პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიპასუხა, შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო" - რას ჰყვება ყოფილი პროკურორი ხორავაზე მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანთან შეხვედრის შესახებ
"მიპასუხა, შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო" - რას ჰყვება ყოფილი პროკურორი ხორავაზე მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანთან შეხვედრის შესახებ

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის, მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1-ელ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი მას­თან კა­ბი­ნეტ­ში პი­რა­დად მი­ვი­და და რჩე­ვა ჰკი­თხა, თუ რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

რო­გორც შა­ყუ­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­თან მისი ურ­თი­ერ­თო­ბა იმ დრომ­დე მხო­ლოდ მი­სალ­მე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

“ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და გა­მარ­ჯო­ბა-გა­გი­მარ­ჯოს დო­ნე­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა 1-ელი დე­კემ­ბრის შემ­დგომ ურ­თი­ერ­თო­ბას, როცა ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, და­ახ­ლო­ე­ბით 16:15 სა­ათ­ზე ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე შე­მო­ვი­და ზარი და აღ­მოჩ­ნდა, რომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი მი­რე­კავ­და. აპ­ლი­კა­ცი­ით მი­რე­კავ­და. მი­თხრა, რომ მირ­ზა იყო და ვუ­თხა­რი, რომ არ მე­ცა­ლა, რად­გან 51-ე სკო­ლა­ზე ვი­ყა­ვი გა­დარ­თუ­ლი. მან კი სა­პა­სუ­ხოდ მი­თხრა, რომ ზუს­ტად ამ სა­კი­თხზე უნ­დო­და შეხ­ვედ­რა. ვიგ­რძე­ნი, რომ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და და და­ვი­ბა­რე, რომ სას­წრა­ფოდ მო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან. და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის შემ­დეგ მო­ვი­და ჩემს კა­ბი­ნეტ­ში სუ­ბე­ლი­ა­ნი, გა­ფით­რე­ბუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლი იყო. დავ­სვი მა­გი­დას­თან და ვკი­თხე რა მოხ­და. სუ­ბე­ლი­ა­ნი კი მპა­სუ­ხობს, რომ 51-ე სკო­ლას­თან მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბა მისი შვი­ლის და შვი­ლის მე­გობ­რის ჩაგ­ვრის გამო მოხ­და. მე­უბ­ნე­ბა, რომ მის­მა შვილ­მა ჩაგ­ვრის შემ­დეგ და­უ­რე­კა დე­ი­დაშ­ვილს, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ წა­მო­იყ­ვა­ნა მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იკ­რიბ­ნენ სა­დღაც გვერ­დზე ქუ­ჩა­ზე და მოხ­და უბე­დუ­რე­ბა. ეს იყო ზო­გა­დი მო­ნა­ხა­ზი. სუ­ბე­ლი­ან­მა მი­თხრა, რომ იყო დაბ­ნე­უ­ლი და მერ­ჩია რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ პირ­და­პირ ვე­კი­თხე­ბი - მირ­ზა, შენი შვი­ლი არის მკვლე­ლო­ბა­ში გა­რე­უ­ლი თუ არა? ვის ეჭი­რა დანა? მან კი მი­პა­სუ­ხა, რომ მე შვი­ლი ასე არ გა­მიზ­რდია, რომ მკვლე­ლო­ბა­ში იყოს გა­რე­უ­ლიო, ხოლო ვინ იხ­მა­რა დანა მე არ ვი­ციო. ვხდე­ბი, რომ აღარ აქვს კი­თხვე­ბის დას­მას აზრი და ვუ­თხა­რი - მირ­ზა, გარ­დაც­ვლი­ლია ჩემი შვი­ლის მე­გო­ბა­რი, ჩათ­ვა­ლე, რომ ჩემი შვი­ლია გარ­დაც­ვლი­ლი მეთ­ქი, ახ­ლა­ვე ჯდე­ბი მან­ქა­ნა­ში და ის­ვამ შენს შვილს, მი­დი­ხარ პო­ლი­ცი­ა­ში და აძ­ლევ სრულ ჩვე­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და შა­ყუ­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამის შემ­დეგ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს მის­თვის აღა­რა­ფე­რი უთ­ქვამს, გა­ვი­და ოთა­ხი­დან და და­ტო­ვა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა.

“ავი­ღე ყურ­მი­ლი და 16:45 სა­ათ­ზე მთა­ვარ პრო­კუ­რორს შე­ვა­ტყო­ბი­ნე მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ და მო­ვუ­ყე­ვი სუ­ბე­ლი­ა­ნის მო­ნა­ყო­ლის ში­ნა­არ­სი. ასე­ვე კუ­რა­ტორ მო­ად­გი­ლეს მო­ვუ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი და ვუ­თხა­რი, რომ სუ­ბე­ლი­ა­ნი პო­ლი­ცი­ა­ში გავ­გზავ­ნე. და­ვუ­რე­კე ასე­ვე ჩემს მო­ად­გი­ლეს, გი­ორ­გი გა­ბო­ძეს, რომ გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, რომ ამ ბავ­შვის­გან სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამოგ­ვე­ღო. ამის შემ­დეგ და­ვუ­რე­კე ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს და ვუ­თხა­რი, რომ მი­ვი­დო­და მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი, ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია და ვუ­თხა­რი, რომ და­კი­თხვა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ სუ­ბე­ლი­ან­თან კონ­ტაქ­ტი აღარ მქო­ნია. მხო­ლოდ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი მი­ვუ­ლო­ცე“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვი­ლის შვი­ლის კლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რი იყო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მიპასუხა, შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო" - რას ჰყვება ყოფილი პროკურორი ხორავაზე მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანთან შეხვედრის შესახებ

"მიპასუხა, შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო" - რას ჰყვება ყოფილი პროკურორი ხორავაზე მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანთან შეხვედრის შესახებ

თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის ინფორმაციით, 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანი მასთან კაბინეტში პირადად მივიდა და რჩევა ჰკითხა, თუ რა გაეკეთებინა.

როგორც შაყულაშვილმა პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, მირზა სუბელიანთან მისი ურთიერთობა იმ დრომდე მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა.

“ურთიერთობა მქონდა გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე. რაც შეეხება 1-ელი დეკემბრის შემდგომ ურთიერთობას, როცა ამ ფაქტის შესახებ გავიგე, დაახლოებით 16:15 საათზე ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და აღმოჩნდა, რომ მირზა სუბელიანი მირეკავდა. აპლიკაციით მირეკავდა. მითხრა, რომ მირზა იყო და ვუთხარი, რომ არ მეცალა, რადგან 51-ე სკოლაზე ვიყავი გადართული. მან კი საპასუხოდ მითხრა, რომ ზუსტად ამ საკითხზე უნდოდა შეხვედრა. ვიგრძენი, რომ ინფორმაცია ჰქონდა და დავიბარე, რომ სასწრაფოდ მოსულიყო ჩემთან. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა ჩემს კაბინეტში სუბელიანი, გაფითრებული და დაბნეული იყო. დავსვი მაგიდასთან და ვკითხე რა მოხდა. სუბელიანი კი მპასუხობს, რომ 51-ე სკოლასთან მომხდარი უბედურება მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა. მეუბნება, რომ მისმა შვილმა ჩაგვრის შემდეგ დაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავის მხრივ წამოიყვანა მეგობრები, რომლებიც შეიკრიბნენ სადღაც გვერდზე ქუჩაზე და მოხდა უბედურება. ეს იყო ზოგადი მონახაზი. სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა. ამის შემდეგ პირდაპირ ვეკითხები - მირზა, შენი შვილი არის მკვლელობაში გარეული თუ არა? ვის ეჭირა დანა? მან კი მიპასუხა, რომ მე შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო, ხოლო ვინ იხმარა დანა მე არ ვიციო. ვხდები, რომ აღარ აქვს კითხვების დასმას აზრი და ვუთხარი - მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი მეთქი, ახლავე ჯდები მანქანაში და ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას“, - განაცხადა შაყულაშვილმა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მირზა სუბელიანს მისთვის აღარაფერი უთქვამს, გავიდა ოთახიდან და დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა.

“ავიღე ყურმილი და 16:45 საათზე მთავარ პროკურორს შევატყობინე მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ და მოვუყევი სუბელიანის მონაყოლის შინაარსი. ასევე კურატორ მოადგილეს მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, რომ სუბელიანი პოლიციაში გავგზავნე. დავურეკე ასევე ჩემს მოადგილეს, გიორგი გაბოძეს, რომ გაეკონტროლებინა, რომ ამ ბავშვისგან სრულყოფილი ინფორმაცია ამოგვეღო. ამის შემდეგ დავურეკე ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ მივიდოდა მირზა სუბელიანი, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ დაკითხვა გაეკონტროლებინა. ამის შემდეგ სუბელიანთან კონტაქტი აღარ მქონია. მხოლოდ აღდგომის დღესასწაული მივულოცე“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

ყოფილი პროკურორის ინფორმაციით, გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილი მიხეილ შაყულაშვილის შვილის კლასელი და მეგობარი იყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს