პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და მე­რაბ მორ­ჩა­ძე კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო, რო­მელ­მაც პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლო სუ­ბე­ლი­ა­ნი­სა და მორ­ჩა­ძის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­და­სინ­ჯვის სა­კი­თხზე მსჯე­ლობ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბას ითხოვ­და. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი მხრი­დან მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა სუ­ბე­ლი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ სა­სა­მარ­თლოს 5 000 -ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა. რო­გორც ად­ვო­კატ­მა პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბა არის არა­სა­მარ­თლი­ა­ნი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი.

"სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია, რომ სუ­ბე­ლი­ან­მა შე­საძ­ლოა მოწ­მე­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. არ­სე­ბობს ყვე­ლა პი­რო­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ სუ­ბე­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს 5 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ხით", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბე­ლი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა.

სა­სა­მარ­თლოს 20 000 - ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა მე­რაბ მორ­ჩა­ძის დაც­ვის მხა­რემ. ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, მორ­ჩა­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

სა­სა­მარ­თლომ ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი არც ერთი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი - სუ­ბე­ლი­ა­ნი და მორ­ჩა­ძე კვლავ წი­ნას­წრ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 9 ივ­ნისს და­ა­კა­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­რაბ მორ­ჩა­ძეს, ის მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 372-ე მუხ­ლით, 8 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს.

მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო, რომელმაც პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო სუბელიანისა და მორჩაძის მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობდა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მირზა სუბელიანის უფლებადამცველმა სუბელიანის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 5 000 -ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. როგორც ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვება არის არასამართლიანი და არაადეკვატური.

"სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდების მხარის პოზიცია, რომ სუბელიანმა შესაძლოა მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს. არსებობს ყველა პირობა საიმისოდ, რომ სუბელიანი პატიმრობიდან გათავისუფლდეს 5 000 ლარიანი გირაოს სახით", - განაცხადა სუბელიანის ადვოკატმა.

სასამართლოს 20 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა მერაბ მორჩაძის დაცვის მხარემ. ამასთან, ადვოკატის თქმით, მორჩაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ პრობლემები აქვს.

სასამართლომ ადვოკატების მიერ წარდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული - სუბელიანი და მორჩაძე კვლავ წინასწრ პატიმრობაში რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავა. რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, ის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ