პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ აბაზოვის საქმის დეტალები - რა თხოვნით მიმართავენ მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები შალვა თადუმაძეს?
თემურ აბაზოვის საქმის დეტალები - რა თხოვნით მიმართავენ მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები შალვა თადუმაძეს?

მარ­ნე­უ­ლის ყო­ფი­ლი მე­რის, თე­მურ აბა­ზო­ვის ად­ვო­კა­ტე­ბი გაგი მო­სი­აშ­ვი­ლი და მე­რაბ ჩი­ქო­ვა­ნი ახალ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ, რომ აბა­ზო­ვის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნოს. რო­გორც ად­ვო­კა­ტებ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, თე­მურ აბა­ზო­ვი უდა­ნა­შა­უ­ლოა და მის მი­მართ პრო­ვო­კა­ცი­ას ჰქონ­და ად­გი­ლი, ხოლო საქ­მის ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მარ­ნე­უ­ლის მერი თა­ნამ­დე­ბო­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დაც­ვის მხა­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და ეჭვი, რომ ელ­ჩინ ა., რო­მე­ლიც აბა­ზო­ვის და­კა­ვე­ბის საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა­დაა ცნო­ბი­ლი, "ვი­ღა­ცა­ზე მუ­შა­ობ­და", თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად ვის­ზე, ად­ვო­კა­ტი მე­რაბ ჩი­ქო­ვა­ნი ამ­ბობს, რომ შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დაც­ვის მხა­რე ამა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "აბა­ზოვ­მა აი­ძუ­ლა მო­ე­შარ­და ჭი­ქა­ში და შარ­დით მო­ე­ბა­ნა სახე..." - პრო­კუ­რა­ტუ­რა მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებ­ზე

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ვი­ღა­ცა­ზე მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა რა მიზ­ნით, არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­და. დაც­ვის მხა­რე მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ ეს ჯგუ­ფი გა­მო­ავ­ლი­ნოს. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა მე­რაბ ჩი­ქო­ვან­მა.

თე­მურ აბა­ზო­ვის კი­დევ ერთი ად­ვო­კა­ტის, გაგი მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა აბა­ზო­ვის საქ­მე­ზე 6 აგ­ვის­ტოს იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის გა­და­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა. ამის მი­ზე­ზად კი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა და­ა­სა­ხე­ლა. ად­ვო­კა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში დაც­ვის მხა­რეს შიში აქვს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გან­ზრახ არ მოხ­დეს აბა­ზო­ვის­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა.

გაგი მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დაც­ვის მხა­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით გა­მოვ­ლინ­და, რომ თე­მურ აბა­ზო­ვი მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში ებ­რძო­და კო­რუფ­ცი­ას და ნე­პო­ტიზმს, რის გა­მოც მას გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ. მისი თქმით, აბა­ზოვ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან ისი­ნი, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სურ­დათ მარ­ნე­ულ­ში. ად­ვო­კა­ტის თქმით, აბა­ზო­ვის და­კა­ვე­ბას წინ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც უძღო­და.

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­გორ ფო­ტო­ებს დებ­და მერი თე­მურ აბა­ზო­ვი Facebook-სა და Instagram-ზე

"ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა. პრო­ცე­სის მწარ­მო­ე­ბელ­მა ორ­გა­ნომ ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ და­ა­დას­ტუ­რა თე­მურ აბა­ზო­ვის მი­მართ რა­ი­მე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტა­ცია, თუნ­დაც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, რომ რა­საც ედა­ვე­ბი­ან აბა­ზოვს, ეს შე­საძ­ლოა მის მიერ იყოს ჩა­დე­ნი­ლი. ამი­ტომ, დაც­ვის მხა­რეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ში­შიც გაგ­ვიჩ­ნდა, რომ არ მოხ­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან არას­წო­რი ან ე.წ. ცრუ მოწ­მე­ე­ბის კვალ­ზე აბა­ზო­ვის­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა.

ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით ასე­ვე იმით, მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში რით იყო აბა­ზო­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, მე­რო­ბის დროს მას­თან კონ­ფლიქ­ტში ხომ არ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მისი მე­რო­ბა არ მოს­წონ­დათ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მას შემ­დეგ რაც აბა­ზო­ვი მერი გახ­და, ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და კო­რუფ­ცი­ას და ნე­პო­ტიზმს. ეს არის გა­მო­კი­თხვა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ცია. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ხდე­ბო­და ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მე­რის მხრი­დან. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან ბევ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მერ­თან. ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბი, ისი­ნი, ვი­საც მარ­ნე­ულ­ში თა­ვი­ან­თი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა სურ­და. ჩვენს მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ ამ პრო­ვო­კა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, აბა­ზო­ვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვაგ­რძლებთ მუ­შა­ო­ბას. დაც­ვის მხა­რე იკ­ვლევს ვის­თან და რა­ტომ მოხ­და ეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ჩვენ არ გა­მოვ­რივ­ხავთ, რომ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მე­ლიც წინ უძღო­და ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, გარ­კვე­ულ­წი­ლად კავ­შირ­ში იყოს აბა­ზოვ­თან მომ­ხდარ პრო­ვო­კა­ცი­ას­თან“, - გა­ნა­ცხა­და გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა.

თემურ აბაზოვის საქმის დეტალები - რა თხოვნით მიმართავენ მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები შალვა თადუმაძეს?

თემურ აბაზოვის საქმის დეტალები - რა თხოვნით მიმართავენ მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები შალვა თადუმაძეს?

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს თხოვნით მიმართავენ, რომ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თემურ აბაზოვი უდანაშაულოა და მის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ხოლო საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში იმედოვნებენ, რომ მარნეულის მერი თანამდებობას დაუბრუნდება. უფლებადამცველების განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა ეჭვი, რომ ელჩინ ა., რომელიც აბაზოვის დაკავების საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, "ვიღაცაზე მუშაობდა", თუმცა კონკრეტულად ვისზე, ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაცვის მხარე ამაზე დეტალურად ისაუბრებს.

წაიკითხეთ ასევე: "აბაზოვმა აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე..." - პროკურატურა მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი ვიღაცაზე მუშაობდა, თუმცა რა მიზნით, არ ვიცი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გარკვეული ჯგუფების დავალებებს ასრულებდა. დაცვის მხარე მუშაობს იმისთვის, რომ ეს ჯგუფი გამოავლინოს. მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში კი ამის შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

თემურ აბაზოვის კიდევ ერთი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, წინასასამართლო სხდომა აბაზოვის საქმეზე 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. ამის მიზეზად კი მტკიცებულებების მოპოვება დაასახელა. ადვოკატების განმარტებით, ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარეს შიში აქვს, რომ პროკურატურის მიერ განზრახ არ მოხდეს აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის რაიონში ებრძოდა კორუფციას და ნეპოტიზმს, რის გამოც მას გარკვეული პირები უპირისპირდებოდნენ. მისი თქმით, აბაზოვთან დაპირისპირებული პირები არიან ისინი, რომლებსაც თავიანთი ძალების გაძლიერება სურდათ მარნეულში. ადვოკატის თქმით, აბაზოვის დაკავებას წინ ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა.

იხილეთ ასევე: როგორ ფოტოებს დებდა მერი თემურ აბაზოვი Facebook-სა და Instagram-ზე

"ორი თვის განმავლობაში საგამოძიებო ორგანომ ვერ უზრუნველყო წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულების მოპოვება. პროცესის მწარმოებელმა ორგანომ ამ ორი თვის განმავლობაში ვერ დაადასტურა თემურ აბაზოვის მიმართ რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია, თუნდაც მოწმეთა ჩვენებებით, რომ რასაც ედავებიან აბაზოვს, ეს შესაძლოა მის მიერ იყოს ჩადენილი. ამიტომ, დაცვის მხარეს გარკვეულწილად შიშიც გაგვიჩნდა, რომ არ მოხდეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არასწორი ან ე.წ. ცრუ მოწმეების კვალზე აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

ჩვენ დავინტერესდით ასევე იმით, მერობის პერიოდში რით იყო აბაზოვი დაკავებული, მერობის დროს მასთან კონფლიქტში ხომ არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი მერობა არ მოსწონდათ. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ რაც აბაზოვი მერი გახდა, ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას და ნეპოტიზმს. ეს არის გამოკითხვაში დაფიქსირებული ადამიანების პოზიცია. ამ ადამიანების ინფორმაციით, კანონის ფარგლებში ხდებოდა ყველა გადაწყვეტილების მიღება მერის მხრიდან. ამ სიტუაციაში შესაძლოა, ძალიან ბევრი დაპირისპირება ყოფილიყო მერთან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მასთან დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ჯგუფები, ისინი, ვისაც მარნეულში თავიანთი ძალების მობილიზება სურდა. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ამ პროვოკაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, აბაზოვის მიმართ განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ მიმართულებითაც ვაგრძლებთ მუშაობას. დაცვის მხარე იკვლევს ვისთან და რატომ მოხდა ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გამოვრივხავთ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც წინ უძღოდა ამ სიტუაციას, გარკვეულწილად კავშირში იყოს აბაზოვთან მომხდარ პროვოკაციასთან“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს