მარშალ გელოვანის გამზირის და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიურ კვლევაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 500 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს უშუქნიშნო ტიპის გზაჯვარედინი, რომელიც 2 გვირაბსაც ითვალისწინებს, რომელთა მეშვეობითაც გზების გადაკვეთის დონეები დაცალკევდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობის მთავარი ნაკადი, რომელიც იმოძრავებს ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ისარგებლებს მარშალ გელოვანის გამზირით; სამხრეთიდან ჩრდილოეთით მიმავალი ნაკადი კი მარჯვენა სანაპიროს ქუჩას გამოიყენებს.
აღნიშნული გზაჯვარედინის მოწყობის დეტალური პროექტი კორეული საკონსულტაციო ფირმის DOHWA Engineering Co.,Ltd. მიერ 2018 წელს არის მომზადებული. განაგრძეთ კითხვა