პირველად ნათამაშები ლატარია და მომენტალურად მოგებული 20 000 ლარი!

პირველად ნათამაშები ლატარია და მომენტალურად მოგებული 20 000 ლარი!

"ოქროს საწმისში’’ ერთ- ერთი მაქსიმალური მოგების მფლობელი უკვე ცნობილია.

საქართველოს ეროვნული ლატარიის მომენტალურ გათამაშება "ოქროს საწმისში’’ მოგებული 20 000 ლარის მფლობელი გახდა გელა დიდებაშვილი თბილისიდან. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე "გუდვილის’’ ჰიპერმარკეტში მდებარე პრესის დახლზე 2 ლარად შეიძინა "ოქროს საწმისის’’ ბილეთი და მომენტალურად 20 000 ლარის მფლობელი გახდა.

გელა დიდებაშვილი გახლავთ მცირე ბიზნესის მფლობელი, რომლის სავაჭრო სტენდიც ასევე "გუდვილის’’ ტერიტორიაზეა განთავსებული. როგორც ბატონი გელა გვიყვება, მან სამი "ოქროს საწმისის’’ ბილეთი ხურდის ნაცვლად შეიძინა, ხოლო ერთ-ერთის გადაფხეკისას მომგებიანი სიმბოლოს ქვეშ 20 000 ლარი აღმოაჩინა.

"ადრე არასდროს მითამაშია, ეს ჩემი პირველი შეხება იყო ლატარიასთან, მსგავსი რამ არასდროს წარმომედგინა, თუ 2 ლარად ოდესმე 20 000 ლარს მოვიგებდი. მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას ამ უდიდესი სიხარულისთვის’’.

გელა დიდებაშვილი მოგებული თანხით ბიზნესის გაფართოებას აპირებს. ბატონ გელას ჰყავს მეუღლე და მალე პირველ შვილს ელოდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლატარის მომენტალურ გათამაშებებში "ფარაონში’’",შვიდიანსა’’ და "ოქროს საწმისში’’ კიდევ დარჩენილია მაქსიმალური მოგებები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი