პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა მატარებლის სადგურზე - სურათმა ყველა აღაშფოთა, ბავშვის მამა კი პირველ განმარტებას აკეთებს
რა მოხდა მატარებლის სადგურზე - სურათმა ყველა აღაშფოთა, ბავშვის მამა კი პირველ განმარტებას აკეთებს

სუ­რათ­მა, სა­დაც ჩანს, რომ ბავ­შვი მა­ტა­რებ­ლის ბაქ­ნის კი­დე­ზე წევს, მის უკან კი მამა და დები დგა­ნან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი აღაშ­ფო­თა. ფოტო უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა და ყვე­ლა მათ­გა­ნი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მამა უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ მო­იქ­ცა და შვი­ლის სი­ცო­ცხლე რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

სუ­რათ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს უკვე თა­ვად მა­მაც აკე­თებს. 46 წლის ბრი­ტა­ნე­ლი იან სტენ­ტო­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ მის შვილს არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და და სუ­რა­თი სად­გურ­ზე შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას არას­წო­რად ასა­ხავს.

ფო­ტოს ავ­ტო­რი ტიმ ბრა­უ­ნია, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ზი­ა­რე­ბულ ფო­ტოს აღ­წე­რად და­ურ­თო, რომ ნა­ნა­ხი „სრუ­ლი­ად და­უ­ჯე­რე­ბე­ლია“.

სტენ­ტო­ნი კი ამ­ბობს, რომ შვი­ლებ­თან ერ­თად ბა­ტი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მა­ტა­რე­ბელ­მა მოს­ვლა და­აგ­ვი­ა­ნა.

„ჩემი შვი­ლი, 6 წლის დე­ვო­ნი ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბავ­შვია და სურ­და, ლი­ან­და­გი­დან აეღო ქვა, ვი­თომ­და გან­ძი იპო­ვა. ვუ­თხა­რი, რომ ამი­სი გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ამი­ტომ დე­ვონ­მა მთხო­ვა, რომ უბ­რა­ლოდ ახ­ლო­დან და­ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ლი­ან­დაგს,“ - ამ­ბობს სტენ­ტო­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვის უკან იდგა და თვალ­ყურს ადევ­ნებ­და რო­გორც მა­ტა­რებ­ლე­ბის გან­რი­გის სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფას, ასე­ვე - ლი­ან­დაგს, მო­დი­ო­და თუ არა მა­ტა­რე­ბე­ლი.

მამა ამ­ბობს, რომ დე­ვო­ნი ძირს სულ 30 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იწვა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა სუ­რა­თის გამო არას­წო­რი დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს.

„ყვე­ლა, ვინც მე და ჩემს შვი­ლებს იც­ნობს, იცი­ან, რომ ბავ­შვს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და,“ - აცხა­დებს იან სტენ­ტო­ნი.

თუმ­ცა, დე­ვო­ნის მა­მას სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ცი­ას­თან სა­უ­ბა­რი მა­ინც მო­უ­წევს, რად­გან ფო­ტო­თი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რა მოხდა მატარებლის სადგურზე - სურათმა ყველა აღაშფოთა, ბავშვის მამა კი პირველ განმარტებას აკეთებს

რა მოხდა მატარებლის სადგურზე - სურათმა ყველა აღაშფოთა, ბავშვის მამა კი პირველ განმარტებას აკეთებს

სურათმა, სადაც ჩანს, რომ ბავშვი მატარებლის ბაქნის კიდეზე წევს, მის უკან კი მამა და დები დგანან, სოციალური ქსელები აღაშფოთა. ფოტო უამრავმა ადამიანმა გააზიარა და ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ მამა უპასუხისმგებლოდ მოიქცა და შვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა.

სურათთან დაკავშირებით კომენტარს უკვე თავად მამაც აკეთებს. 46 წლის ბრიტანელი იან სტენტონი ამტკიცებს, რომ მის შვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და სურათი სადგურზე შექმნილ სიტუაციას არასწორად ასახავს.

ფოტოს ავტორი ტიმ ბრაუნია, მან სოციალურ ქსელში გაზიარებულ ფოტოს აღწერად დაურთო, რომ ნანახი „სრულიად დაუჯერებელია“.

სტენტონი კი ამბობს, რომ შვილებთან ერთად ბატიდან ბრუნდებოდა, მატარებელმა მოსვლა დააგვიანა.

„ჩემი შვილი, 6 წლის დევონი ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვია და სურდა, ლიანდაგიდან აეღო ქვა, ვითომდა განძი იპოვა. ვუთხარი, რომ ამისი გაკეთება არ შეიძლებოდა, ამიტომ დევონმა მთხოვა, რომ უბრალოდ ახლოდან დაათვალიერებდა ლიანდაგს,“ - ამბობს სტენტონი.

მისივე თქმით, ბავშვის უკან იდგა და თვალყურს ადევნებდა როგორც მატარებლების განრიგის საინფორმაციო დაფას, ასევე - ლიანდაგს, მოდიოდა თუ არა მატარებელი.

მამა ამბობს, რომ დევონი ძირს სულ 30 წამის განმავლობაში იწვა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სურათის გამო არასწორი დასკვნები გამოიტანეს.

„ყველა, ვინც მე და ჩემს შვილებს იცნობს, იციან, რომ ბავშვს საფრთხე არ ემუქრებოდა,“ - აცხადებს იან სტენტონი.

თუმცა, დევონის მამას სატრანსპორტო პოლიციასთან საუბარი მაინც მოუწევს, რადგან ფოტოთი სამართალდამცველები დაინტერესდნენ.

"ისე მიყვარხარ, რომ ყველაფერი მოგეცი..." - კობი ბრაიანტის ემოციური წერილი კალათბურთს, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ

მაღალ მთაში -20 გრადუსია მოსალოდნელი, გაძლიერდება ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ