კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამშობიაროში ბავშვები აერიათ და ორი ქალი ერთმანეთის შვილს ზრდიდა - 40 წლის წინ დაწყებული ამბავი, ბოლოსდაბოლოს, დასრულდა
სამშობიაროში ბავშვები აერიათ და ორი ქალი ერთმანეთის შვილს ზრდიდა - 40 წლის წინ დაწყებული ამბავი, ბოლოსდაბოლოს, დასრულდა

დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­შო­ბი­ა­რო­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის გამო წლე­ბის მან­ძილ­ზე ერ­თმა­ნე­თის შვი­ლებს ზრდიდ­ნენ, თითო მი­ლი­ონ რუბლს მი­ი­ღე­ბენ. პერ­მის სამ­შო­ბი­ა­რო­დან და­წყე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი „სან­ტა ბარ­ბა­რას“ უწო­დე­ბენ, ბო­ლოს­და­ბო­ლოს, დას­რულ­და.

„კმა­ყო­ფი­ლი ვარ თუ არა, არ შე­მიძ­ლია თქმა, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე,“ - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დე­დამ რიმა შვე­ცო­ვამ.

ყვე­ლა­ფე­რი 1978 წლის 7 მარტს და­ი­წყო. ორმა პა­ცი­ენ­ტმა სამ­შო­ბი­ა­რო­ში ერ­თსა და იმა­ვე დროს იმ­შო­ბი­ა­რა.

„გო­გო­ნა დი­ლით, 11 სა­ათ­ზე გა­ვა­ჩი­ნე. არ მახ­სოვს, მაჩ­ვე­ნეს თუ არა ბავ­შვი. ცუ­დად გავ­ხდი,“ - იხ­სე­ნებს იუ­ლია სა­ვე­ლი­ე­ვა.

იმა­ვე დროს გა­ა­ჩი­ნა გო­გო­ნა რიმა შვე­ცო­ვა­მაც. თუმ­ცა, მე­ა­ნე­ბი, რო­გორც ჩანს, სახ­ლში წას­ვლას ჩქა­რობ­დნენ და ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში აე­რი­ათ.

რაც უფრო იზ­რდე­ბოდ­ნენ გო­გო­ნე­ბი, მშობ­ლებ­თან მათი სხვა­ო­ბა სულ უფრო შე­სამ­ჩნე­ვი იყო. ტა­ტი­ა­ნა - შავგვრე­მა­ნია, ვე­რო­ნი­კა - ქერა. თა­ნაც, საქ­მე მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბა­ში არ იყო, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ემო­ცი­უ­რია და ფეთ­ქე­ბა­დი, მე­ო­რე - მშვი­დი. საქ­მე თით­ქმის ტრა­გე­დი­ამ­დე მი­ვი­და - რიმა შვე­ცო­ვას ქმარ­მა ბავ­შვის გა­გუდ­ვა სცა­და, რად­გან ეგო­ნა, რომ ცოლ­მა უღა­ლა­ტა, ბო­ლოს კი ოჯა­ხი­დან წა­ვი­და. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ გო­გო­ნა მისი შვი­ლი არ იყო. ქალი ვე­რო­ნი­კას და მის სამ და-ძმას ერ­თად ზრდი­და.

„დედა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ქმარს ჩემ გამო გა­შორ­და. ამა­ში ყო­ველ­თვის სა­კუ­თარ თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი,“ - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ვე­რო­ნი­კა შვე­ცო­ვამ.

ვე­რო­ნი­კა შვილ­თან ერ­თად

მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ტა­ტი­ა­ნა მშვიდ, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­და.

„მშობ­ლე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მე­პყრო­ბოდ­ნენ. აზ­რა­დაც ვერ და­ვუშ­ვებ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და,“ - გა­ნა­ცხა­და ტა­ტი­ა­ნა სა­ვე­ლი­ე­ვამ.

ტა­ტი­ა­ნა

ოჯა­ხებს ეჭვი, რომ მათი შვი­ლე­ბი სამ­შო­ბი­ა­როს თა­ნამ­შრომ­ლებს ერ­თმა­ნეთ­ში აე­რი­ათ, ბავ­შვე­ბის მცი­რე ასა­კი­დან­ვე გა­უჩ­ნდათ. ვე­რო­ნი­კას დე­დას და სა­ვე­ლი­ე­ვებს ურ­თი­ერ­თო­ბა მუდ­მი­ვად ჰქონ­დათ. რიმა ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­და თვალს, რო­გორ იზ­რდე­ბო­და ტა­ნია, რო­გო­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და. ის ამ­ბობს, რომ ტა­ტი­ა­ნა ძა­ლი­ან ჰგავ­და მის უფ­როს შვი­ლებს.

იგი­ვე ეჭვი ჰქონ­დათ სა­ვე­ლი­ე­ვებ­საც, თუმ­ცა 40 წლის წინ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და­სა­დას­ტუ­რებ­ლად რა­ი­მე ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა. ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ჭო­რა­ობ­და, რომ შვი­ლე­ბი მშობ­ლებს არ ჰგავ­დნენ, თუმ­ცა ორი­ვე დედა მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და, შვი­ლე­ბი ჭო­რა­ო­ბის­გან და­ეც­ვათ.

ტეს­ტი ტა­ტი­ა­ნამ და ვე­რო­ნი­კამ წელს გა­ი­კე­თეს. შე­დეგ­მა კი აჩ­ვე­ნა, რომ გო­გო­ნე­ბი არა­ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებ­თან იზ­რდე­ბოდ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ას, დე­დე­ბი 12 მი­ლი­ონ რუბლს ითხოვ­დნენ, თუმ­ცა ბევ­რად მცი­რე თან­ხა ერ­გოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სამშობიაროში ბავშვები აერიათ და ორი ქალი ერთმანეთის შვილს ზრდიდა - 40 წლის წინ დაწყებული ამბავი, ბოლოსდაბოლოს, დასრულდა

სამშობიაროში ბავშვები აერიათ და ორი ქალი ერთმანეთის შვილს ზრდიდა - 40 წლის წინ დაწყებული ამბავი, ბოლოსდაბოლოს, დასრულდა

დედები, რომლებიც სამშობიაროში დაშვებული შეცდომის გამო წლების მანძილზე ერთმანეთის შვილებს ზრდიდნენ, თითო მილიონ რუბლს მიიღებენ. პერმის სამშობიაროდან დაწყებული ამბავი, რომელსაც რუსული საინფორმაციო საშუალებები „სანტა ბარბარას“ უწოდებენ, ბოლოსდაბოლოს, დასრულდა.

„კმაყოფილი ვარ თუ არა, არ შემიძლია თქმა, ძალიან დავიღალე,“ - განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთმა დაზარალებულმა დედამ რიმა შვეცოვამ.

ყველაფერი 1978 წლის 7 მარტს დაიწყო. ორმა პაციენტმა სამშობიაროში ერთსა და იმავე დროს იმშობიარა.

„გოგონა დილით, 11 საათზე გავაჩინე. არ მახსოვს, მაჩვენეს თუ არა ბავშვი. ცუდად გავხდი,“ - იხსენებს იულია საველიევა.

იმავე დროს გააჩინა გოგონა რიმა შვეცოვამაც. თუმცა, მეანები, როგორც ჩანს, სახლში წასვლას ჩქარობდნენ და ბავშვები ერთმანეთში აერიათ.

რაც უფრო იზრდებოდნენ გოგონები, მშობლებთან მათი სხვაობა სულ უფრო შესამჩნევი იყო. ტატიანა - შავგვრემანია, ვერონიკა - ქერა. თანაც, საქმე მხოლოდ გარეგნობაში არ იყო, ერთ-ერთი მათგანი ემოციურია და ფეთქებადი, მეორე - მშვიდი. საქმე თითქმის ტრაგედიამდე მივიდა - რიმა შვეცოვას ქმარმა ბავშვის გაგუდვა სცადა, რადგან ეგონა, რომ ცოლმა უღალატა, ბოლოს კი ოჯახიდან წავიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ გოგონა მისი შვილი არ იყო. ქალი ვერონიკას და მის სამ და-ძმას ერთად ზრდიდა.

„დედა მეუბნებოდა, რომ ქმარს ჩემ გამო გაშორდა. ამაში ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი,“ - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ვერონიკა შვეცოვამ.

ვერონიკა შვილთან ერთად

მისგან განსხვავებით ტატიანა მშვიდ, სიყვარულით სავსე გარემოში იზრდებოდა.

„მშობლები არაჩვეულებრივად მეპყრობოდნენ. აზრადაც ვერ დავუშვებდი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა,“ - განაცხადა ტატიანა საველიევამ.

ტატიანა

ოჯახებს ეჭვი, რომ მათი შვილები სამშობიაროს თანამშრომლებს ერთმანეთში აერიათ, ბავშვების მცირე ასაკიდანვე გაუჩნდათ. ვერონიკას დედას და საველიევებს ურთიერთობა მუდმივად ჰქონდათ. რიმა ყურადღებით ადევნებდა თვალს, როგორ იზრდებოდა ტანია, როგორი ბავშვობა ჰქონდა. ის ამბობს, რომ ტატიანა ძალიან ჰგავდა მის უფროს შვილებს.

იგივე ეჭვი ჰქონდათ საველიევებსაც, თუმცა 40 წლის წინ შეუძლებელი იყო დასადასტურებლად რაიმე ანალიზის გაკეთება. ქალაქში ყველა ჭორაობდა, რომ შვილები მშობლებს არ ჰგავდნენ, თუმცა ორივე დედა მაქსიმალურად ცდილობდა, შვილები ჭორაობისგან დაეცვათ.

ტესტი ტატიანამ და ვერონიკამ წელს გაიკეთეს. შედეგმა კი აჩვენა, რომ გოგონები არაბიოლოგიურ მშობლებთან იზრდებოდნენ. რაც შეეხება კომპენსაციას, დედები 12 მილიონ რუბლს ითხოვდნენ, თუმცა ბევრად მცირე თანხა ერგოთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს