოპირკეთება არის უზადო, ისეთი სამშენებლო მასალების საბადოები როგორიც საქართველოშია ბევრ ქვეყანას შეშურდება

ნანი
0

ნეველის ეკლესიას რომ საქართველოში არაფერი ესაქმება, ამას რად უნდა მტკიცება, ქართველ მეფეებს არავინ ახსენებდა და რუსისთვის უნდა ეცათ თაყვანი ქართველებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

შენობა ტაძრის ნანგრევებსა და იუნკერთა საფლავებზე - როგორ აშენდა პარლამენტი და მთავრობის სასახლე

შენობა ტაძრის ნანგრევებსა და იუნკერთა საფლავებზე - როგორ აშენდა პარლამენტი და მთავრობის სასახლე

საქართველოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, ჩვენს რეალობაში ხშირად გამხდარა სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქციის გამართვისა და მომიტინგეთა შეკრების ადგილი. აქვე აღინიშნება საზეიმო ღონისძიებებიც. სხვა უბნებთან შედარებით, ყველაზე მეტად ვზრუნავთ მის გარეგნულ მხარეზე, რადგან ვასეირნებთ ტურისტებს და თბილისში ჩამოსული ყველა უცხოელი სტუმარი ამ გამზირზე ერთხელ მაინც ხვდება.

რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა განთავსებული, სადაც ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა და დღესაც წყდება. პარლამენტის შენობის ადგილას ადრე ტაძარი იდგა. მართლმადიდებლური ქრისტიანული საკათედრო ტაძარი კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუა საუკუნეების რუსი წმინდანის ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებდა.

მშენებლობა 1871 წელს დაიწყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მალევე შეჩერდა. მშენებლობა მოგვიანებით განახლდა და 1897 წელს უკვე მზა ტაძარი საზეიმოდ ეკურთხა. ტაძარი არაერთი წელი ფუნქციონირებდა და მუდმივი მრევლიც ჰყავდა. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაკრძალეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები, ე. წ. იუნკერები, რომლებიც წითელ მე-11 არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

როცა საბჭოთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით თბილისის მთავრობის სასახლის აგება გადაწყდა, მის ადგილმდებარეობად ქალაქის მთავარი მაგისტრალი, ნეველის ტაძრის შენობის ადგილი შეირჩა და 1930 წლის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყო.

მას შემდეგ, დღესაც, თბილისელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ მრავალი უბედურებისა და სისხლის ღვრის მიზეზი, რაც ამ ადგილას მომხდარა, შენობის საძირკველში მოქცეული ტაძრის ნაშთებია. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სმენია ფრაზები იმის შესახებ, რომ ტაძრის ადგილას აგებული ნებისმიერი შენობის ბედი წარუმატებლობისთვისაა განწირული, და რომ პარლამენტის შენობა და მის გარშემო ტერიტორია დაწყევლილია.

მაშინვე გვახსენდება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991-1992 წლის ე. წ. "სამოქალაქო" ომი, რომელმაც არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ უფრო ცხადად გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის სისხლიანი დასასრული და უახლოეს წარსულში მომხდარი არაერთი სხვა ავბედითი დღე.

ასტროლოგებსა და პარაფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ იმ ადგილას, სადაც ადამიანები არიან დაკრძალული, ან უწინ სასაფლაოები იყო, არ შეიძლება საცხოვრებელი სახლების, კორპუსების ან სხვა ტიპის დაწესებულების აგება. ადგილს, რომელიც ერთ დროს ეკლესიას ეკავა და სხვადასხვა მიზეზთა გამო დაზიანდა ან დააინგრიეს, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პირვანდელი ფუნქცია. ამის მაგალითად მოჰყავთ ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ბოლო ათწლეულებია საქართველოში ყოველგვარი ტიპის ვნებათაღელვის ეპიცენტრი ხდება.

მას შემდეგ, რაც 1930 წელს პარლამენტის შენობის აგების იდეა გაჩნდა, 1932 წლის დადგენილებით, შეიქმნა მშენებლობის კომიტეტი და მთავრობის სასახლის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა. პროექტები სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების არქიტექტორებმა წარადგინეს და საბოლოოდ, მოსკოვური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორები წარმოადგენდნენ, გაიმარჯვა ვიქტორ კოკორინისა და გიორგი ლეჟავას პროექტმა.

1933 წლის 17 სექტემბერს მშენებლობას საფუძველი საზეიმო ვითარებაში ჩაეყარა და მას მთავრობის წარმომადგენლები, არქიტექტორები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრნენ. მშენებლობის უფროსად არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი სიკო ფიცხელაური დანიშნეს.

მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობდა: 1933-1938 და 1946-1953 წლებში. თავდაპირველად აშენდა შენობის უკანა, ანუ ბ კორპუსი, შემდგომ წინა, ა მთავარი კორპუსი, სადაც უნდა განთავსებულიყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოები - უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო. ნაგებობა რუსთაველის პროსპექტიდან (ასე ერქვა მას და არა გამზირი) 13 მეტრით სიღრმეში იყო შესული, რაც მის აღქმას აადვილებდა და უკეთ აჩენდა ნაგებობის მასშტაბებს.

გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს რუსთაველის პროსპექტზე აიყარა ტრამვაის ლიანდაგი, დაიგო ასფალტი და მასზე ტროლეიბუსების მიმოსვლა გაჩაღდა. მშენებლობის მეორე ეტაპზე კოკორინისა და ლეჟავას პროექტში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო და თავისი შესწორებები შეიტანა არქიტექტორმა ვლადიმერ ინასარიძემ. საბოლოოდ მთავრობის სასახლის შენობის აგება ამ სამი არქიტექტორის სახელს უკავშირდება.

მოგვიანებით, 1965 წლის შემოდგომაზე, რუსთაველის გამზირის მხარეს, შენობის კიბის წინ, კვარცხლბეკზე დაიდგა ორი მონუმენტური კომპოზიცია. აქვე გაამწვანეს ტერასებიც, რომლებიც შემდეგში შადრევნებმა ჩაანაცვლა. ამ მშენებლობის შესახებ პერიოდული პრესისა და სხვა ინფორმაციის ძებნისას კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს გადავაწყდით:

"...თბილისის სიამაყეა მთავრობის ახალი სასახლე. როცა ამ ახალი სასახლის ფასადს კარგად დააკვირდებით, უთუოდ დარწმუნდებით, რომ ნამდვილი ხუროთმოძღვარი ახერხებს, ქვაც აამეტყველოს. სადა, მაგრამ გრანდიოზული, დარბაისლური და შთამაგონებელი დიდებულება მჟღავნდება თვალისმოკვრის უმალვე ამ შენობის პირველ ფასადზე...

სიდარბაისლე, სიდიადე და სისადავე მოცემულია კლასიკურ მკაცრ პროპორციებში. მზისფერი ბოლნისური ტუფი მალე უფრო და უფრო ფერს გააღებს. სადარბაზო ვესტიბიულში შესვლისუმალვე ორი შესანიშნავი პორტალია, ეკლარის ქვაზე ამოკვეთილი ჩუქურთმებით დამშვენებული მცენარეული სახეობებით.

მათი მოტივები ბექა ოპიზარის ჭედური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებიდან უსესხებიათ ამ სასახლის პროექტის ავტორებს - აკად. ვიქტორ კოკორინსა და არქ. გიორგი ლეჟავას. ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება არ მოუხდენია არც ერთ ჩუქურთმას. ამ სასახლის გვერდით ჩავლისას, თითქმის ყოველთვის აღმეძვრებოდა ხოლმე სურვილი, ისევ შევიდე იმ ვესტიბიულში, კიდევ და კიდევ მოვავლო იმ ჩუქურთმას თვალი.

დიდ ქმნილებებს სჩვევია აგრე, სულერთია, წიგნი იქნება იგი თუ რომელიმე ხუროთმოძღვრული დეტალი, კიდევ და კიდევ გინდა წაიკითხო, ისევ და ისევ მოავლო თვალი. რა უნდა ითქვას ასეთი ქმნილების გამო: ერთადერთი სიტყვა: ბრწყინვალეა"!.. - ასე აფასებდა კონსტანტინე გამსახურდია ამ შენობას და მის მოსაზრებას ბევრი ეთანხმება.

მთავრობის სასახლედ წოდებული შენობა მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა ჩვენს ქალაქში. ალბათ კონსტანტინე გამსახურდია მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი შვილი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდებოდა და თანამდებობაზე ყოფნის ორ წელიწადს სწორედ ამ შენობის კედლებში გაატარებდა...

ანა კალანდაძე