სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანახშირებული სახლები, გარდაცვლილები და დაშავებულები - ფოტოები საბერძნეთიდან
დანახშირებული სახლები, გარდაცვლილები და დაშავებულები - ფოტოები საბერძნეთიდან

ათენ­თან ახ­ლოს, ატი­კას რე­გი­ონ­ში ტყე­ში გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძრებ­მა 50-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. „ბი­ბი­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ მა­ტი­ში, ზღვი­დან 15 მეტ­რის და­შო­რე­ბით 26 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი. რო­გორც ჩანს, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ, ცე­ცხლის­თვის ზღვა­ში შე­ეს­წროთ, თუმ­ცა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი და­კარ­გუ­ლებს ეძე­ბენ. სა­ნა­პი­რო­დან ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია ნა­ვე­ბი­თა და ვერ­ტმფრე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჯერ­ჯე­რო­ბით, კვლავ ეძე­ბენ 10 ტუ­რისტს, რომ­ლე­ბიც ხან­ძრის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ნა­ვით ზღვა­ში შე­ვიდ­ნენ. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებს პი­რა­დად უწევს კო­ორ­დი­ნი­რე­ბას ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ალექ­სის ციპ­რა­სი ამ­ბობს, რომ „ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია“.

100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ­გან 16 ბავ­შვია.

სა­ბერ­ძნეთ­მა დახ­მა­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს სთხო­ვა. ტყე­ებ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად ოპე­რა­ცი­ა­ში უკვე ჩა­ერ­თო იტა­ლია, გერ­მა­ნია, პო­ლო­ნე­თი და საფ­რან­გე­თი. მათ სა­ბერ­ძნეთ­ში გაგ­ზავ­ნეს მე­ხან­ძრე­ე­ბი, თვითმფრი­ნა­ვე­ბი და სხვა სა­ჭი­რო ტრან­სპორ­ტი.

მა­ტის მცხოვ­რებ­ლე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი თავს ახლა ზღვას აფა­რე­ბენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჰყვე­ბა, რომ წყლის­კენ გარ­ბოდ­ნენ და უკ­ნი­დან ცე­ცხლი მის­დევ­დათ, ბევრ მათ­განს ზურ­გიც და­ეწ­ვა, თუმ­ცა თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხეს და ცე­ცხლს ზღვა­ში შე­ას­წრეს. შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა წყალს არ შორ­დე­ბა და ევა­კუ­ა­ცი­ას ელო­დე­ბა.

ცე­ცხლი სულ უფრო უკონ­ტრო­ლო ხდე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა ცდი­ლობს, სტი­ქი­ის ზო­ნას მან­ქა­ნე­ბით და­აღ­წი­ოს თავი, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც დამ­წვა­რი მან­ქა­ნე­ბი ჩანს, ხალ­ხის ნა­წი­ლი ხან­ძრის ზო­ნი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას ვერ ახერ­ხებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

დანახშირებული სახლები, გარდაცვლილები და დაშავებულები - ფოტოები საბერძნეთიდან

დანახშირებული სახლები, გარდაცვლილები და დაშავებულები - ფოტოები საბერძნეთიდან

ათენთან ახლოს, ატიკას რეგიონში ტყეში გაჩენილმა ხანძრებმა 50-მდე ადამიანი იმსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, სოფელ მატიში, ზღვიდან 15 მეტრის დაშორებით 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. როგორც ჩანს, ისინი ცდილობდნენ, ცეცხლისთვის ზღვაში შეესწროთ, თუმცა ვერ მოახერხეს.

მეხანძრე-მაშველები დაკარგულებს ეძებენ. სანაპიროდან ხალხის ევაკუაცია ნავებითა და ვერტმფრენებით მიმდინარეობს.

ჯერჯერობით, კვლავ ეძებენ 10 ტურისტს, რომლებიც ხანძრისგან თავის დასაღწევად ნავით ზღვაში შევიდნენ. სამაშველო ოპერაციებს პირადად უწევს კოორდინირებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ამბობს, რომ „ყველაფერს გააკეთებენ, რაც კი შესაძლებელია“.

100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 16 ბავშვია.

საბერძნეთმა დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა. ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ოპერაციაში უკვე ჩაერთო იტალია, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი. მათ საბერძნეთში გაგზავნეს მეხანძრეები, თვითმფრინავები და სხვა საჭირო ტრანსპორტი.

მატის მცხოვრებლები და ტურისტები თავს ახლა ზღვას აფარებენ. ერთ-ერთი მათგანი ჰყვება, რომ წყლისკენ გარბოდნენ და უკნიდან ცეცხლი მისდევდათ, ბევრ მათგანს ზურგიც დაეწვა, თუმცა თავის გადარჩენა მოახერხეს და ცეცხლს ზღვაში შეასწრეს. შეშინებული მოსახლეობა წყალს არ შორდება და ევაკუაციას ელოდება.

ცეცხლი სულ უფრო უკონტროლო ხდება, მოსახლეობა ცდილობს, სტიქიის ზონას მანქანებით დააღწიოს თავი, თუმცა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც დამწვარი მანქანები ჩანს, ხალხის ნაწილი ხანძრის ზონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე