პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე - "სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული..."
ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე - "სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული..."

თუ შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეკ­რე­ბას შევ­ძლებთ, რა თქმა უნდა, სხვა პი­რე­ბის და­კა­ვე­ბაც არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გუ­შინ ერთი არას­რულ­წლოვ­ნის და­კა­ვე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი მოწ­მის და­კა­ვე­ბა მოხ­და შსს–ს მიერ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში და სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალს დღეს წა­რუდ­გენს.

„გა­მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა. ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ მოვ­ლე­ნე­ბის არც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ ვთქვით და ამის ნა­თე­ლი დას­ტუ­რია გუ­შინ­დე­ლი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კონ­კრე­ტუ­ლად ვერ ისა­უბ­რებს რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას შეძ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა.

„მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა გრძელ­დე­ბა. რო­გორც კი შეგ­ვექ­მნა საკ­მა­რი­სი სტან­დარ­ტი იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით ერთი პირი დაგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა, ეს გა­ვა­კე­თეთ. თუ შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეკ­რე­ბას შევ­ძლებთ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლის­ხმე­ვას არ ვი­შუ­რებთ, რა თქმა უნდა, სხვა პი­რე­ბის და­კა­ვე­ბაც გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა. ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტი. როცა შე­იკ­რი­ბა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მოხ­და და­კა­ვე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, არას­რულ­წლო­ვა­ნი დ.ღ. და­ა­კა­ვეს.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ დ.ღ.-მ, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქტს, გან­ზრახ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და სა­სა­მარ­თლოს და მის­ცა ცრუ ჩვე­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე - "სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული..."

ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე - "სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული..."

თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე გუშინ ერთი არასრულწლოვნის დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის დაკავება მოხდა შსს–ს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში და სავარაუდოდ, აღნიშნულ პიროვნებას პროკურატურა ბრალს დღეს წარუდგენს.

„გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას, ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით და ამის ნათელი დასტურია გუშინდელი დაკავების ფაქტი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულად ვერ ისაუბრებს რა მტკიცებულების მოპოვებას შეძლებს გამოძიება.

„მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება. როგორც კი შეგვექმნა საკმარისი სტანდარტი იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით ერთი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ. თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არაა. ბრალდების წარდგენას სჭირდება შესაბამისი სტანდარტი. როცა შეიკრიბა შესაბამისი მტკიცებულება, მოხდა დაკავება“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს