მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში იხარჯება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები?
რაში იხარჯება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები?

სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან თან­ხე­ბის უკონ­ტრო­ლო ხარ­ჯვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ჯა­რო ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და.

ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 50-მი­ლი­ონ ლა­რი­ა­ნი სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი "ება­რა" და "სა­ი­ას" მა­შინ­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თან­ხე­ბი ასე ნა­წილ­დე­ბო­და: 2010-ში ფონ­დის ფი­ნან­სე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი (12 890 824 ლარი) კონ­ცერ­ტებს, სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მუ­სი­კა­ლურ კლი­პებს მოხ­მარ­და, 2011 წელს 8 080 164 ლარი სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის, ბულ­ვა­რე­ბი­სა და სტა­დი­ო­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-კე­თილ­მო­წყო­ბა­ში და­ი­ხარ­ჯა, 2012 წელს სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფი­სას სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ფონ­დის 74% ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად გა­მო­ი­ყო.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი წი­ნა­მორ­ბედ­თან შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბულ - 5 მი­ლი­ო­ნი­ან სა­რე­ზერ­ვო ფონდს გა­ნა­გებს. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რაში იხარ­ჯე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თან­ხე­ბის ხარ­ჯვის მიზ­ნობ­რი­ო­ბა ზუს­ტად გან­სა­ზღვრუ­ლი და და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის. სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­დექ­სის 28-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან სახ­სრე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტით გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი გა­და­სახ­დე­ლე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას თან­ხის ოდე­ნო­ბი­სა და მიზ­ნობ­რი­ო­ბის შე­სა­ხებ, თან­ხებს გა­მო­ყოფს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი.

პრე­ზი­დენ­ტის ვებ-გვერ­დზე president.gov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 2017 წელს 138 პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა. ჩვენ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე შე­ვა­ჩე­რებთ ყუ­რა­დღე­ბას.

მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის ფონდმა 7 პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა და ამის­თვის 196 580 ლარი გა­მო­ყო. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­ექ­ტე­ბია და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია, რომ პრე­ზი­დეტ­მა უარი თქვა ქარ­თულ-აფხა­ზურ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტზე, რო­მელ­შიც ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბიც უნდა ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო სტუნ­დე­ტე­ბის­თვის ხელი შე­ე­წყოთ და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ აფხაზ თა­ნა­ტო­ლებ­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცოდ­ნის პო­პუ­ლა­რი­ცა­ზი­ის­თვის კი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 13 პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა და ამის­თვის 333 257 ლარი და­ხარ­ჯა.

ერთ-ერთი პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა იყო „მე და კონ­სტი­ტუ­ცია“, რომ­ლის მი­ზანს კონ­სტი­ტუ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი კა­ნო­ნის შე­სა­ხებ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს 500-მდე სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლა იყო ჩარ­თუ­ლი. მოს­წავ­ლე­ებს პრე­ზი­დენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცა.

პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ასე­ვე და­ფი­ნანსდა პრო­ექ­ტი „ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე“. მა­შინ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ის თე­მა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სტა­ტი­ის თუ სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი ფუ­ლა­დი თან­ხით და­ა­ჯილ­დო­ვა.

ასე­ვე სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან და­ა­ფი­ნან­სა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 41 პრო­ექ­ტი რე­გი­ო­ნებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­რე­ბის ამაღ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით. მან ამის­თვის ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა - 1 172 530 ლარი გა­მო­ყო.

ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ექ­ცა გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­ფის გახ­სნა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ფონდმა მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზით აღი­ჭურ­ვა. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კაფე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, გო­რის რე­გი­ო­ნის პო­ე­ზი­ი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ასე­ვე ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით შიდა ქარ­თლის სამ რე­გი­ონ­ში - გორ­ში, ქა­რელ­სა და ხა­შურ­ში ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მე­ბი გა­იხ­სნა.

პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონდმა ასე­ვე მხა­რი და­უ­ჭი­რა „სა­ბა­უ­ნის“ პრო­ექტს, სა­მო­ქა­ლა­ქო ქმე­დე­ბის სკო­ლას, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის დახ­მა­რე­ბით და­ფი­ნანსდა პრო­ექ­ტი „პან­კი­სის ხე­ო­ბის ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბა და მათი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა“. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სე­ბი - დუ­ი­სის ხატ­ვის კურ­სი, ჯო­ყო­ლას ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სი, ჯო­ყო­ლას კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სი და წი­ნუბ­ნის ჭრა-კერ­ვის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სი. ასე­ვე ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი ლი­დე­რო­ბა­ზე, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და პრო­ექ­ტის შექ­მნი­სა და წე­რის შე­სა­ხებ.

პრე­ზი­დენ­ტმა სა­კუ­თა­რი ფონ­დი­დან 762 365 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა 33 პრო­ექ­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის:

„ქარ­თუ­ლი ენის კურ­სე­ბი „ვის­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი“; ქარ­თულ-ოსუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრი; აფხა­ზე­თის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი არ­ქი­ვი; ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მიერ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა; ქარ­თუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბა მეფე აი­ე­ტი­დან დღემ­დე; ბო­შა­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტრი; ინ­ტერ­ნე­ტი ყვე­ლა სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კას; ჩეჩ­ნუ­რი კულ­ტუ­რის ფეს­ტი­ვა­ლი; პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პრო­ექ­ტი - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ პრო­ექ­ტე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით გა­სულ წელს გან­ხორ­ცი­ელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რაში იხარჯება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები?

რაში იხარჯება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები?

სარეზერვო ფონდებიდან თანხების უკონტროლო ხარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 50-მილიონ ლარიანი სარეზერვო ფონდი "ებარა" და "საიას" მაშინდელი ინფორმაციით, თანხები ასე ნაწილდებოდა: 2010-ში ფონდის ფინანსების უმეტესი ნაწილი (12 890 824 ლარი) კონცერტებს, საახალწლო ღონისძიებებს, მუსიკალურ კლიპებს მოხმარდა, 2011 წელს 8 080 164 ლარი საცურაო აუზების, ბულვარებისა და სტადიონების მშენებლობა-კეთილმოწყობაში დაიხარჯა, 2012 წელს სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფისას საპარლამენტო არჩევნებიც გაითვალისწინეს და ფონდის 74% ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად გამოიყო.

გიორგი მარგველაშვილი წინამორბედთან შედარებით მოკრძალებულ - 5 მილიონიან სარეზერვო ფონდს განაგებს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რაში იხარჯება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონობით ლარი.

აღსანიშნავია, რომ ქართულ კანონმდებლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობა ზუსტად განსაზღვრული და დაკონკრეტებული არ არის. საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, თანხებს გამოყოფს ფინანსთა მინისტრი.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე president.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 5 მილიონი ლარით გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 138 პროექტი დააფინანსა. ჩვენ რამდენიმე პროექტზე შევაჩერებთ ყურადღებას.

მაგალითად, გასულ წელს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ინტეგრაციული პროცესების განმტკიცებისთვის ფონდმა 7 პროექტი დააფინანსა და ამისთვის 196 580 ლარი გამოყო. თუმცა, კონკრეტულად რა პროექტებია დაფინანსებული უცნობია. ცნობილია, რომ პრეზიდეტმა უარი თქვა ქართულ-აფხაზურ ერთობლივ პროექტზე, რომელშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად აფხაზი ახალგაზრდებიც უნდა ჩართულიყვნენ. პროექტის მიზანი იყო სტუნდეტებისთვის ხელი შეეწყოთ და კონსტრუქციული ურთიერთობა დაემყარებინათ აფხაზ თანატოლებთან.

საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის პოპულარიცაზიისთვის კი გიორგი მარგველაშვილმა 13 პროექტი დააფინანსა და ამისთვის 333 257 ლარი დახარჯა.

ერთ-ერთი პროექტის სახელწოდება იყო „მე და კონსტიტუცია“, რომლის მიზანს კონსტიტუციის პოპულარიზაცია და ქვეყნის უმაღლესი კანონის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა. პროექტში საქართველოს 500-მდე საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული. მოსწავლეებს პრეზიდენტმა შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ასევე დაფინანსდა პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის თემაზე მომზადებული რამდენიმე სტატიის თუ სიუჟეტის ავტორი ფულადი თანხით დააჯილდოვა.

ასევე სარეზერვო ფონდიდან დააფინანსა გიორგი მარგველაშვილმა 41 პროექტი რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობირების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. მან ამისთვის ყველაზე მეტი თანხა - 1 172 530 ლარი გამოყო.

ამ პროექტის ფარგლებში მოექცა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კაფის გახსნა, რომელიც პრეზიდენტის ფონდმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღიჭურვა. ლიტერატურული კაფე უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, გორის რეგიონის პოეზიისა და ხელოვნების მოყვარულებს ემსახურება.

ასევე ფონდის დაფინანსებით შიდა ქართლის სამ რეგიონში - გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა ასევე მხარი დაუჭირა „საბაუნის“ პროექტს, სამოქალაქო ქმედების სკოლას, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაფინანსდა პროექტი „პანკისის ხეობის ახალგაზრდების განათლება და მათი ცნობიერების ამაღლება“. პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები - დუისის ხატვის კურსი, ჯოყოლას ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, ჯოყოლას კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი და წინუბნის ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსი. ასევე ტარდება ტრენინგები ლიდერობაზე, ბავშვთა უფლებების შესახებ და პროექტის შექმნისა და წერის შესახებ.

პრეზიდენტმა საკუთარი ფონდიდან 762 365 ლარით დააფინანსა 33 პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობისთვის:

„ქართული ენის კურსები „ვისწავლოთ ქართული“; ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; აფხაზეთის ვირტუალური არქივი; ეთნიკური უმცირესობების მიერ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა; ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე; ბოშათა გაძლიერების ცენტრი; ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას; ჩეჩნური კულტურის ფესტივალი; პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გასულ წელს განხორციელდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები