მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს
უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში - სწო­რედ ეს არის ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის, „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის“ მთა­ვა­რი იდეა. ეს არ იქ­ნე­ბა რუკა მისი სტან­დარ­ტუ­ლი გა­გე­ბით, რო­მე­ლიც წიგ­ნის თა­რო­ზე და­ი­კა­ვებს ად­გილს. მას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა და კონ­ცეფ­ცია აქვს. „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა“ არის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ნი რუკა, რო­მე­ლიც თა­ვად უნდა აა­წყოთ, კე­დელ­ზე მი­ა­მაგ­როთ ან მა­გი­და­ზე მო­ა­თავ­სოთ. ის არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რუ­კის ანა­ლო­გი, თუმ­ცა მისი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე პაზ­ლია. პაზ­ლებ­ზე კი და­ტა­ნი­ლია ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი, ქა­ლა­ქი, დაბა, სოფ­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის და კუ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მე­ტად და­ფა­სე­ბას და შეყ­ვა­რე­ბას ისა­ხავს მი­ზა­ნად. სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ტი­კის გარ­შე­მო ოჯა­ხე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ერ­თად აა­წყო­ბენ, გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბენ ქვე­ყა­ნას.

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 100 წლის­თავს ეძღვნე­ბა.

სა­ერ­თო ჯამ­ში რუკა 12 პაზ­ლი­სა და 192 ტრა­დი­ცი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ში­ნა­არ­სის რუ­კა­ზე და­სა­მაგ­რე­ბე­ლი ფი­გუ­რის­გან შედ­გე­ბა.

ერთ პაზლს 16 სიმ­ბო­ლო მოჰ­ყვე­ბა. 11 ძი­რი­თა­დი და 5 პი­რო­ბი­თი. მა­გა­ლი­თად, შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნის პაზლს ატე­ნის სი­ო­ნის, უფ­ლის­ცი­ხის, ყინ­წვი­სის ან­გე­ლო­ზი­სა თუ გო­რის ცი­ხის მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ფი­გუ­რე­ბით გა­ა­ცო­ცხლებთ. ...და კი­დევ იქვე ნა­ხავთ 5 ზო­გად ფი­გუ­რას, მაგ,. „დედა ენას“, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­თავ­სოთ რო­გორც შიდა ქარ­თლის პაზლზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში მი­უ­ჩი­ნოთ ად­გი­ლი, რად­გან ეს წიგ­ნი ზო­გად­ქარ­თუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბაა.

პაზლს თან ახ­ლავს ბრო­შუ­რაც, სა­დაც წა­ი­კი­თხავთ კონ­კრე­ტუ­ლი მხა­რის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას და იმ ძეგ­ლე­ბის ის­ტო­რი­ას, რომ­ლე­ბიც რუ­კა­ზე უნდა გა­ნა­ლა­გოთ. სა­ერ­თო ჯამ­ში თქვენ აა­წყობთ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან რუ­კას და ამავდრო­უ­ლად მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ.

სა­გა­მომ­ცემ­ლო ჯგუ­ფი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით მუ­შა­ობ­და ამ პრო­ექ­ტზე და ცდი­ლობ­და, სიმ­ბო­ლუ­რად სწო­რედ ამ გა­მო­ცე­მით მი­ე­ლო­ცა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის­თა­ვი. რუ­კა­ზე ის­ტო­რი­კოს­მა და კარ­ტოგ­რაფ­მა მა­ნა­ნა შე­ყი­ლა­ძემ იმუ­შა­ვა, კონ­სტრუქ­ცი­ის ავ­ტო­რი კი ქა­ღალ­დის ინ­ჟი­ნე­რი და უამ­რა­ვი კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი კოტე იანტბე­ლი­ძეა, ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რია თეა ბა­რა­მაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნე­ბი: ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია, გოგა ჩა­ნა­დი­რი, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე და მათ­თან ერ­თად სხვა გა­მოც­დი­ლი თუ დამ­წყე­ბი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი. ასე­ვე შეხ­ვდე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ა­სა და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მიერ მო­წო­დე­ბულ ფო­ტო­მა­სა­ლა­საც.

„სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის“ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის - „იმე­რე­თის“ შე­ძე­ნას 23 ივ­ლი­სი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შეძ­ლებთ. რუ­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 8.5 ლა­რია. გა­ზეთ­თან ერ­თად კი მას 10 ლა­რად შე­ი­ძენთ. თვე­ში 2 ნა­წი­ლის შე­ძე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და სა­ბო­ლო­ოდ, ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში თქვენ მთლი­ა­ნი რუ­კის მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბით.

რუ­კის ნა­წი­ლე­ბის გა­მოს­ვლის თან­მიმ­დევ­რო­ბა ასე­თია :

1. იმე­რე­თი

2. რაჭა-ლე­ჩხუ­მი

3. შიდა ქარ­თლი

4. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი

5. სა­მეგ­რე­ლო

6. სვა­ნე­თი

7. გუ­რია

8. ქვე­მო ქარ­თლი

9. მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი

10. კა­ხე­თი

11. აჭა­რა

12. აფხა­ზე­თი

ეს უნი­კა­ლუ­რი შან­სია თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხი­სათ­ვის ინ­ტე­რაქ­ცი­ით, ეტა­პობ­რი­ვად, ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბი­თა და, რაც მთა­ვა­რია, სიყ­ვა­რუ­ლით, აა­წყოს და გა­ა­ერ­თი­ა­ნოს სა­ქარ­თვე­ლო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს

უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს

გაერთიანებული საქართველო თითოეულ ოჯახში - სწორედ ეს არის ახალი, ინოვაციური პროექტის, „საქართველოს ინტერაქციული რუკის“ მთავარი იდეა. ეს არ იქნება რუკა მისი სტანდარტული გაგებით, რომელიც წიგნის თაროზე დაიკავებს ადგილს. მას სრულიად განსხვავებული სტრუქტურა და კონცეფცია აქვს. „საქართველოს ინტერაქციული რუკა“ არის სამგანზომილებინი რუკა, რომელიც თავად უნდა ააწყოთ, კედელზე მიამაგროთ ან მაგიდაზე მოათავსოთ. ის არის ადმინისტრაციული რუკის ანალოგი, თუმცა მისი თითოეული კუთხე პაზლია. პაზლებზე კი დატანილია ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული, ქალაქი, დაბა, სოფლები და კულტურული ძეგლები. პროექტი საქართველოს, ქართული კუთხეების, ტრადიციების და კუტურული ძეგლების მეტად დაფასებას და შეყვარებას ისახავს მიზანად. საქართველოს თემატიკის გარშემო ოჯახები გაერთიანდებიან და ერთად ააწყობენ, გააერთიანებენ ქვეყანას.

პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

საერთო ჯამში რუკა 12 პაზლისა და 192 ტრადიციულ-კულტურული შინაარსის რუკაზე დასამაგრებელი ფიგურისგან შედგება.

ერთ პაზლს 16 სიმბოლო მოჰყვება. 11 ძირითადი და 5 პირობითი. მაგალითად, შიდა ქართლის რეგიონის პაზლს ატენის სიონის, უფლისციხის, ყინწვისის ანგელოზისა თუ გორის ციხის მინიატიურული ფიგურებით გააცოცხლებთ. ...და კიდევ იქვე ნახავთ 5 ზოგად ფიგურას, მაგ,. „დედა ენას“, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ როგორც შიდა ქართლის პაზლზე, ასევე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიუჩინოთ ადგილი, რადგან ეს წიგნი ზოგადქართული ფასეულობაა.

პაზლს თან ახლავს ბროშურაც, სადაც წაიკითხავთ კონკრეტული მხარის მოკლე მიმოხილვას და იმ ძეგლების ისტორიას, რომლებიც რუკაზე უნდა განალაგოთ. საერთო ჯამში თქვენ ააწყობთ საქართველოს სამგანზომილებიან რუკას და ამავდროულად მიიღებთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ.

საგამომცემლო ჯგუფი განსაკუთრებული ემოციით მუშაობდა ამ პროექტზე და ცდილობდა, სიმბოლურად სწორედ ამ გამოცემით მიელოცა ჩვენი მოსახლეობისათვის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი. რუკაზე ისტორიკოსმა და კარტოგრაფმა მანანა შეყილაძემ იმუშავა, კონსტრუქციის ავტორი კი ქაღალდის ინჟინერი და უამრავი კრეატიული პროექტის ავტორი კოტე იანტბელიძეა, ტექსტების ავტორია თეა ბარამაშვილი. პროექტში გამოყენებული ფოტომასალის ავტორები არიან ყველასთვის საყვარელი პროფესიონალი ფოტოხელოვანები: ბადრი ვადაჭკორია, გოგა ჩანადირი, ირაკლი გედენიძე და მათთან ერთად სხვა გამოცდილი თუ დამწყები ფოტოგრაფები. ასევე შეხვდებით ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და ეროვნული მუზეუმის მიერ მოწოდებულ ფოტომასალასაც.

„საქართველოს ინტერაქციული რუკის“ პირველი ნაწილის - „იმერეთის“ შეძენას 23 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეძლებთ. რუკის სპეციალური ფასი 8.5 ლარია. გაზეთთან ერთად კი მას 10 ლარად შეიძენთ. თვეში 2 ნაწილის შეძენა იქნება შესაძლებელი და საბოლოოდ, ნახევარ წელიწადში თქვენ მთლიანი რუკის მფლობელი გახდებით.

რუკის ნაწილების გამოსვლის თანმიმდევრობა ასეთია :

1. იმერეთი

2. რაჭა-ლეჩხუმი

3. შიდა ქართლი

4. სამცხე-ჯავახეთი

5. სამეგრელო

6. სვანეთი

7. გურია

8. ქვემო ქართლი

9. მცხეთა-მთიანეთი

10. კახეთი

11. აჭარა

12. აფხაზეთი

ეს უნიკალური შანსია თითოეული ოჯახისათვის ინტერაქციით, ეტაპობრივად, ცოდნის გაღრმავებითა და, რაც მთავარია, სიყვარულით, ააწყოს და გააერთიანოს საქართველო!

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის