“მაშინ როცა ქალაქში ჩვეულებრივი წვიმაა, თბილისის ზღვაზე ამინდი გამძაფრებულია, რაც ერთი მხრივ დისკომფორტს უქმნის სტუმრებს და მეორე მხრივ აფუჭებს ხმას. ამიტომ გადაწყდა რელოკაცია.”,-ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.
ეს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანაა, რომელიც ძალიან დიდი მოცულობისაა. ფესტივალი ორ სივრცეს, შიდა ეზოს და დიდ პავილიონს გამოიყენებს.
გამწვანებულ ეზოში განთავსდება გადახურვა, ინსტალაციები, საკვები ობიექტები, სტარტაპერები.
ფესტივალის შიდა ვენიუ თავისუფლად დაიტევს 10 000 ადამიანს. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს შიდა ტერიტორიის დასუფთავება, მიწის გათანაბრება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთდღიანი Summer Set ასე ადრე 19:00-ზე დაიწყება.
პირველები ახალბედა მუსიკოსები დაუკრავენ, შემდეგ - ჰედლაინერები. სტუმრებს საშუალება ექნებათ აითვისონ როგორც გადახურული, ასევე ღია სივრცე.
მისამართი: ცოტნე დადიანის 32 (“ნახალოვკა”)დაწყების დრო: 19:00ჰედლაინერები: Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge, Baikal