პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა
ბიძინა ივანიშვილი - ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ხში­რად ვახ­სე­ნებ­დი, რომ ორმა ბან­კმა გა­და­ჭა­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში „აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა მაკა ცინ­ცა­ძეს­თან ერ­თად“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა იყო ის ძი­რი­თა­დი და მძი­მე შე­კი­თხვა, რაც მას ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან ჰქონ­და.

"ეს არ იყო შეც­დო­მა. ეს მე მას ჩა­ვუთ­ვა­ლე გა­დაც­დო­მად და თვი­თო­ნაც იცავ­და ამ პო­ზი­ცი­ას, რომ უფრო ადრე უნდა შე­მო­ღე­ბუ­ლი­ყო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ბან­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ვნა­ხეთ UNICEF-ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რაც ჩემ­თვის იყო ტრა­გი­კუ­ლი. ძა­ლი­ან მძი­მედ ვი­ყა­ვი რამ­დე­ნი­მე დღე, რო­დე­საც ვნა­ხე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს პო­ლი­ტი­კა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შემ­დგომ სი­ღა­რი­ბის ზღვა­რი გა­უ­უ­ა­რეს­და და უა­რე­სი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. ამა­ში ლო­მის წვლი­ლი ჰქონ­და სწო­რედ ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას. ეს იყო ის, რაც თვე არ გა­ვი­დო­და, რომ კვი­რი­კაშ­ვი­ლის­თვის არ შე­მეხ­სე­ნე­ბი­ნა. ეს იყო ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი, რა­შიც, შე­იძ­ლე­ბა ვათ­ქვათ, რომ მე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ხში­რად ვახ­სე­ნებ­დი, რომ ორმა ბან­კმა გა­და­ჭა­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა. ხალ­ხი ბან­კის ვა­ლე­ბი­დან ვე­ღარ ამო­დის და ეს არის არა­ნორ­მა­ლუ­რი. ამ ფონ­ზე რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" და „თი­ბი­სი ბან­კი“ მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზე არი­ან რენ­ტა­ბე­ლო­ბის მხრივ, სა­ა­მა­ყო შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად მე­ო­რე მხრი­დან ვხე­დავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლის მე­სა­მედ­ზე მეტს ბან­კის პრო­ცენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში იხ­დის და ეს არის უკვე სირ­ცხვი­ლი. ეს ორი კომ­პო­ნენ­ტი ერ­თად არის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ ბან­კებს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ უნდა გაჩ­ნდეს გან­ცდა, რომ ის ბან­კე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია.

"პი­რი­ქით, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბია, ჩვენ მათ მაქ­სი­მა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა უნდა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ და მე ამის მზო­ბაც გა­მაჩ­ნია, მაგ­რამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და კო­ო­ორ­დი­ნა­ცია ამავდრო­უ­ლად მთავ­რო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა და ეს უნდა მომ­ხდა­რი­ყო დრო­უ­ლად", - დას­ძი­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ბიძინა ივანიშვილი - ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა

ბიძინა ივანიშვილი - ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, ჭარბვალიანობა იყო ის ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რაც მას ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ჰქონდა.

"ეს არ იყო შეცდომა. ეს მე მას ჩავუთვალე გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ UNICEF-ის კვლევის შედეგები, რაც ჩემთვის იყო ტრაგიკული. ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წვლილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ეს იყო ის, რაც თვე არ გავიდოდა, რომ კვირიკაშვილისთვის არ შემეხსენებინა. ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც, შეიძლება ვათქვათ, რომ მე პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური. ამ ფონზე რომ "საქართველოს ბანკი" და „თიბისი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად მეორე მხრიდან ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის უკვე სირცხვილი. ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებელი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ და საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ის ბანკების წინააღმდეგია.

"პირიქით, ეს აუცილებელი სტრუქტურებია, ჩვენ მათ მაქსიმალური დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და მე ამის მზობაც გამაჩნია, მაგრამ რეგულაციები და კოოორდინაცია ამავდროულად მთავრობის მოვალეობაა და ეს უნდა მომხდარიყო დროულად", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები