საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ სთხოვა, მათი საუბარი, მათ შორის დარჩენილიყო
ადვოკატი - გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ სთხოვა, მათი საუბარი, მათ შორის დარჩენილიყო

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ფიქ­რობს, რომ ზაზა სა­რა­ლი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, რომ­ლის გა­უმ­ჟღავ­ნებ­ლო­ბაც ვინ­მეს და­ა­ზა­რა­ლებ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის დ.ღ.-ს ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ პა­პოშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მას­თან შეხ­ვედ­რას ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ თა­ვად ზაზა სა­რა­ლი­ძის თხოვ­ნა იყო, რომ სა­უ­ბა­რი მათ შო­რის დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

„იმ ნა­წილ­ში, რომ ზაზა სა­რა­ლი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა ნამ­დვი­ლად შედ­გა ამას არ უარ­ყოფს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, თუმ­ცა ის ამ­ბობს, რომ ზაზა სა­რა­ლი­ძემ მას სთხო­ვა, მათ შო­რის სა­უ­ბა­რი, მათ შო­რის­ვე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და სა­სა­მარ­თლოს­თვის არ მო­უხ­სე­ნე­ბია ამის თა­ო­ბა­ზე. თუმ­ცა ის ფიქ­რობს, რომ ეს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია არ ყო­ფი­ლა ამ შეხ­ვედ­რა­ზე, რომ­ლის გა­უმ­ჟღავ­ნებ­ლო­ბაც ვინ­მეს და­ა­ზა­რა­ლებ­და“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ პა­პოშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის მე­ო­რე ეპი­ზოდს, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ის არც დ.ღ.-ს სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბას და არც საქ­მის მა­სა­ლებს არ იც­ნობს და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეპი­ზოდ­ზე ის ჯერ ვერ ისა­უბ­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ არას­რულ­წლო­ვან დ.ღ-ს დღეს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს.

გარ­და ამი­სა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს და თენ­გიზ კა­ლან­დი­ას გა­მო­კი­თხა­ვენ. დე­პუ­ტა­ტე­ბი გლ­და­ნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­ში შეს­ვლას 22 ივ­ლისს გეგ­მა­ვენ. მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო თენ­გიზ კა­ლან­დი­ას - და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა 23 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა. კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან მოწ­ვე­უ­ლი.

ადვოკატი - გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ სთხოვა, მათი საუბარი, მათ შორის დარჩენილიყო

ადვოკატი - გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ სთხოვა, მათი საუბარი, მათ შორის დარჩენილიყო

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა განაცხადა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდებული მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზაზა სარალიძის თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.

„იმ ნაწილში, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრა ნამდვილად შედგა ამას არ უარყოფს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა ის ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ მას სთხოვა, მათ შორის საუბარი, მათ შორისვე დარჩენილიყო, რაც გაითვალისწინა და სასამართლოსთვის არ მოუხსენებია ამის თაობაზე. თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ყოფილა ამ შეხვედრაზე, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა“, - განაცხადა მარიამ პაპოშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, როგორც ადვოკატი ამბობს, ის არც დ.ღ.-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და არც საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად, ამ ეპიზოდზე ის ჯერ ვერ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს დღეს ბრალი წაუყენეს.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიის წევრები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ. დეპუტატები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში შესვლას 22 ივლისს გეგმავენ. მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხოლო თენგიზ კალანდიას - დანაშაულის დაფარვის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ამასთან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა 23 ივლისს გაიმართება. კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ