როდის ემუქრება ბავშვს ჭრილობიდან ტეტანუსი და რა შემთხვევაშია აცრა აუცილებელი - ინფექციონისტის აუცილებელი რჩევები მშობლებს

როდის ემუქრება ბავშვს ჭრილობიდან ტეტანუსი და რა შემთხვევაშია აცრა აუცილებელი - ინფექციონისტის აუცილებელი რჩევები მშობლებს

ზაფხულის განმავლობაში ბავშვები თითქმის მთელი დღის განმავლობაში გარეთ თამაშობენ. ამ დროს ყველაზე მაღალია წაქცევის, ჭრილობის მიღების და მისი დაბინძურების რისკი. ამ დროს მშობლები ძალიან ღელავენ ტეტანუსის გამო, რადგან ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და აუცილებლად აცრას მოითხოვს.როდის არის საჭირო აცრა და როდის - მხოლოდ ჭრილობის სწორი დამუშავება - ექიმი ინფექციონისტი მარინა ენდელაძე მშობლებს უმნიშვნელოვანეს რჩევებს აძლევს.

- ბევრი მშობელი ღელავს, როცა ბავშვი წაიქცევა და ჭრილობა მიწით უბინძურდება... ყოველთვის აუცილებელია ამ დროს ტეტანუსზე აცრა?

- ტეტანუსზე აცრა საჭირო არ არის, თუ ბავშვი ვაქცინირებულია, კალენდარული აცრები თუ შესრულებული აქვს. ტეტანუსის აცრა ტარდება დაბადებიდან მესამე თვეზე... თუ არ იცის მშობელმა, აცრილია თუ არა ბავშვი, ან დარღვევა აქვს რაიმე კალენდარში, მაშინ აუცილებლად უნდა მიაკითხონ ამცრელ კაბინეტს, ან უბნის ექიმს და გაარკვიონ, ზუსტად როდის, რა აცრა აქვს ბავშვს ჩატარებული... დაბადებიდან მესამე თვეზე იცრება და წესით სამ თვემდე ბავშვი არ უნდა წაიქცეს და ჭრილობა მიწით არ უნდა დაუბინძურდეს. თუ ბავშვი აცრილია და ჭრილობა ცოტა გართულდა, იქ საგანგაშო არაფერია. ჭრილობას უნდა კარგად დამუშავება და მოვლა. ნებისმიერი ჭრილობის შემთხვევა კარგად უნდა დამუშავდეს! თუნდაც პოლიკლინიკაში მიიყვანონ, თავის შესაბამის სამედიცინო სტრუქტურაში.

- ზოგჯერ ჟანგიან რკინაზე იჭრიან, ან რაიმე ბინძური საგანი შეიძლება შეერჭოს. ამ დროსაც აცრა სჭირდება თუ მხოლოდ მიწით დასვრისას?

- აცრა ჟანგიან რკინით მიღებულ ჭრილობაზეც ჭირდება, თუ ბავშვი აცრილი არ არის! აქაც პასუხი იგივეა, რაც ზემოთ მოგახსენეთ! აცრა თუ არ არის სრულყოფილად ჩატარებული, აუცილებლად ვაქცინაცია სჭირდება! ჟანგიანი რკინითაც რომ მიიღოს ბავშვა სხეულის დაზიანება, თუ აცრილია, იგი სრულიად დაცულია და საფრთხე აღარ არსებობს!

- ტეტანუსი მკურნალობას ექვემდებარება?

- ტეტანუსი ძალიან მძიმე დაავადებაა, ეგზოტოქსიურია... იკურნება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს დროული სამედიცინო დახმარება...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი