საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ორი დაკარგული მოქალაქიდან ერთი იპოვეს. როგორც იოსებ ნანობაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდაა.
„ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ხანძრის ეპიცენტრში იყო, კონტაქტზე გამოვიდა. ის ახლა ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ არის, მეორეს ვეძებთ“, - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.
იხილეთ ვიდეო: საბერძნეთში, ხანძრის ეპიცენტრში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთი იპოვეს