საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა
ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მალ­ხა­ზი კო­ბა­უ­რის ად­ვო­კა­ტი საქ­მეს ჩა­მო­შორ­და. გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ და­ვით გირ­გვლი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ში, მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, გა­ვა­კე­თო შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა: ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე მე ვი­ცავ­დი ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ინ­ტე­რე­სებს. ამ საქ­მე­ში ჩა­ვერ­თე იმი­ტომ, რომ და­მედ­გი­ნა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ვი­ნა­ი­დან არა­სო­დეს მოვ­რი­დე­ბი­ვარ სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას, მუ­დამ ვიბ­რძო­დი და კვლა­ვაც გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა რაც შე­ე­ხე­ბა ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მეს, მე, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ად­ვო­კა­ტი მი­ვიჩ­ნევ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე უნდა გაგ­რძელ­დეს ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩემს კო­ლე­გას ან/და კო­ლე­გებს, ვინც გა­აგ­რძე­ლებს მის დაც­ვას, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს დაც­ვის უფ­ლე­ბა მი­უ­ხე­და­ვად ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­სა, თუმ­ცა მე მი­ვიჩ­ნევ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი უნდა გაგ­რძელ­დეს ჩემს გა­რე­შე. ყვე­ლას მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო რო­გორც თბი­ლი სი­ტყვე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე, კრი­ტი­კუ­ლი ოპო­ნი­რე­ბის­თვის. მე აღარ ვაგ­რძე­ლებ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბას, თუმ­ცა ვრჩე­ბი ჩემი პრო­ფე­სი­ის და სი­მარ­თლის ერ­თგუ­ლი. სხვა რა­ი­მე კო­მენ­ტარს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე აღარ გა­ვა­კე­თებ", - წერს გირ­გვლი­ა­ნი.

გუ­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი ლორა სმი­თის სხე­უ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი, რაც სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვით გირ­გვლი­ან­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ დო­კუ­მენტს ჯერ არ გას­ცნო­ბია და ნაჩ­ქა­რევ კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებ­და, შემ­დეგ კი საქ­მი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზი კობაურის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა. განცხადება ამის შესახებ დავით გირგვლიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება: ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის. თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს, ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე, კრიტიკული ოპონირებისთვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული. სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ", - წერს გირგვლიანი.

გუშინ ტელევიზიებმა გაავრცელეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმითის სხეულიდან ამოღებულია მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, რაც სექსუალურ კავშირზე მიანიშნებს. გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზე მუშაობს. ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით დავით გირგვლიანმა გუშინ განაცხადა, რომ დოკუმენტს ჯერ არ გასცნობია და ნაჩქარევ კომენტარს ვერ გააკეთებდა, შემდეგ კი საქმიდან ჩამოშორების შესახებ განაცხადა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს