პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუსაძლისი სიცხე, ხანძრები, წყალდიდობები - ის, რაზეც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ
გაუსაძლისი სიცხე, ხანძრები, წყალდიდობები - ის, რაზეც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ

თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ზა­ფხუ­ლი წელს უჩ­ვე­უ­ლოდ ცხე­ლია. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ია­პო­ნი­ა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ რე­კორ­დულ ნიშ­ნულს მი­აღ­წია. ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ტო­კი­ო­დან 65 კმ-ს და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს, 41.1 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და. ძლი­ერ­მა სი­ცხემ ქვე­ყა­ნა­ში სულ მცი­რე 44 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის სხვა ქვეყ­ნებ­შიც - ჩრდი­ლო და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში რე­კორ­დუ­ლი 40 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და.

ტემ­პე­რა­ტუ­რის ასე­თი მკვეთ­რი მა­ტე­ბა სით­ბუ­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის შე­დე­გია, რის შე­სა­ხე­ბაც მეც­ნი­ე­რე­ბი მსოფ­ლი­ოს დიდი ხა­ნია, აფრ­თხი­ლე­ბენ.

"კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გე­ბი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი უკვე აღარ არის. ის ვლინ­დე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, წყალ­დი­დო­ბე­ბით, გვალ­ვი­თა და ხან­ძრე­ბით. ამ ყვე­ლა­ფერს მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ", - გა­ნა­ცხა­და კლი­მა­ტის მკვლე­ვარ­მა მეც­ნი­ერ­მა მა­იკლ მან­მა.

ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მა­ღა­ლია სკან­დი­ნა­ვი­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზეც. შვე­დეთ­ში, ფინ­ლან­დი­ა­სა და ნორ­ვე­გი­ა­ში 32 გრა­დუსს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ძლი­ე­რი სი­ცხის გამო ხან­ძა­რი გაჩ­ნდა შვე­დეთ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დახ­მა­რე­ბა სხვა ქვეყ­ნებს სთხო­ვა - მათ შო­რის იტა­ლი­ას, რო­მელ­საც ხან­ძრებ­თან ბრძო­ლის მეტი რე­სურ­სი აქვს.

ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, ცე­ცხლი ტყე­ში გაჩ­ნდა და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს მო­ე­დო. გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 80-ს მი­აღ­წია გა­და­ა­ჭარ­ბა, და­შა­ვე­ბუ­ლია 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ნა­ლე­ქი დიდი ხა­ნია, არ მო­სუ­ლა და ტემ­პე­რა­ტუ­რაც რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლია.

ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში, სა­ჰა­რას უდაბ­ნო­ში სი­ცხე არა­ვის უკ­ვირს, თუმ­ცა 5 ივ­ლისს ალ­ჟირ­ში, ქა­ლაქ ოუ­არ­გლა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 51 გრა­დუს ცელ­სი­უს­ზე მეტი იყო.

რე­კორ­დუ­ლი სი­ცხე და­ფიქ­სირ­და ჩრდი­ლო ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზეც. კა­ნა­და­ში, მონ­რე­ალ­ში 2 ივ­ლისს 36.6 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი იყო, ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო სულ მცი­რე 70 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა კვე­ბე­კის პრო­ვინ­ცი­ა­ში.

ასე­ვე უჩ­ვე­უ­ლოდ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლია აშშ-ში, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რამ 42-43 გრა­დუსს მი­აღ­წია. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ებ­რძვი­ან ტყის ხან­ძარს.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ ქა­ლა­ქებს შო­რის მოხ­ვდა თბი­ლი­სიც - Washington Post წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში 4 ივ­ლისს 40.5 ცელ­სი­უ­სი და­ფიქ­სირ­და.

„კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო სი­ცხეც და ნა­ლე­ქიც მეტი იქ­ნე­ბა, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი, ვიდ­რე აქამ­დე,“ - ამ­ბობს ტე­ხა­სის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­მა­ტის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რი კა­ტა­რინ ჰე­იჰოუ.

მზად არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხან­ძრებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად?

გა­სულ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ებ­ში ხან­ძა­რი არა­ერ­თხელ გაჩ­ნდა. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ლა­რუ­სი­დან მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ვერ­ტმფრე­ნი „მი 8“ შე­მო­დის, რო­მელ­საც სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­თან ერ­თად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბა­დაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ამ მიზ­ნით პირ­ველ ეტაპ­ზე 891 800 ლარი გა­მო­ი­ყო. ვერ­ტმფრენ­თან ერ­თად იქი­რა­ვეს უცხო­ე­ლი მფრი­ნა­ვი.

„ვერ­ტმფრე­ნი იქი­რა­ვა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა. ეს არის, ასე რომ ვთქვათ, აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც სამ­სა­ხურს არ ჰყავს ვერ­ტმფრე­ნი და ქი­რა­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, ჩვენ გა­მოგ­ვე­ყო შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა. პირ­ველ ეტპ­ზე, გა­მო­ყო­ფი­ლია 891 800 ლარი იმის­თვის, რომ მოხ­დეს სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გა­ვა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და უკვე დღეს შე­მო­დის ბე­ლო­რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან ვერ­ტმფრე­ნი „მი 8“. ეს ვერ­ტფმფრე­ნი არის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი და მას ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ რო­გორც ხან­ძრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გაუსაძლისი სიცხე, ხანძრები, წყალდიდობები - ის, რაზეც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ

გაუსაძლისი სიცხე, ხანძრები, წყალდიდობები - ის, რაზეც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ

თითქმის ყველა ქვეყანაში ზაფხული წელს უჩვეულოდ ცხელია. CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ იაპონიაში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ქალაქში, რომელიც ტოკიოდან 65 კმ-ს დაშორებით მდებარეობს, 41.1 გრადუსი დაფიქსირდა. ძლიერმა სიცხემ ქვეყანაში სულ მცირე 44 ადამიანი იმსხვერპლა.

უჩვეულოდ მაღალია ტემპერატურა აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც - ჩრდილო და სამხრეთ კორეაში რეკორდული 40 გრადუსი დაფიქსირდა.

ტემპერატურის ასეთი მკვეთრი მატება სითბური გამონაბოლქვის შედეგია, რის შესახებაც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ.

"კლიმატის ცვლილების შედეგები შეუმჩნეველი უკვე აღარ არის. ის ვლინდება უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურით, წყალდიდობებით, გვალვითა და ხანძრებით. ამ ყველაფერს მთელი ზაფხულის განმავლობაში ვხედავთ", - განაცხადა კლიმატის მკვლევარმა მეცნიერმა მაიკლ მანმა.

ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალია სკანდინავიის ნახევარკუნძულზეც. შვედეთში, ფინლანდიასა და ნორვეგიაში 32 გრადუსს გადააჭარბა.

ძლიერი სიცხის გამო ხანძარი გაჩნდა შვედეთში, ხელისუფლებამ დახმარება სხვა ქვეყნებს სთხოვა - მათ შორის იტალიას, რომელსაც ხანძრებთან ბრძოლის მეტი რესურსი აქვს.

ხანძარი მძვინვარებდა საბერძნეთში, ცეცხლი ტყეში გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებს მოედო. გარდაცვლილთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია გადააჭარბა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

დიდ ბრიტანეთში ნალექი დიდი ხანია, არ მოსულა და ტემპერატურაც რეკორდულად მაღალია.

ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰარას უდაბნოში სიცხე არავის უკვირს, თუმცა 5 ივლისს ალჟირში, ქალაქ ოუარგლაში ტემპერატურა 51 გრადუს ცელსიუსზე მეტი იყო.

რეკორდული სიცხე დაფიქსირდა ჩრდილო ამერიკის კონტინენტზეც. კანადაში, მონრეალში 2 ივლისს 36.6 გრადუსი ცელსიუსი იყო, ტემპერატურის გამო სულ მცირე 70 ადამიანი გარდაიცვალა კვებეკის პროვინციაში.

ასევე უჩვეულოდ ცხელი ზაფხულია აშშ-ში, სადაც ტემპერატურამ 42-43 გრადუსს მიაღწია. კალიფორნიაში ებრძვიან ტყის ხანძარს.

მსოფლიოს ყველაზე ცხელ ქალაქებს შორის მოხვდა თბილისიც - Washington Post წერდა, რომ საქართველოს დედაქალაქში 4 ივლისს 40.5 ცელსიუსი დაფიქსირდა.

„კლიმატური ცვლილებების გამო სიცხეც და ნალექიც მეტი იქნება, უფრო ინტენსიური, ვიდრე აქამდე,“ - ამბობს ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის კლიმატის შემსწავლელი მეცნიერი კატარინ ჰეიჰოუ.

მზად არის თუ არა საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრებთან გასამკლავებლად?

გასულ წლებში საქართველოს ტყეებში ხანძარი არაერთხელ გაჩნდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ბელარუსიდან მულტიფუნქციური ვერტმფრენი „მი 8“ შემოდის, რომელსაც სამაშველო სამუშაოებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ჩასაქრობადაც გამოიყენებენ.

ამ მიზნით პირველ ეტაპზე 891 800 ლარი გამოიყო. ვერტმფრენთან ერთად იქირავეს უცხოელი მფრინავი.

„ვერტმფრენი იქირავა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ეს არის, ასე რომ ვთქვათ, აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში, როდესაც სამსახურს არ ჰყავს ვერტმფრენი და ქირაობს. შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, ჩვენ გამოგვეყო შესაბამისი თანხა. პირველ ეტპზე, გამოყოფილია 891 800 ლარი იმისთვის, რომ მოხდეს სამაშველო ვერტმფრენის მომსახურება. შესაბამისად, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უკვე დღეს შემოდის ბელორუსული კომპანიიდან ვერტმფრენი „მი 8“. ეს ვერტფმფრენი არის მულტიფუნქციური და მას ექნება საშუალება, რომ გამოვიყენოთ როგორც ხანძრების შემთხვევაში, ასევე სამაშველო ოპერაციების დროს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ