სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონიერ ქურდობაში" ბრალდებული ლავასოღლის სასჯელი ცნობილია - სასამართლოს განცხადება
"კანონიერ ქურდობაში" ბრალდებული ლავასოღლის სასჯელი ცნობილია - სასამართლოს განცხადება

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი (მინ­დია გო­რა­ძე) დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 2231-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 25, 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტი­თა და 154-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბას „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2013 წელს, ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბით, მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი აღი­ა­რე­ბუ­ლი იქნა „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად“, რის შემ­დეგ იგი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მარ­თავ­და და ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევრთა გარ­კვე­ულ ჯგუფს სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მიზ­ნით; მუ­ქა­რით, და­ში­ნე­ბით და ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბის გზით აი­ძუ­ლებ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ მათ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ქმე­დე­ბე­ბი, ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის­გან თან­ხე­ბის გა­მო­ძალ­ვას, ე.წ. „ქურ­დუ­ლი სა­ერ­თოს“ შეკ­რე­ბას და გა­ნა­წი­ლე­ბას, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­სა და სხვა პი­რე­ბის­თვის სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად წყვეტ­და მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტებ­სა და ფი­ზი­კურ პი­რებს შო­რის წარ­მო­შო­ბილ და­ვებს. გარ­და ამი­სა, 2014-2015 წლებ­ში მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის კავ­ში­რი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან, რომ­ლე­ბის­გა­ნაც პე­რი­ო­დუ­ლად იღებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ებს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, აძ­ლევ­და მი­თი­თე­ბებს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს­თვის ხელ­საყ­რე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­საქ­მნე­ლად და სხვა­დას­ხვა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით. ასე­ვე, იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს შეგ­რო­ვი­ლი ე.წ. „ქურ­დუ­ლი სა­ერ­თოს“ შევ­სე­ბი­სა და გა­და­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხებ­ზე, არე­გუ­ლი­რებ­და ურ­თი­ერ­თო­ბებს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რებს შო­რის.

2015 წლის 24 თე­ბერ­ვალს მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის“ გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის“ ავ­ტორს და წამ­ყვანს, გა­მოთ­ქვა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა 2015 წლის 14 თე­ბერ­ვალს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში მის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სუ­ლი უარ­ყო­ფი­თი სი­უ­ჟე­ტის (ინ­ფორ­მა­ცი­ის) გამო და და­ე­მუქ­რა მას, რომ შემ­დგომ­ში თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა ანა­ლო­გი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან.

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი (მინ­დია გო­რა­ძე) სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სა­ბო­ლო­ოდ 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში" ბრალ­დე­ბულ მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"კანონიერ ქურდობაში" ბრალდებული ლავასოღლის სასჯელი ცნობილია - სასამართლოს განცხადება

"კანონიერ ქურდობაში" ბრალდებული ლავასოღლის სასჯელი ცნობილია - სასამართლოს განცხადება

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მინდია ლავასოღლი აღიარებული იქნა „კანონიერ ქურდად“, რის შემდეგ იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით; მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა პირებისგან თანხების გამოძალვას, ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისთვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მინდია ლავასოღლის კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებისგანაც პერიოდულად იღებდა ინფორმაციებს კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსთვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. „ქურდული საერთოს“ შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, არეგულირებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის.

2015 წლის 24 თებერვალს მინდია ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის“ გადაცემა "განსხვავებული აქცენტების“ ავტორს და წამყვანს, გამოთქვა უკმაყოფილება 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციის) გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულ მინდია ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს