ნიუ-იორკის პროკურატურამ 25 პირს, რომელთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წაუყენა. პროკურორ ჯოფრი ბერმანის განცხადებით, ბრალდებულები მონაწილეობდნენ თაღლითურ სქემებში და ყალბ ინტერნეტ განცხადებებს ათავსებდნენ მანქანების გაყიდვასთან დაკავშირებით. არარსებული ავტომობილების სანაცვლოდ კი, თანხებს იღებდნენ. ამ მომენტისთვის 25 ბრალდებულიდან 11 პირი დაკავებულია. აღნიშნული თაღლითური სქემის მეშვეობით ჯგუფმა მოტყუებული მოქალაქეებისგან საერთო ჯამში 4 მილიონი დოლარი მიიღო. დანაშაულებრივი ჯგუფი 2016 წლიდან ახორციელებდა თაღლითურ ოპერაციებს.