მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოდელმა ანა ახვლედიანმა ჯვარი დაიწერა - ულამაზესი წყვილის ფოტოები საგურამოდან
მოდელმა ანა ახვლედიანმა ჯვარი დაიწერა - ულამაზესი წყვილის ფოტოები საგურამოდან

მო­დელ­მა ანა ახვლე­დი­ან­მა ჯერ კი­დევ მა­ის­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ე­ბი სა­პა­ტარ­ძლო კა­ბით. მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ მან და მის­მა რჩე­ულ­მა გი­ორ­გი ბე­რა­ი­ამ იქორ­წი­ნეს. თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­შინ მხო­ლოდ ფო­ტო­სე­სია იყო, გუ­შინ კი წყვილ­მა სა­გუ­რა­მოს ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ფო­ტოგ­რა­ფი – ლიკა გა­ბუ­ნია ავ­რცე­ლებს... ლიკა გა­ბუ­ნია ჯვრის­წე­რის დე­ტა­ლებ­ზე mshoblebi.ge-სთან სა­უბ­რობს:

- მე ივენთ ფო­ტოგ­რა­ფი ვარ… ზუს­ტად 1 წე­ლია აქ­ტი­უ­რად ვი­ღებ ძი­რი­თა­დად ქორ­წი­ლებს. სა­გუ­რა­მოს ეკ­ლე­სი­ა­ში ჯვრის­წე­რას გა­და­სა­ღე­ბად ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, ოღონდ - არა ანა­სი. როცა გა­და­ღე­ბას მოვ­რჩით და ფო­ტო­სე­სი­ა­ზე წას­ვლა და­ვა­პი­რეთ, მა­შინ შე­მო­ა­ნა­თა ანა­მაც ტა­ძარ­ში, გა­დავ­წყვი­ტე მათ­თვის ტე­ლე­ფო­ნით გა­და­მე­ღო რამ­დე­ნი­მე კად­რი, მერე გა­ვე­დი, ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბო­და, მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა შევ­ნიშ­ნე რომ 2 წუთი კი­დევ მქონ­და დრო, მინ­დო­და ამ ულა­მა­ზე­სი წყვი­ლის­თვის კი­დევ გა­და­მე­ღო ფო­ტო­ე­ბი. ამი­ტომ შევ­ბრუნ­დი უკან და ისევ გა­და­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე კად­რი. როცა ფოტო ჩემს გვერ­დზე ავ­ტვირ­თე და მათი მო­ნიშ­ვნა ვი­თხო­ვე, აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, ულა­მა­ზე­სი ანა ახვლე­დი­ა­ნი იყო და კი­დევ ერთხელ ვი­ნა­ნე, რომ მის­თვის უფრო მეტი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი. ანა და გიგი ბოლო ერთი წე­ლია ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და ერთ-ერთ ულა­მა­ზეს წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ვი­ან.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ წყვი­ლის ჯვრის­წე­რის ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

მოდელმა ანა ახვლედიანმა ჯვარი დაიწერა - ულამაზესი წყვილის ფოტოები საგურამოდან

მოდელმა ანა ახვლედიანმა ჯვარი დაიწერა - ულამაზესი წყვილის ფოტოები საგურამოდან

მოდელმა ანა ახვლედიანმა ჯერ კიდევ მაისში გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტოები საპატარძლო კაბით. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ მან და მისმა რჩეულმა გიორგი ბერაიამ იქორწინეს. თუმცა სავარაუდოდ, მაშინ მხოლოდ ფოტოსესია იყო, გუშინ კი წყვილმა საგურამოს ეკლესიაში დაიწერა ჯვარი.

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ფოტოგრაფი – ლიკა გაბუნია ავრცელებს... ლიკა გაბუნია ჯვრისწერის დეტალებზე mshoblebi.ge-სთან საუბრობს:

- მე ივენთ ფოტოგრაფი ვარ… ზუსტად 1 წელია აქტიურად ვიღებ ძირითადად ქორწილებს. საგურამოს ეკლესიაში ჯვრისწერას გადასაღებად ვიყავი ჩასული, ოღონდ - არა ანასი. როცა გადაღებას მოვრჩით და ფოტოსესიაზე წასვლა დავაპირეთ, მაშინ შემოანათა ანამაც ტაძარში, გადავწყვიტე მათთვის ტელეფონით გადამეღო რამდენიმე კადრი, მერე გავედი, ძალიან მეჩქარებოდა, მელოდებოდნენ, თუმცა შევნიშნე რომ 2 წუთი კიდევ მქონდა დრო, მინდოდა ამ ულამაზესი წყვილისთვის კიდევ გადამეღო ფოტოები. ამიტომ შევბრუნდი უკან და ისევ გადავიღე რამდენიმე კადრი. როცა ფოტო ჩემს გვერდზე ავტვირთე და მათი მონიშვნა ვითხოვე, აღმოჩნდა, რომ ის ცნობილი მოდელი, ულამაზესი ანა ახვლედიანი იყო და კიდევ ერთხელ ვინანე, რომ მისთვის უფრო მეტი ფოტოების გადაღება ვერ მოვასწარი. ანა და გიგი ბოლო ერთი წელია ხვდებიან ერთმანეთს და ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად მიიჩნევიან.

დაათვალიერეთ წყვილის ჯვრისწერის ფოტოები

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე

Fuckup Nights14 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება - გონიოს ციხეში სპიკერები მარცხის ისტორიებს მოყვებიან