პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბედურებიდან 7 წელი გავიდა..." - რას წერს გოგონა, რომელიც ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა იშვილეს
"უბედურებიდან 7 წელი გავიდა..." - რას წერს გოგონა, რომელიც ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა იშვილეს

ნორ­ვე­გი­ა­ში, კუნ­ძულ ოტო­ი­ა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 7 წელი გა­ვი­და. ტე­რო­რის­ტმა ან­დერს ბრე­ი­ვიკ­მა 2011 წლის 22 ივ­ლისს ორი ტე­რაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უტო­ი­ა­ზე, ახალ­გაზ­რდულ ბა­ნაკ­ში მან 77 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. თავ­დას­ხმის მო­მენ­ტში კუნ­ძულ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და. თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის იპო­ვეს. მას­თან ერ­თად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე ნა­თია ჩხე­ტი­ა­ნი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან 2 წელ­ში თამ­თას მშობ­ლებ­მა გო­გო­ნა იშ­ვი­ლეს. ნინი უკვე 5 წე­ლია ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში ცხოვ­რობს. მან ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც 7 წლის წინ მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­სა და თამ­თას მშობ­ლებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე წერს:

"2011 წლის 22 ივ­ლი­სი, დღე, რო­დე­საც 77 ადა­მი­ა­ნი ერთი ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლი გახ­და, ამ მოვ­ლე­ნამ კი უამ­რავ ადა­მი­ანს დას­წყვი­ტა გული. 77 ადა­მი­ანს შო­რის იყო ქარ­თვე­ლი თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, რომ­ლის სიკ­ვდი­ლიც მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავ­და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და არა მარ­ტო მათ­თვის, ყვე­ლა გა­ნიც­დი­და მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, მათ შო­რის მეც. ოჯახს, რო­მელ­საც ეს გო­გო­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბას ჰგვრი­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ე­ცა­ლა ხე­ლი­დან ისე რომ ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაც ვერ შეძ­ლეს.

ცხოვ­რე­ბა ძნე­ლია როცა ადა­მი­ანს შვი­ლი უკ­ვდე­ბა თა­ნაც ერ­თა­დერ­თი, ამ დარდს კი ვე­რა­ფე­რი ცვლის... 2 წლის შემ­დეგ მე გა­მოვ­ჩნდი და ამ დარ­დით სავ­სე სი­ცო­ცხლეს რა­ღაც იმე­დი შევ­ძი­ნე. რო­გორც დედა ამ­ბობს, "ჩვენს სი­ცო­ცხლეს აზრი მი­ე­ცა შენი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ახა­ლი საზ­რუ­ნა­ვი გაგ­ვიჩ­ნდა და ღირს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა". ნამ­დვი­ლად გმი­რია ის ადა­მი­ა­ნი ვინც ასე­თი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ ხე­ლახ­ლა და­ი­წყებს ცხოვ­რე­ბას და უკვე გან­ვლილ წლებს გა­ი­მე­ო­რებს, თა­ნაც პირ­ნათ­ლად, ასე­თია დე­დი­კო და მა­მი­კო...

ისი­ნი ბევრ ენერ­გი­ას ხარ­ჯა­ვენ ჩემი წარ­მა­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა... თამ­თა კი ზე­მო­დან დაგ­ვყუ­რებს და ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბით ხა­რობს, და­მი­ტო­ვა სიყ­ვა­რუ­ლი რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ ჩემს გვერ­დით მყო­ფე­ბის­გან, უც­ნო­ბე­ბის­გან თუ ნაც­ნო­ბე­ბის­გან. მე ვა­ფა­სებ მათ ყუ­რა­დღე­ბას... ამ უბე­დუ­რე­ბი­დან 7 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ წლე­ბი დღე­ე­ბი­ვით ილე­ვა, ეს ტკი­ვი­ლი კი ისევ ძლი­ე­რია, ერ­თა­დერ­თი რაც დაგ­ვრჩე­ნია გაძ­ლე­ბაა. რო­გორც ჩვენ გვსურს სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი მრავ­ლად იყ­ვნენ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე ღმერ­თს თა­ვის­თვი­საც კარ­გი უნდა. ისი­ნი გვი­ტო­ვე­ბენ ბედ­ნი­ერ მო­გო­ნე­ბებს, რო­მელ­თა გახ­სე­ნე­ბი­თაც მუ­დამ იარ­სე­ბე­ბენ ჩვენს გუ­ლებ­ში... თამ­თა მა­რად იქ­ნე­ბა ჩემ­ში!" - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ნინი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

ქეთევან
2

უდიდესი ტრაგედია იყო გაიხარე ნინი კარგი გოგო ხარ წარმატებები

"უბედურებიდან 7 წელი გავიდა..." - რას წერს გოგონა, რომელიც ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა იშვილეს

"უბედურებიდან 7 წელი გავიდა..." - რას წერს გოგონა, რომელიც ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა იშვილეს

ნორვეგიაში, კუნძულ ოტოიაზე დატრიალებული ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ორი ტერაქტი განახორციელა. უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში მან 77 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. თამთა ლიპარტელიანი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილებს შორის იპოვეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი სიკვდილს გადაურჩა. მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელში თამთას მშობლებმა გოგონა იშვილეს. ნინი უკვე 5 წელია ლიპარტელიანების ოჯახში ცხოვრობს. მან ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 7 წლის წინ მომხდარ ტრაგედიასა და თამთას მშობლებთან თანაცხოვრებაზე წერს:

"2011 წლის 22 ივლისი, დღე, როდესაც 77 ადამიანი ერთი ადამიანის მსხვერპლი გახდა, ამ მოვლენამ კი უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. 77 ადამიანს შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანი, რომლის სიკვდილიც მეხის გავარდნას ჰგავდა ახლობელი ადამიანებისთვის და არა მარტო მათთვის, ყველა განიცდიდა მის გარდაცვალებას, მათ შორის მეც. ოჯახს, რომელსაც ეს გოგონა ბედნიერებას ჰგვრიდა, მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან ისე რომ ამის გაცნობიერებაც ვერ შეძლეს.

ცხოვრება ძნელია როცა ადამიანს შვილი უკვდება თანაც ერთადერთი, ამ დარდს კი ვერაფერი ცვლის... 2 წლის შემდეგ მე გამოვჩნდი და ამ დარდით სავსე სიცოცხლეს რაღაც იმედი შევძინე. როგორც დედა ამბობს, "ჩვენს სიცოცხლეს აზრი მიეცა შენი გამოჩენის შემდეგ, ახალი საზრუნავი გაგვიჩნდა და ღირს ჩვენი ცხოვრება". ნამდვილად გმირია ის ადამიანი ვინც ასეთი უბედურების შემდეგ ხელახლა დაიწყებს ცხოვრებას და უკვე განვლილ წლებს გაიმეორებს, თანაც პირნათლად, ასეთია დედიკო და მამიკო...

ისინი ბევრ ენერგიას ხარჯავენ ჩემი წარმატებისთვის, რომელიც ასევე წარმატებით დაგვირგვინდება... თამთა კი ზემოდან დაგვყურებს და ჩვენი ბედნიერებით ხარობს, დამიტოვა სიყვარული რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ ჩემს გვერდით მყოფებისგან, უცნობებისგან თუ ნაცნობებისგან. მე ვაფასებ მათ ყურადღებას... ამ უბედურებიდან 7 წელი გავიდა, მაგრამ წლები დღეებივით ილევა, ეს ტკივილი კი ისევ ძლიერია, ერთადერთი რაც დაგვრჩენია გაძლებაა. როგორც ჩვენ გვსურს საუკეთესო ადამიანები მრავლად იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში, ასევე ღმერთს თავისთვისაც კარგი უნდა. ისინი გვიტოვებენ ბედნიერ მოგონებებს, რომელთა გახსენებითაც მუდამ იარსებებენ ჩვენს გულებში... თამთა მარად იქნება ჩემში!" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნინი ლიპარტელიანი.

ლევან ვასაძე - ერთი პოლიციელი, ჟურნალისტებს რომ არ დაენახათ, წვივებში მირტყამდა წვეტიან ფეხსაცმელებს

ლევან ვასაძე - გპირდებოდით, რომ  შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე უხეში ძალა იხმარა

მეუფე გერასიმე ჟურნალისტებს - თქვენ ვისკენ ხართ - მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?