პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი დედების და მათი თინეიჯერი შვილების ურთიერთობა: "ფაქტია, იპრანჭება და ვინმე თუ მოსწონს არ ვიცი..."
ცნობილი დედების და მათი თინეიჯერი შვილების ურთიერთობა: "ფაქტია, იპრანჭება და ვინმე თუ მოსწონს არ ვიცი..."

თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს მშობ­ლე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში შვი­ლებს სულ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი უჩ­ნდე­ბათ, ჰყავთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, სწავ­ლას ხში­რად გულს ვე­ღარ უდე­ბენ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ა­თე­ბიც სა­ღა­მოს ცხრი­დან 12 სა­ა­თამ­დე იწევს... ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ცე­სი მშობ­ლის­თვის ხში­რად რთუ­ლად მი­სა­ღე­ბია. AMBEBI.GE ცნო­ბილ დე­დებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს ზრდი­ან.

კრის­ტი ყიფ­ში­ძის და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მუც­ლად ყოფ­ნი­დან­ვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. კრის­ტი ორ­სუ­ლად იყო როცა პო­დი­უმ­ზე გა­მო­ვი­და. ნა­ტა­ლია ახლა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­შია და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნაა.

"ნა­ტა­ლია თი­ნე­ი­ჯე­რია და მო­გეხ­სე­ნე­ბათ ეს რთუ­ლი ასა­კია, რო­გორც ბავ­შვის­თვის ასე­ვე მშობ­ლის­თვის. ფსი­ქო­ლოგ­თან გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ჩე­მე­ბუ­რი მიდ­გო­მა მაქვს.

ნა­ტა­ლი­ას ჯი­უ­ტი ხა­სი­ა­თი აქვს. შე­უძ­ლია ყო­ველ­დღე წა­ვი­დეს გა­სარ­თო­ბად, რა­ზეც მე პრე­ტენ­ზი­ე­ბი მაქვს. ასე­ვე ვე­უბ­ნე­ბი დრო­უ­ლად და­ი­ძი­ნოს, სწო­რად იკ­ვე­ბოს, ვერ ხვდე­ბა, რომ ეს მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სხვა მხრივ არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ გვაქვს. და­დის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, სა­დაც ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი მი­დის და სულ ვიცი რას აკე­თებს. თა­ვა­დაც ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია, ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბა სად არის, ტე­ლე­ფო­ნი თუ და­უჯ­და, სხვის­გან მწერს მე­სიჯს.

ჰო­როს­კო­პით ლო­მია და ლი­დე­რი ხა­სი­ა­თი აქვს, თან ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია და ჰგო­ნია რომ ეს ასე უნდა იყოს. ხში­რად მოჰ­ყავს ჩვენ­თან მისი მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლას ვიც­ნობ და ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან. მე და დე­და­ჩე­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ნა­ტა­ლი­ას.

- რო­გორც ვიცი, სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლას. რას გეგ­მავს სა­მო­მავ­ლოდ?

- სკო­ლას როცა და­ამ­თავ­რებს, სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის სას­წავ­ლებ­ლად. თუმ­ცა, რაზე ჩა­ა­ბა­რებს, ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. მე უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ჩემი პრო­ფე­სი­ით ერთი სა­ა­თიც არ მი­მუ­შა­ვია, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

მომ­ღე­რა­ლი ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი 20 წლის ასაკ­ში და­ო­ჯახ­და და ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე დაქვრივ­და. ლიზი ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის გაზ­რდა­ში ვე­რი­კოს დე­დამ­თი­ლი ეხ­მა­რე­ბა.

- ლიზა თი­ნე­ი­ჯე­რია, რთუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, მაგ­რამ სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვე­ბი და მსგავ­სი კონ­ფლიქ­ტი ჯერ არ გვქო­ნია. რა­ღაც პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან რთუ­ლად იყო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ახლა დამ­შვიდ­და. თვი­თონ­ვე აღი­ა­რა, ცუ­დად რომ იქ­ცე­ო­და. ყვე­ლა­ფერ­ზე ვკა­მა­თობთ. რა­მეს როცა ვე­ტყვი, ჯერ მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ზუს­ტად ისე აკე­თებს, რო­გორც მე ვე­უბ­ნე­ბი. ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი ჩვე­ვია.

- ბი­ჭებს ეპ­რან­ჭე­ბა უკვე?

- ბი­ჭე­ბის ამ­ბავ­ში მე მგავს, სა­ნამ არ გავ­თხოვ­დი, ბი­ჭის­კენ არც გა­მი­ხე­დია. არ იპ­რან­ჭე­ბა სა­ერ­თოდ. ძა­ლი­ან მგავს სა­ერ­თო ჯამ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მისი პი­რა­დი ფე­ის­ბუ­ქის ან ტე­ლე­ფო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბას, არ ვარ ის მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც შვი­ლის მე­სი­ჯებს აზის. მე ყო­ველ­თვის ვიცი სად არის, ვის­თან მე­გობ­რობს და ა.შ. ისიც იც­ნობს ჩემს მე­გობ­რებს, ხში­რად დავ­დი­ვართ ერ­თად და როცა ჩემი მე­გობ­რე­ბი ჩემ­თან მო­დი­ან, ძი­ლის ბოლო წვე­თამ­დე ჩემ­თან ერ­თად ზის და გვის­მენს.

მომ­ღე­რალ ნინო ჩხე­ი­ძეს ერთი შვი­ლი ჰყავს. მა­რი­კო თით­ქმის ყვე­ლა ბავ­შვს უყ­ვარს, რად­გან მისი სიმ­ღე­რა „გზა­ზე მი­დის კურ­დღე­ლი“ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. გო­გო­ნა უკვე თი­ნე­ი­ჯე­რია და მის რთულ ხა­სი­ათს ძი­რი­თა­დად დედა - ნინო ჩხე­ი­ძე უმკლავ­დე­ბა, რად­გან მამა ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს.

- მა­რი­კო პრობ­ლე­მუ­რი ბავ­შვი არ არის, თუმ­ცა თა­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს. ძა­ლი­ან ჰგავს თი­ნე­ი­ჯერ ნინო ჩხე­ი­ძეს. რო­გორც მე მიყ­ვარ­და პრან­ჭვა, ისე უყ­ვარს მა­რი­კო­საც. მეც დამ­ჯე­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და მა­რი­კოც ასე არის. ერ­თა­დერ­თი, რაც ცოტა უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, არის მისი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა. უც­ნა­ურ რა­ღა­ცე­ებს უს­მენს.

- ამ ასაკ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია შვი­ლის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა, თქვენ მო­პო­ვე­ბუ­ლი გაქვთ მა­რი­კოს ნდო­ბა?

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ებს მი­მა­ლავს, მაგ­რამ ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად მე­გობ­რუ­ლი ვიყო და არა­ფე­რი და­მი­მა­ლოს. რაც არ უნდა მი­თხრას, ვცდი­ლობ შეშ­ფო­თე­ბა არ გა­მოვ­ხა­ტო. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ამ­ბებს, არა­ფე­რი ვიცი. ფაქ­ტია რომ იპ­რან­ჭე­ბა და ვინ­მე თუ მოს­წონს არ ვიცი.

მო­დე­ლი რუსა ჩა­ჩუა ოთხი შვი­ლის ახალ­გაზ­რდა დე­დაა. რუ­სას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სიმ­პა­ტი­უ­რი სპორ­ტსმე­ნი შვი­ლი ჰყავს - თაზო სკო­ლას მო­მა­ვალ წელს ამ­თავ­რებს.

- თაზო არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებს, ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვწვეტთ. როცა გვე­უბ­ნე­ბი­ან რომ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა რთუ­ლია, ეს ჩემ­თვის უც­ნა­უ­რია. თაზო სპორ­ტსმე­ნია და სრუ­ლი­ად იხარ­ჯე­ბა სწავ­ლა­ში და სპორ­ტში. მე­ცო­დე­ბა კი­დეც, ისე ბო­ლომ­დეა ჩარ­თუ­ლი სპორ­ტში და სწავ­ლა­ში. მე­გობ­რე­ბის­თვის დრო ფაქ­ტი­უ­რად არ აქვს.

- რო­გო­რი დედა ხართ?

- ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუ­წევ ან­გა­რიშს. არა­ნორ­მა­ლუ­რად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი დედა ვარ. სულ უნდა ვი­ცო­დე სად არის, რას აკე­თებს და ა.შ. ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არც მე მა­ტყუ­ებს და არც მა­მას, დიდ პა­ტივს გვცემს. ამის მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი დედა ვარ, მაგ­რამ თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით ახლა ბო­დიშს მო­ვუხ­დი. არ აპ­რო­ტეს­ტებს, მაგ­რამ ვა­ღი­ა­რებ, აუ­ტა­ნე­ლი დედა ვარ.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ შვილ­ში ასე­თი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა?

- არა­ფე­რი არ გა­მი­კე­თე­ბია. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი წამი შვი­ლებ­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ბევ­რი რამე გა­დავ­დე შვი­ლე­ბის­თვის, თუნ­დაც კა­რი­ე­რის მხრივ. როცა ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე, გა­ვი­აზ­რე რომ მე უნდა ვიყო დედა რო­მე­ლიც შვილს სწო­რად აღ­ზრდის და მუდ­მი­ვად მას­თან იქ­ნე­ბა. ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა, და­ბა­დე­ბის დღე­ზეც კი არ წავ­სულ­ვარ შვი­ლე­ბის გამო. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო და არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი დედა იყო, მაგ­რამ შვი­ლის პრო­ტეს­ტი ვერ შე­ა­ჩე­რო. ამი­ტომ მხო­ლოდ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არაა, თაზო ასე­თი თი­ნე­ი­ჯე­რი რომ არის. ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის დე­დაა. რო­გორც ნა­ნი­კო ამ­ბობს, ლილუ პრობ­ლე­მუ­რი თი­ნე­ი­ჯე­რი არ არის. "ლილუ ახლა არის 15 წლის. ჯერ­ჯე­რო­ბით მშვი­დად მი­დის მისი გარ­და­ტე­ხის ასა­კი, თუმ­ცა, არა­ვინ იცის რა იქ­ნე­ბა ხვალ ან ერთ წე­ლი­წად­ში"

- ჰგავს თი­ნე­ი­ჯერ ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს, თუ თქვენ მე­ამ­ბო­ხე თი­ნე­ი­ჯე­რი იყა­ვით?

- მე ცხოვ­რე­ბამ გამ­ხა­და მე­ამ­ბო­ხე. მშვი­დი თი­ნე­ი­ჯე­რი ვი­ყა­ვი, მე­ამ­ბო­ხე გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ გავ­ხდი.

- ამ ასაკ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კა და ფილ­მე­ბი მოს­წონთ ბავ­შვებს, რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს ლი­ლუს ისე­თი, რაც თქვენ­თვის უჩ­ვე­უ­ლოა?

- ის ვიცი, რომ ჩვენ­ზე ბევ­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მა­გა­რი თა­ო­ბა მო­დის. ახლა სხვა დროა, უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა და არც მიკ­ვირს ამ თა­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, ძა­ლი­ან მა­გა­რი ბავ­შვე­ბი არი­ან, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად შე­უძ­ლი­ათ და­გიმ­ტკი­ცონ ყვე­ლა­ფე­რი და მშვი­დად გა­ნაგ­რძონ ცხოვ­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბიც არი­ან და მე ეს მა­ხა­რებს. მე­გობ­რუ­ლად ვზრდი, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სა­ი­დუმ­ლო და ლი­ლუ­საც ექ­ნე­ბა, რა თქმა უნდა.

ავტორი:

ცნობილი დედების და მათი თინეიჯერი შვილების ურთიერთობა: "ფაქტია, იპრანჭება და ვინმე თუ მოსწონს არ ვიცი..."

ცნობილი დედების და მათი თინეიჯერი შვილების ურთიერთობა: "ფაქტია, იპრანჭება და ვინმე თუ მოსწონს არ ვიცი..."

თინეიჯერ შვილებს მშობლებისგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მოზარდობის ასაკში შვილებს სულ სხვა ინტერესები უჩნდებათ, ჰყავთ ახალი მეგობრები, სწავლას ხშირად გულს ვეღარ უდებენ, სახლში დაბრუნების საათებიც საღამოს ცხრიდან 12 საათამდე იწევს... ბუნებრივია, ეს პროცესი მშობლისთვის ხშირად რთულად მისაღებია. AMBEBI.GE ცნობილ დედებს დაუკავშირდა, რომლებიც თინეიჯერ შვილებს ზრდიან.

კრისტი ყიფშიძის და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი ნატალია, შეიძლება ითქვას, მუცლად ყოფნიდანვე ყურადღების ცენტრშია. კრისტი ორსულად იყო როცა პოდიუმზე გამოვიდა. ნატალია ახლა თინეიჯერობის ასაკშია და საკმაოდ აქტიური გოგონაა.

"ნატალია თინეიჯერია და მოგეხსენებათ ეს რთული ასაკია, როგორც ბავშვისთვის ასევე მშობლისთვის. ფსიქოლოგთან გავიარე კონსულტაციები და ჩემებური მიდგომა მაქვს.

ნატალიას ჯიუტი ხასიათი აქვს. შეუძლია ყოველდღე წავიდეს გასართობად, რაზეც მე პრეტენზიები მაქვს. ასევე ვეუბნები დროულად დაიძინოს, სწორად იკვებოს, ვერ ხვდება, რომ ეს მისთვის აუცილებელია. სხვა მხრივ არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს. დადის მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი მიდის და სულ ვიცი რას აკეთებს. თავადაც ყურადღებიანია, ყოველთვის მეუბნება სად არის, ტელეფონი თუ დაუჯდა, სხვისგან მწერს მესიჯს.

ჰოროსკოპით ლომია და ლიდერი ხასიათი აქვს, თან ბავშვობიდან ყურადღების ცენტრშია და ჰგონია რომ ეს ასე უნდა იყოს. ხშირად მოჰყავს ჩვენთან მისი მეგობრები, ყველას ვიცნობ და ძალიან კარგი ბავშვები არიან. მე და დედაჩემი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ნატალიას.

- როგორც ვიცი, საზღვარგარეთ აპირებდა სასწავლებლად წასვლას. რას გეგმავს სამომავლოდ?

- სკოლას როცა დაამთავრებს, საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად. თუმცა, რაზე ჩააბარებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მე უცხო ენების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემი პროფესიით ერთი საათიც არ მიმუშავია, ვნახოთ რა იქნება.

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი 20 წლის ასაკში დაოჯახდა და ქალიშვილი შეეძინა, თუმცა სამწუხაროდ, მალევე დაქვრივდა. ლიზი ბერუჩაშვილის გაზრდაში ვერიკოს დედამთილი ეხმარება.

- ლიზა თინეიჯერია, რთული ხასიათი აქვს, მაგრამ სახლიდან გაქცევები და მსგავსი კონფლიქტი ჯერ არ გვქონია. რაღაც პერიოდი ძალიან რთულად იყო ყველაფერი, მაგრამ ახლა დამშვიდდა. თვითონვე აღიარა, ცუდად რომ იქცეოდა. ყველაფერზე ვკამათობთ. რამეს როცა ვეტყვი, ჯერ მეწინააღმდეგება და ნახევარ საათში ზუსტად ისე აკეთებს, როგორც მე ვეუბნები. ფეხების ბაკუნი ჩვევია.

- ბიჭებს ეპრანჭება უკვე?

- ბიჭების ამბავში მე მგავს, სანამ არ გავთხოვდი, ბიჭისკენ არც გამიხედია. არ იპრანჭება საერთოდ. ძალიან მგავს საერთო ჯამში. რაც შეეხება მისი პირადი ფეისბუქის ან ტელეფონის გაკონტროლებას, არ ვარ ის მშობელი, რომელიც შვილის მესიჯებს აზის. მე ყოველთვის ვიცი სად არის, ვისთან მეგობრობს და ა.შ. ისიც იცნობს ჩემს მეგობრებს, ხშირად დავდივართ ერთად და როცა ჩემი მეგობრები ჩემთან მოდიან, ძილის ბოლო წვეთამდე ჩემთან ერთად ზის და გვისმენს.

მომღერალ ნინო ჩხეიძეს ერთი შვილი ჰყავს. მარიკო თითქმის ყველა ბავშვს უყვარს, რადგან მისი სიმღერა „გზაზე მიდის კურდღელი“ ძალიან პოპულარულია. გოგონა უკვე თინეიჯერია და მის რთულ ხასიათს ძირითადად დედა - ნინო ჩხეიძე უმკლავდება, რადგან მამა ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.

- მარიკო პრობლემური ბავშვი არ არის, თუმცა თავისებური ხასიათი აქვს. ძალიან ჰგავს თინეიჯერ ნინო ჩხეიძეს. როგორც მე მიყვარდა პრანჭვა, ისე უყვარს მარიკოსაც. მეც დამჯერი ბავშვი ვიყავი და მარიკოც ასე არის. ერთადერთი, რაც ცოტა უცნაურად მეჩვენება, არის მისი მუსიკალური გემოვნება. უცნაურ რაღაცეებს უსმენს.

- ამ ასაკში ძალიან რთულია შვილის ნდობის მოპოვება, თქვენ მოპოვებული გაქვთ მარიკოს ნდობა?

- არ ვიცი, შეიძლება რაღაცეებს მიმალავს, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად მეგობრული ვიყო და არაფერი დამიმალოს. რაც არ უნდა მითხრას, ვცდილობ შეშფოთება არ გამოვხატო. რაც შეეხება პირად ამბებს, არაფერი ვიცი. ფაქტია რომ იპრანჭება და ვინმე თუ მოსწონს არ ვიცი.

მოდელი რუსა ჩაჩუა ოთხი შვილის ახალგაზრდა დედაა. რუსას პირველი ქორწინებიდან სიმპატიური სპორტსმენი შვილი ჰყავს - თაზო სკოლას მომავალ წელს ამთავრებს.

- თაზო არის ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი, რომელიც ყველანაირ აზრს ითვალისწინებს, ყველაფერს ერთად ვწვეტთ. როცა გვეუბნებიან რომ თინეიჯერობა რთულია, ეს ჩემთვის უცნაურია. თაზო სპორტსმენია და სრულიად იხარჯება სწავლაში და სპორტში. მეცოდება კიდეც, ისე ბოლომდეა ჩართული სპორტში და სწავლაში. მეგობრებისთვის დრო ფაქტიურად არ აქვს.

- როგორი დედა ხართ?

- ყველანაირად ვუწევ ანგარიშს. არანორმალურად შემაწუხებელი დედა ვარ. სულ უნდა ვიცოდე სად არის, რას აკეთებს და ა.შ. ის არის ადამიანი, რომელიც არც მე მატყუებს და არც მამას, დიდ პატივს გვცემს. ამის მიუხედავად ძალიან შემაწუხებელი დედა ვარ, მაგრამ თქვენი მეშვეობით ახლა ბოდიშს მოვუხდი. არ აპროტესტებს, მაგრამ ვაღიარებ, აუტანელი დედა ვარ.

- როგორ მოახერხეთ შვილში ასეთი ნდობის მოპოვება?

- არაფერი არ გამიკეთებია. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ნებისმიერი წამი შვილებთან ვყოფილიყავი. ბევრი რამე გადავდე შვილებისთვის, თუნდაც კარიერის მხრივ. როცა ბავშვი გავაჩინე, გავიაზრე რომ მე უნდა ვიყო დედა რომელიც შვილს სწორად აღზრდის და მუდმივად მასთან იქნება. ბევრჯერ ყოფილა, დაბადების დღეზეც კი არ წავსულვარ შვილების გამო. შეიძლება ყველაფერი გააკეთო და არაამქვეყნიური დედა იყო, მაგრამ შვილის პროტესტი ვერ შეაჩერო. ამიტომ მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, თაზო ასეთი თინეიჯერი რომ არის. ეს მისი დამსახურებაც არის.

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე 15 წლის ქალიშვილის დედაა. როგორც ნანიკო ამბობს, ლილუ პრობლემური თინეიჯერი არ არის. "ლილუ ახლა არის 15 წლის. ჯერჯერობით მშვიდად მიდის მისი გარდატეხის ასაკი, თუმცა, არავინ იცის რა იქნება ხვალ ან ერთ წელიწადში"

- ჰგავს თინეიჯერ ნანიკო ხაზარაძეს, თუ თქვენ მეამბოხე თინეიჯერი იყავით?

- მე ცხოვრებამ გამხადა მეამბოხე. მშვიდი თინეიჯერი ვიყავი, მეამბოხე გამოცდილებების შემდეგ გავხდი.

- ამ ასაკში განსხვავებული მუსიკა და ფილმები მოსწონთ ბავშვებს, რა ინტერესები აქვს ლილუს ისეთი, რაც თქვენთვის უჩვეულოა?

- ის ვიცი, რომ ჩვენზე ბევრად განათლებული და მაგარი თაობა მოდის. ახლა სხვა დროა, უამრავი ინფორმაცია მარტივად ვრცელდება და არც მიკვირს ამ თაობის ინტერესები, ძალიან მაგარი ბავშვები არიან, არგუმენტირებულად შეუძლიათ დაგიმტკიცონ ყველაფერი და მშვიდად განაგრძონ ცხოვრება, განათლებულებიც არიან და მე ეს მახარებს. მეგობრულად ვზრდი, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს საიდუმლო და ლილუსაც ექნება, რა თქმა უნდა.

ნინო ჩხეიძის საახალწლო ფოტოსესია - მომღერალი თბილისის ქუჩებში საღამოს კაბებით სეირნობს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაინახა ბატონმა გრიგოლმა მიატოვა, ახლა გაახსენდათ ანანიაშვილი და რუსულ ბალეტი" - დავით ოქიტაშვილი

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა