სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილის წინ ერთმანეთს ჩაეხუტნენ..." - საბერძნეთში მსხვერპლი გაიზარდა
"სიკვდილის წინ ერთმანეთს ჩაეხუტნენ..." - საბერძნეთში მსხვერპლი გაიზარდა

სა­ბერ­ძნეთ­ში, ათენ­თან ახ­ლოს ტყე­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 60-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ბი­ბი­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ერ­დე­ბა ქა­რიც, რაც ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს. ყვე­ლა­ზე მე­ტად სო­ფე­ლი მატი და­ზა­რალ­და, დამ­წვა­რია სახ­ლე­ბი, მან­ქა­ნე­ბი.

მაშ­ვე­ლებ­მა 26 ზრდას­რუ­ლი­სა და ბავ­შვე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ერ­თმა­ნეთს ეხუ­ტე­ბოდ­ნენ. ცე­ცხლმა ისი­ნი ზღვი­დან სულ რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით იმ­სხვერ­პლა.

„მშობ­ლებ­მა შვი­ლებ­თან ერ­თად სცა­დეს გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ას­წრეს. რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ და­სას­რუ­ლი ახ­ლოვ­დე­ბო­და, ინ­სტიქ­ტუ­რად ჩა­ე­ხუტ­ნენ ერ­თმა­ნეთს,“ - ამ­ბობს სა­ბერ­ძნე­თის წი­თე­ლი ჯვრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კოს ეკო­ნო­მო­პუ­ლო­სი.

და­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში უამ­რა­ვი ზარი შე­ვი­და.

მატი რა­ფი­ნას რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. კუ­რორ­ტი პო­პუ­ლა­რუ­ლია ად­გი­ლობ­რივ ტუ­რის­ტებს შო­რის. ბა­ნა­კებ­ში, უმე­ტე­სად, პენ­სი­ო­ნე­რე­ბი და ბავ­შვე­ბი ის­ვე­ნე­ბენ.

სტი­ქი­ას ასო­ბით მე­ხან­ძრე ებ­რძვის. ოპე­რა­ცი­ა­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის მაშ­ვე­ლე­ბი და ტექ­ნი­კაც ჩა­ერ­თო.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ალექ­სის ციპ­რას­მა სამდღი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

„რაც აღ­მო­სავ­ლეთ ატი­კა­ში ხდე­ბა, სრუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თია. ჩა­ვუ­ა­რე ასო­ბით დამ­წვარ მან­ქა­ნას და სახ­ლს, მი­ვაღ­წიე ეზომ­დე, სა­დაც პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უამ­რა­ვი გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი იპო­ვეს.

ვხე­დავ­დი, რო­გორ იწ­ვნენ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, მათ ბოლი ფა­რავ­დათ, ჰა­ერ­ში ტოქ­სი­კუ­რი ნამ­წვის სუნი იდგა. გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა ტუ­რის­ტი იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ მი­ახ­ლო­ე­ბა ყვე­ლას აუკ­რძა­ლა, მაშ­ვე­ლე­ბის გარ­და,“ - წერს „ბი­ბი­სის­თვის“ კოს­ტას კო­უ­კუ­მა­კა­სი მა­ტი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"სიკვდილის წინ ერთმანეთს ჩაეხუტნენ..." - საბერძნეთში მსხვერპლი გაიზარდა

"სიკვდილის წინ ერთმანეთს ჩაეხუტნენ..." - საბერძნეთში მსხვერპლი გაიზარდა

საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყეში გაჩენილ ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ბიბისის“ ინფორმაციით, ძლიერდება ქარიც, რაც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს. ყველაზე მეტად სოფელი მატი დაზარალდა, დამწვარია სახლები, მანქანები.

მაშველებმა 26 ზრდასრულისა და ბავშვების ცხედრები იპოვეს, რომლებიც, სავარაუდოდ, გარდაცვალების დროს ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ცეცხლმა ისინი ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით იმსხვერპლა.

„მშობლებმა შვილებთან ერთად სცადეს გაქცეულიყვნენ, თუმცა გადარჩენა ვერ მოასწრეს. როდესაც მიხვდნენ, რომ დასასრული ახლოვდებოდა, ინსტიქტურად ჩაეხუტნენ ერთმანეთს,“ - ამბობს საბერძნეთის წითელი ჯვრის ხელმძღვანელი ნიკოს ეკონომოპულოსი.

დაკარგულების შესახებ სამაშველო სამსახურში უამრავი ზარი შევიდა.

მატი რაფინას რეგიონში მდებარეობს. კურორტი პოპულარულია ადგილობრივ ტურისტებს შორის. ბანაკებში, უმეტესად, პენსიონერები და ბავშვები ისვენებენ.

სტიქიას ასობით მეხანძრე ებრძვის. ოპერაციაში სხვა ქვეყნების მაშველები და ტექნიკაც ჩაერთო.

პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

„რაც აღმოსავლეთ ატიკაში ხდება, სრული ჯოჯოხეთია. ჩავუარე ასობით დამწვარ მანქანას და სახლს, მივაღწიე ეზომდე, სადაც პოლიციის ინფორმაციით, უამრავი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.

ვხედავდი, როგორ იწვნენ მიცვალებულები, მათ ბოლი ფარავდათ, ჰაერში ტოქსიკური ნამწვის სუნი იდგა. გარდაცვლილთა უმეტესობა ტურისტი იყო.

მოგვიანებით პოლიციამ მიახლოება ყველას აუკრძალა, მაშველების გარდა,“ - წერს „ბიბისისთვის“ კოსტას კოუკუმაკასი მატიდან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე