ავტორი:

თურქეთში თარხან ბათირაშვილის ცოლი დააკავეს - რა არის ცნობილი სედა დუდურკაევას შესახებ

თურქეთში თარხან ბათირაშვილის ცოლი დააკავეს - რა არის ცნობილი სედა დუდურკაევას შესახებ

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციამ, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მიგრაციის საკითხებში მთავარი განყოფილების ხელმძღვანელის შვილი, სედა დუდურკაევა “ისლამური სახელმწიფოსთვის” ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია, ISIS-ს ერთ-ერთი გავლენიანი მეთაურის ცოლი.

ადგილობრივი გამოცემა Vatan-ის ცნობით, გარდა იმისა, რომ ის და მისი თანამზრახველები, სირიასა და ერაყში გადამსვლელებს ხელს უმართავდნენ, ასევე, ტერორისტებს თურქეთში ტერაქტების დაგეგმვაში ეხმარებოდნენ.

გამოცემის მტკიცებით, სედა დუდურკაევას ქმარი, ISIS-ს "სამხედრო მინისტრი" აბუ ომარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) იყო, რომელთან ერთადაც, ბავშვობაში, ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა. ახლა დუდურკაევასთან ერთად, რუსეთის კიდევ 5 მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც ასევე “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში არიან ბრალდებული. დაკავებულებს შორის დუდურკაევას და ალ-შიშანის საერთო შვილები არიან.

Daily Sabah-ს ინფორმაციით, სედა ყველას, მათ შორის ოჯახის წევრებს სირიაში ეგონათ, თუმცა, როგორც გაირკვა, ის რამდენიმე თვეა შვილებთან და გარემოცვასთან ერთად თურქეთში გადავიდა და ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე ქალაქში მოუწია ყოფნა. ბოლოს ის “გარკვეული მისიით” სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც დააკავეს კიდეც. თურქეთის პროკურატურამ მისი დაკითხვა დაიწყო.

სედას მამა, ასუ დუდურკაევი, 2013 წელს გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მას “ვაჰაბიტებთან და ბანდიტებთან კავშირში" ადანაშაულებდა. უფრო ადრე, კადიროვი მას სხვა ბრალდებებს უყენებდა - კერძოდ, მისი ქალიშვილი თარხან ბათირაშვილის გამო ჩეჩნეთიდან სირიაში გაიპარა. არსებული ცნობით, სედას მიბაძვით ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ინგუშეთიდან მაშინ სირიაში უამრავი გოგონა გაიპარა და ბევრი მათგანი დღემდე იქ გაურკვეველ მდგომარეობაში რჩება.

როდესაც სედა სირიაში გაიპარა, ამას ოჯახი დიდხანს მალავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთიდან სირიაში “პატარძლად” წასული გოგონების რაოდენობა გაიზარდა, ჩეჩნურმა მედიამ მაგალითად დუდურკაევების ფაქტი მოიყვანა... თუმცა, ადგილობრივები, ამ “სამარცხვინო ამბებს” მაინც დიდხანს ასაიდუმლოებდნენ, რადგან ჩეჩნურ ოჯახში ქალიშვილის სახლიდან უნებართვოთ გასვლა საგვარეულო სირცხვილად ითვლება.

სირიაში გაქცეულმა ქალებმა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან შვილები გააჩინეს, ბევრ მათგანს ქმრები დაეღუპათ და შემდეგ სხვას გაჰყვნენ, ახლა კი მათი მშობლები შვილიშვილების პოვნასა და დაბრუნებას ცდილობენ, რასაც რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება, - პოლიციას უკვე შედგენილი აქვს “ისლამური სახელმწიფოს" “ბებიების” საქმე.

მას შემდეგ, რაც ასუ დუდურკაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და 2016 წელს თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ამბავიც გავრცელდა, ის უახლოეს გარემოცვასთან ერთად, ქალიშვილის მოსაძებნად და დასაბრუნებლად სირიაში ჩავიდა, თუმცა ის და მისი თანხმლები პირები ალეპოს ალყაში მოხვდნენ, სადაც აქტიური მოქმედებები მიმდინარეობდა. მათ ალყიდან გამოღწევა შეძლეს, თუმცა ქალი ვერ იპოვნეს და ჩეჩნური მედიის თქმით, მამა სამშობლოში “შერცხვენილი დაბრუნდა.”

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე