პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად - "ევროპულმა საქართველომ"გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო
დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად - "ევროპულმა საქართველომ"გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო

პარ­ტია „ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­ვით ბაქ­რა­ძე და­ა­სა­ხე­ლა. და­ვით ბაქ­რა­ძის კან­დი­და­ტუ­რის და­სახ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა ქუ­თა­ის­ში, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა.

პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნას დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც იმ პრობ­ლე­მებს მო­აგ­ვა­რებს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს და ხალ­ხს ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმედს გა­უ­ჩენს.

„ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა მთავ­რდე­ბა. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა და ამო­ცა­ნაა, ის გა­ვის­ტუმ­როთ რყე­ვე­ბი­სა და ქვეყ­ნის გა­და­ჩეხ­ვის გა­რე­შე. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც არას­დროს ქვე­ყა­ნას სი­ღა­რი­ბე­სა და სი­ღა­ტა­კეს­თან ერ­თად, არ­ნა­ხუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ხა­რის­ხი აწუ­ხებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­ლე­ჩი­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლია. ამი­ტომ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ქვე­ყა­ნას დღეს გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სჭირ­დე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნა­ხებს პერ­სპექ­ტი­ვას, პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­არ­წმუ­ნებს და და­ა­ნა­ხებს, რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე არის სა­ი­მე­დო, პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი. სწო­რედ ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი სჭირ­დე­ბა დღეს ქვე­ყა­ნას იმ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს. სა­ნამ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა, ჩვენ დრო არ უნდა დავ­კარ­გოთ და პრე­ზი­დენ­ტმა მათ უნდა აი­ძუ­ლოს გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა, უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი სოფ­ლის დახ­მა­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი უამ­რა­ვი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ზღვრებს გა­რე­თაა, მუ­შა­ობს და აქ თა­ვის ოჯა­ხის წევ­რებს არ­ჩენს. ჩვენ გვჭირ­დე­ბა მზრუნ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ხვა­ლინ­დელ დღეს სა­ი­მე­დოს გახ­დის“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად - "ევროპულმა საქართველომ"გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო

დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად - "ევროპულმა საქართველომ"გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. დავით ბაქრაძის კანდიდატურის დასახლების ღონისძიება ქუთაისში, სპორტის სასახლეში გაიმართა.

პარტიის გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად გამაერთიანებელი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც იმ პრობლემებს მოაგვარებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და ხალხს ხვალინდელი დღის იმედს გაუჩენს.

„ივანიშვილის მმართველობის ეპოქა მთავრდება. ჩვენი პოლიტიკური თაობის მოვალეობა და ამოცანაა, ის გავისტუმროთ რყევებისა და ქვეყნის გადაჩეხვის გარეშე. დღეს, სამწუხაროდ, როგორც არასდროს ქვეყანას სიღარიბესა და სიღატაკესთან ერთად, არნახული დაპირისპირების ხარისხი აწუხებს. საზოგადოება გახლეჩილია. სამწუხაროდ, საზოგადოება დაპირისპირებულია. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანას დღეს გამაერთიანებელი პრეზიდენტი სჭირდება. პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს პერსპექტივას, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს და დაანახებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო, პროგნოზირებადი. სწორედ ასეთი პრეზიდენტი სჭირდება დღეს ქვეყანას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ და პრეზიდენტმა მათ უნდა აიძულოს გადასახადების შემცირება, უპატრონოდ მიტოვებული სოფლის დახმარება და რაც მთავარია, ჩვენი უამრავი თანამოქალაქის დახმარება, რომლებიც საზღვრებს გარეთაა, მუშაობს და აქ თავის ოჯახის წევრებს არჩენს. ჩვენ გვჭირდება მზრუნველი პრეზიდენტი, რომელიც ხვალინდელ დღეს საიმედოს გახდის“, - განაცხადა უგულავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები