კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 წლის ფერმერი, რომელიც ფშავ-ხევსურეთის მთებს იცავს - "როცა შენს კუთხეს ემსახურები, სულ ხალისიანი ხარ და გინდა მეტი აკეთო"
26 წლის ფერმერი, რომელიც ფშავ-ხევსურეთის მთებს იცავს - "როცა შენს კუთხეს ემსახურები, სულ ხალისიანი ხარ და გინდა მეტი აკეთო"

ნო­დარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფერ­მე­რია უკა­ნა ფშა­ვი­დან და მა­მულ­ში, ვა­კის სო­ფელ­ში ზა­ფხუ­ლო­ბით დე­დას­თან ერ­თად, წლის სა­ნო­ვა­გეს აგ­რო­ვებს.

წელს სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი კარ­გა ხა­ნია უნ­დო­და. გა­ზა­ფხულ­ზე და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტომ რე­ინ­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეროვ­ნულ პარკში, უკა­ნაფ­შა­ვის უბან­ზე ორი ვა­კან­სია გა­მო­ა­ცხა­და. ნო­დარ­მა შე­ავ­სო CV, გა­სა­უბ­რე­ბა გა­ი­ა­რა. ერთ თვე­ში კი შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ რე­ინ­ჯე­რად და­ი­ნიშ­ნა. მარ­თა­ლია, პრო­ფე­სი­ით ჯერ ვერ და­საქმდა, თუმ­ცა მშობ­ლი­უ­რი კუ­თხის რე­ინ­ჯე­რო­ბა სი­ა­მა­ყეს გვრის... ამას­თან, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტი მოჰ­ყავს. უვ­ლის სა­ქო­ნელს, ამ­ზა­დებს რძის პრო­დუქ­ტებს, ჰყავს ფუტ­კა­რი... შრო­მა არ ეზა­რე­ბა და შე­დე­გიც აქვს.

ფშავ-ხევ­სუ­რე­თი ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი მთის რე­გი­ო­ნია კავ­კა­სი­ო­ნის კალ­თებ­ზე, რო­მელ­საც აქვს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ეკო­სის­ტე­მა - სუ­ბალ­პუ­რი ტყე­ე­ბი, ხას­ხა­სა მდე­ლო­ე­ბი, კლდო­ვა­ნი მთე­ბი და ხევ-ღე­ლე­ე­ბი. ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზის გარ­და, ამ მხა­რეს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი აქვს. ტე­რი­ტო­რი­ას აქვს ასე­ვე ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეროვ­ნუ­ლი ტყე-პარ­კი, რო­მე­ლიც და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ეკუთ­ვნის.

"ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლუ­ლია თევ­ზა­ო­ბა, ნა­დი­რო­ბა, რე­ინ­ჯე­რის მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა ბუ­ნე­ბის ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის­გან დაც­ვა. ხან­ძრის და სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დროს რე­ინ­ჯე­რი მე­ტყე­ვის, მაშ­ვე­ლის ფუნ­ქცი­ებ­საც ას­რუ­ლებს, ხში­რად გი­დო­ბაც უწევს" - გვიხ­ნის ნო­და­რი.

კვი­რა­ში 5 დღე მუ­შა­ობს და რო­გორც ამ­ბობს, "რო­დე­საც ეროვ­ნულ პარკთან ცხოვ­რობ, ყო­ვე­ლი დღე სა­მუ­შაო გაქვს, რად­გან სულ ყუ­რა­დღე­ბით ხარ და მუდ­მი­ვად გა­რე­მოს აკ­ვირ­დე­ბი. ეროვ­ნუ­ლი პარ­კი 79 909 ჰექ­ტა­რია, არის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მო, მწვერ­ვა­ლე­ბი, უღელ­ტე­ხი­ლე­ბი, ტბე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა".

ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯიხ­ვის და ნი­ა­მო­რის პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა-აღ­დგე­ნის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, შექ­მნი­ლია ბუ­ნე­ბის მკაც­რი დაც­ვის ზონა. ეს აქ მო­ბი­ნად­რე სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ას და ენ­დე­მუ­რი, ალ­პუ­რი ზო­ნის მცე­ნა­რე­ე­ბის დაც­ვა­საც ნიშ­ნავს. აწუნ­თას ქედი, თე­ბუ­ლოს მთის მი­სად­გო­მე­ბი და ბორ­ბა­ლოს მთის ნა­წი­ლი ხევ­სუ­რეთ­ში, თუ­შე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ჯიხ­ვის არე­ა­ლის გაგ­რძე­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. ეროვ­ნუ­ლი პარ­კის მკაც­რი დაც­ვის ზო­ნა­ში შე­სუ­ლია არ­ხო­ტის სა­ჯიხ­ვე­ე­ბი. მკაც­რი დაც­ვის ზონა ნი­ა­მო­რის მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფე­ბის თავ­შე­სა­ფა­რია. მას შემ­დეგ, რაც ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ პრაქ­ტი­კუ­ლად, ნა­დი­რო­ბა­ზე „თვით­შე­ზღუდ­ვა“ და­ა­წე­სა, ნი­ა­მო­რის რი­ცხვი ხევ­სუ­რეთ­ში მა­ტუ­ლობს.

ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შექ­მნი­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ზონა, სა­დაც დაშ­ვე­ბუ­ლია სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა, თიბ­ვა, ძო­ვე­ბა, შე­შის მო­პო­ვე­ბა (თუმ­ცა და­უშ­ვე­ბე­ლია ხვნა-თეს­ვა). ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ზო­ნა­ში ვი­ზი­ტორ­თათ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით სარ­გებ­ლო­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა ფე­ხით და ცხე­ნით, ასე­ვე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, სპორ­ტუ­ლი და სა­მოყ­ვა­რუ­ლო თევ­ზჭე­რა.

ნო­დარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი, რე­ინ­ჯე­რი, ფერ­მე­რი:

"მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით მურა დათ­ვი, რო­მე­ლიც სოფ­ლის გარ­შე­მო ხში­რად და­დის, რამ­დენ­ჯერ­მე სოფ­ლებ­ში სა­ფუტკრე­შიც შე­ვი­და, მო­სახ­ლო­ბას ფუტ­კა­რი და­უ­ზი­ა­ნა და შე­უ­ჭა­მა, ასე­ვე არის მელა და მგე­ლი... დათ­ვი ადა­მი­ან­ზე არ იწევს, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბე­ლე­ბი­ანს არ მი­ა­დე­ქი, ან და­ძი­ნე­ბულს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის სუნს იგ­რძნობს, მი­დის, თუ და­გი­ნა­ხა, იპა­რე­ბა ან გარ­ბის. სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე ოჯახს ელექტრო­ღო­ბე აქვს და ფუტკრე­ბის დაც­ვას ასე ცდი­ლო­ბენ", - გვიყ­ვე­ბა ნო­და­რი.

მისი თქმით, უკა­ნა ფშა­ვი ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­თხეა, მაგ­რამ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. რა­საც შე­უძ­ლია, გა­მო­ა­ცო­ცხლოს ხე­ო­ბა - ეს ტუ­რიზ­მი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბაა.

- გვაქვს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ტბა, რო­მელ­საც "ცოდ­ვი­ა­ნი ტბა" ჰქვია, 2 600-2 800 მეტრზეა მაღ­ლა მთებ­ში. ტბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა­დას­ხვა ლე­გენ­და არ­სე­ბობს, ერ­თის მი­ხედ­ვით, ფერ­დო­ბი­დან წა­მო­სულ­მა ზვავ­მა ფარა მე­ცხვა­რით ტბა­ში ჩა­ი­ტა­ნა და მე­ცხვა­რის ფა­ფა­რი "ბა­ზა­ლე­თის ტბა­ში~ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ბა­ზა­ლეთს უკავ­შირ­დე­ბა ცოდ­ვი­ა­ნი ტბაო დი­ნე­ბით. შიგ­ნით კლდო­ვა­ნია და სა­ცუ­რა­ოდ საფრ­თხი­ლოა. ასე­ვე გვაქვს ბორ­ბა­ლოს მწვერ­ვა­ლი 3294 მ, კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი, სუფ­თა და წყნა­რი გა­რე­მო. უკა­ნა ფშა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­დას­ვლა ხევ­სუ­რეთ­ში, თუ­შეთ­ში, პან­კის­ში, თი­ა­ნეთ­ში.

- შენს მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე რას გვე­ტყვი, რო­გორ მი­დის საქ­მე?

- მე­ბოსტნე­ო­ბა წელს შე­ვამ­ცი­რე, რაც სამ­სა­ხურ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წლის ბო­ლომ­დე ინ­ტერ­ნე­ტი იქ­ნე­ბა სოფ­ლებ­ში და მერე უფრო შე­იძ­ლე­ბა მი­წის ფარ­თო­ბის გაზ­რდა, რო­დე­საც პირ­და­პი­რი კავ­ში­რი იქ­ნე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თან. ფუტ­კა­რი ისევ მყავს ასე­ვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის, სი­ახ­ლე­ე­ბის მო­ლო­დი­ნით ვარ.

- გა­სულ წელს მახ­სოვს, გზას უჩი­ო­დი.

- წელს წყალ­დი­დო­ბა არ ყო­ფი­ლა და გზა არ ჩა­კე­ტი­ლა, ახ­ლაც ამ წუთ­ში სო­ფელ­ში მუ­შა­ობს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ტრაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც გზებს წმენ­დს.

- შენი ახა­ლი პრო­ფე­სია მოგ­წონს?

- რე­ინ­ჯე­რი უნდა იყოს გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ფრთხი­ლი, შე­ეძ­ლოს სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა, ეს უნა­რე­ბი მაქვს, ასე­ვე ტრე­ნინ­გე­ბიც გვი­ტარ­დე­ბა. ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის კონ­ტრო­ლია, დავ­დი­ვართ პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე რო­გორც მდი­ნა­რის, აგ­რეთ­ვე მთე­ბის. მერე, რო­დე­საც შენს კუ­თხეს ემ­სა­ხუ­რე­ბი, არც იღ­ლე­ბი, სულ ხა­ლი­სი­ა­ნი ხარ და გინ­და, რომ მეტი და მეტი საქ­მე გა­ა­კე­თო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

26 წლის ფერმერი, რომელიც ფშავ-ხევსურეთის მთებს იცავს - "როცა შენს კუთხეს ემსახურები, სულ ხალისიანი ხარ და გინდა მეტი აკეთო"

26 წლის ფერმერი, რომელიც ფშავ-ხევსურეთის მთებს იცავს - "როცა შენს კუთხეს ემსახურები, სულ ხალისიანი ხარ და გინდა მეტი აკეთო"

ნოდარ ტოხოსაშვილი ახალგაზრდა წარმატებული ფერმერია უკანა ფშავიდან და მამულში, ვაკის სოფელში ზაფხულობით დედასთან ერთად, წლის სანოვაგეს აგროვებს.

წელს სასწავლებელი დაამთავრა და ოფიციალური სამსახური კარგა ხანია უნდოდა. გაზაფხულზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ რეინჯერის პოზიციაზე, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, უკანაფშავის უბანზე ორი ვაკანსია გამოაცხადა. ნოდარმა შეავსო CV, გასაუბრება გაიარა. ერთ თვეში კი შეატყობინეს, რომ რეინჯერად დაინიშნა. მართალია, პროფესიით ჯერ ვერ დასაქმდა, თუმცა მშობლიური კუთხის რეინჯერობა სიამაყეს გვრის... ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავს. უვლის საქონელს, ამზადებს რძის პროდუქტებს, ჰყავს ფუტკარი... შრომა არ ეზარება და შედეგიც აქვს.

ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთი ულამაზესი მთის რეგიონია კავკასიონის კალთებზე, რომელსაც აქვს მრავალფეროვანი ეკოსისტემა - სუბალპური ტყეები, ხასხასა მდელოები, კლდოვანი მთები და ხევ-ღელეები. ბუნების სილამაზის გარდა, ამ მხარეს შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები აქვს. ტერიტორიას აქვს ასევე ფშავ-ხევსურეთის ეროვნული ტყე-პარკი, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკუთვნის.

"ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია თევზაობა, ნადირობა, რეინჯერის მთავარი მოვალეობაა ბუნების ბრაკონიერებისგან დაცვა. ხანძრის და სტიქიური მოვლენების დროს რეინჯერი მეტყევის, მაშველის ფუნქციებსაც ასრულებს, ხშირად გიდობაც უწევს" - გვიხნის ნოდარი.

კვირაში 5 დღე მუშაობს და როგორც ამბობს, "როდესაც ეროვნულ პარკთან ცხოვრობ, ყოველი დღე სამუშაო გაქვს, რადგან სულ ყურადღებით ხარ და მუდმივად გარემოს აკვირდები. ეროვნული პარკი 79 909 ჰექტარია, არის ბიომრავალფეროვანი გარემო, მწვერვალები, უღელტეხილები, ტბები, კულტურული მემკვიდრეობა".

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჯიხვის და ნიამორის პოპულაციების დაცვა-აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ბუნების მკაცრი დაცვის ზონა. ეს აქ მობინადრე სხვა სახეობების კონსერვაციას და ენდემური, ალპური ზონის მცენარეების დაცვასაც ნიშნავს. აწუნთას ქედი, თებულოს მთის მისადგომები და ბორბალოს მთის ნაწილი ხევსურეთში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ჯიხვის არეალის გაგრძელებას წარმოადგენს. ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაში შესულია არხოტის საჯიხვეები. მკაცრი დაცვის ზონა ნიამორის მცირერიცხოვანი ჯგუფების თავშესაფარია. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ პრაქტიკულად, ნადირობაზე „თვითშეზღუდვა“ დააწესა, ნიამორის რიცხვი ხევსურეთში მატულობს.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, შექმნილია ტრადიციული გამოყენების ზონა, სადაც დაშვებულია სამეურნეო საქმიანობა, თიბვა, ძოვება, შეშის მოპოვება (თუმცა დაუშვებელია ხვნა-თესვა). ტრადიციული გამოყენების ზონაში ვიზიტორთათვის შესაძლებელია სამეცნიერო კვლევა, საგანმანათლებლო საქმიანობა, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობა, გადაადგილება ფეხით და ცხენით, ასევე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.

ნოდარ ტოხოსაშვილი, რეინჯერი, ფერმერი:

"მტაცებელი ცხოველი საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით მურა დათვი, რომელიც სოფლის გარშემო ხშირად დადის, რამდენჯერმე სოფლებში საფუტკრეშიც შევიდა, მოსახლობას ფუტკარი დაუზიანა და შეუჭამა, ასევე არის მელა და მგელი... დათვი ადამიანზე არ იწევს, თუ მაინცდამაინც ბელებიანს არ მიადექი, ან დაძინებულს. როდესაც ადამიანის სუნს იგრძნობს, მიდის, თუ დაგინახა, იპარება ან გარბის. სოფელში რამდენიმე ოჯახს ელექტროღობე აქვს და ფუტკრების დაცვას ასე ცდილობენ", - გვიყვება ნოდარი.

მისი თქმით, უკანა ფშავი ნაკლებად პოპულარული კუთხეა, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს. რასაც შეუძლია, გამოაცოცხლოს ხეობა - ეს ტურიზმი და სოფლის მეურნეობაა.

- გვაქვს ძალიან ლამაზი ტბა, რომელსაც "ცოდვიანი ტბა" ჰქვია, 2 600-2 800 მეტრზეა მაღლა მთებში. ტბასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ლეგენდა არსებობს, ერთის მიხედვით, ფერდობიდან წამოსულმა ზვავმა ფარა მეცხვარით ტბაში ჩაიტანა და მეცხვარის ფაფარი `ბაზალეთის ტბაში~ გამოჩენილა. ბაზალეთს უკავშირდება ცოდვიანი ტბაო დინებით. შიგნით კლდოვანია და საცურაოდ საფრთხილოა. ასევე გვაქვს ბორბალოს მწვერვალი 3294 მ, კულტურული ძეგლები, სუფთა და წყნარი გარემო. უკანა ფშავიდან შეიძლება გადასვლა ხევსურეთში, თუშეთში, პანკისში, თიანეთში.

- შენს მეურნეობაზე რას გვეტყვი, როგორ მიდის საქმე?

- მებოსტნეობა წელს შევამცირე, რაც სამსახურმა ჩაანაცვლა. როგორც ამბობენ, წლის ბოლომდე ინტერნეტი იქნება სოფლებში და მერე უფრო შეიძლება მიწის ფართობის გაზრდა, როდესაც პირდაპირი კავშირი იქნება მომხმარებელთან. ფუტკარი ისევ მყავს ასევე ჩაბარებული საქონელი, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, სიახლეების მოლოდინით ვარ.

- გასულ წელს მახსოვს, გზას უჩიოდი.

- წელს წყალდიდობა არ ყოფილა და გზა არ ჩაკეტილა, ახლაც ამ წუთში სოფელში მუშაობს მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი ტრაქტორი, რომელიც გზებს წმენდს.

- შენი ახალი პროფესია მოგწონს?

- რეინჯერი უნდა იყოს გაწონასწორებული, ფრთხილი, შეეძლოს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, ემოციების მართვა, ეს უნარები მაქვს, ასევე ტრენინგებიც გვიტარდება. ჩემი მოვალეობა დაცული ტერიტორიის კონტროლია, დავდივართ პატრულირებაზე როგორც მდინარის, აგრეთვე მთების. მერე, როდესაც შენს კუთხეს ემსახურები, არც იღლები, სულ ხალისიანი ხარ და გინდა, რომ მეტი და მეტი საქმე გააკეთო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ